მთავარი დაიჯესტი “ამერიკელები უკვე აღარ იცინიან, მათ საქმე სასაცილოდ აღარ აქვთ”

“ამერიკელები უკვე აღარ იცინიან, მათ საქმე სასაცილოდ აღარ აქვთ”

1295
გააზიარეთ
“ამერიკელები უკვე აღარ იცინიან, მათ საქმე სასაცილოდ აღარ აქვთ”

კედმიმ ახსნა, რატომ ეშინია ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის

ისრაელელმა პოლიტოლოგმა იაკობ კედმიმ შეაფასა ამერიკელი ადმირალის ფილიპ დევიდსონის განცხადება მოსკოვისა და პეკინის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. ექსპერტის აზრით, აშშ საფრთხეს რუსეთის არსებობაში ხედავს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალმა ფილიპ დევიდსონმა შეშფოთება გამოთქვა მოსკოვისა და პეკინის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებით და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა მიმართულია მსოფლიოში არსებულ წესრიგთან დასაპირისპირებლად.

პოლიტიკისა და სამხედრო საკითხების ექსპერტმა ისრაელიდან _ იაკობ კედმიმ განმარტა, თუ რატომ ეშინია ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის და აღნიშნა, რომ ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი და სამხედრო მოსამსახურე თვით რუსეთის სახელმწიფოს არსებობას განიხილავს საფრთხედ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს აშშ იძულებულია, დაეწიოს რუსეთსა და ჩინეთს სტრატეგიული შეიარაღების ძირითად სახეობებში, თანაც დასავლეთში ეს ფაქტი, უკვე კარგა ხანია, აღიარეს. ექსპერტის თქმით, რუსეთის სამხედრო უპირატესობა პირდაპირი პასუხია მათთვის, ვინც იცინოდა “მულტფილმებზე”, რომლებშიც მოსკოვი იარაღის შექმნის სფეროში თავის წარმატებებს წარმოაჩენდა. “ამერიკელები უკვე აღარ იცინიან, მათ სასაცილოდ აღარ აქვთ საქმე”, _ დაასკვნა იაკობ კედმიმ.

ადრე კედმიმ აშშ-ს უწოდა “საფრთხე, რომელსაც რუსეთი უკვე გაუმკლავდა” საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე თავისი პოზიციების განმტკიცებით. ამასთანავე, კედმის აზრით, მოსკოვი მოკლე ხანში შეძლებს ამერიკის შეიარაღების დიდი ნაწილის სრულად განეიტრალებას და ამ სფეროში “აბსოლუტური სტრატეგიული უპირატესობის” მოპოვებას.

კედმი დარწმუნებულია, რომ დღეს თავდაცვის დარგში რუსეთმა ბევრ ქვეყანას გადაუსწრო და უახლოეს ხანში შეიარაღების სფეროში შეიძლება მოიპოვოს სრული უპირატესობა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. ის მიიჩნევს, რომ ყველა შეიარაღება, რომლებიც დღეს რუსეთს აქვს, მაღალი დონისაა, რომლის მიღწევაც ბევრ ქვეყანას არ შეუძლია. ექსპერტმა ყველას შეახსენა ბირთვულქობინიანი უახლესი რაკეტა “ბურევესტნიკი” და ლაზერული კომპლექსი “პერესვეტი”, რომელთა ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.

კედმის თქმით, ეს იარაღები თავდაცვითი ხასიათისაა, ხოლო ყველა დანარჩენი სისტემა სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც თავდაცვის, ისე შეტევისთვის. ეს არსენალი ქმნის “აბსოლუტურ სტრატეგიულ უპირატესობას” ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებზე. ამასთანავე, ამჟამად უკვე არსებობს წინაპირობები ახალი, უფრო სრულყოფილი იარაღის შესაქმნელად. მაგალითისთვის პოლიტოლოგმა დაასახელა გრავიტაციული იარაღი, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უპირატესობა ჰქონდეს მრავალი წლის განმავლობაში.

კედმიმ აღნიშნა, რომ რუსულმა რაკეტა “ცირკონმა” გამოცდისას იმაზე 2-ჯერ მეტი სიჩქარე განავითარა, ვიდრე გამოცხადებული იყო, ამიტომ აშშ-ის შეშფოთება სრულიად გასაგებია. თუმცა ამერიკელებს უნდა ეშინოდეთ არა მხოლოდ იმ რუსული იარაღებისა, რომლებიც ცნობილია, არამედ იმ იარაღებისაც, რომლებსაც რუსეთი საიდუმლოდ ინახავს. ექსპერტის თქმით, რუსეთს აქვს “საიდუმლო იარაღი”, რომელიც რამდენადმე უკეთესია “ცირკონზე”, თუმცა მის შესახებ საზოგადოებრიობისთვის ცნობილი არაფერია.

“ყველაფერი საუკეთესო მკაცრად არის გასაიდუმლოებული”, _ აღნიშნა იაკობ კედმიმ და დასძინა, ამერიკელები ვერ აცნობიერებენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა იცვლება და ამიტომ განაგრძობენ ცხოვრებას იმ მოჩვენებით სამყაროში, რომელიც, კარგა ხანია, აღარ არის…

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here