მთავარი დაიჯესტი ამერიკელები აპირებენ გამოაცხადონ, რომ აშშ-ის საზღვრებს მიღმა ყველა დოლარი ფარატინა ქაღალდია

ამერიკელები აპირებენ გამოაცხადონ, რომ აშშ-ის საზღვრებს მიღმა ყველა დოლარი ფარატინა ქაღალდია

3083
გააზიარეთ
ამერიკელები აპირებენ გამოაცხადონ, რომ აშშ-ის საზღვრებს მიღმა ყველა დოლარი ფარატინა ქაღალდია

კორონავირუსი ჯერ კიდევ თებერვალშიშავ გედადმონათლეს, ანუ წინასწარ განუჭვრეტელ მოვლენად, რომელიც უზარმაზარ ნეგატიურ გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. კერძოდ, აშშში საქონელბრუნვა ნავსადგურებს შორის უკვე 20 პროცენტით შემცირდა, რამაც ამერიკის მრეწველობაში დომინოს ეფექტი გამოიწვია.

მარტში კიდევ ერთი “შავი გედი” გამოჩნდა _ “ოპეკ+”-ის დაშლა. ბარელი ნავთობის სანახევროდ გაიაფება ნიშნავს, რომ მოვლენათა ამგვარ განვითარებას არავინ ელოდა. ამავე დროს, საუდის არაბეთი მსოფლიოს იაფი ნავთობით ამარაგებს. ელ-რიადმა 11 მარტს განაცხადა, რომ ყოველდღიურ მოპოვებას 12 მლნ ბარელით გაზრდის და ერთ მილიონს კიდეც დაუმატებს, რითაც შეაჩეროს “შავ ოქროზე” ფასების ცვლილება.

ერთი მხრივ, ბარელი ნავთობის 30 დოლარის (20-25 დოლარიც კი) ფასი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ძვირფასი საჩუქარი იმპორტიორებისა და მომხმარებლებისთვის ალალად მირთმეული. გაიაფებამ იდეაში სტიმული უნდა მისცეს მსოფლიო ეკონომიკას. ბევრი ქვეყნის მოსახლეობამ, მაგალითად, უკრაინელებმა და ბელარუსებმა უკვე სამგზის შესძახესვაშა!”

მეორე მხრივ, ამერიკის, ევროპის და აზიის რიგი ბანკებისა ტოპ-100-დან გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა იმის გამო, რომ ვერ გადაუხდიან გადამყიდველებს დერივატივების ღირებულებას (დერივატივები _ კონტრაქტები ნავთობის მიწოდებაზე დადგენილ ვადაში და ფიქსირებული ფასით).

გასაგები რომ იყოს, თუ რა საშიშია ასეთი სიტუაცია, ორ რიცხვს დაგისახელებთ. დერივატივების ერთობლივი ფასი დღეს (ნავთობის მნიშვნელოვანი წილით), განისაზღვრება 2 კვადრილიონი დოლარით, მაშინ, როცა მსოფლიოს საერთო მშპ, მსოფლიოს სავალუტო ფონდის მონაცემებით, არ აღემატება 75 ტრილიონ დოლარს. ამ შემთხვევაში აშშ-ს ვერავითარი “რაოდენობრივი შეღავათი” ვერ უშველის. ამიტომ ამერიკელი ექსპერტის ბილალ ჰაფეზის აზრით, აშშ-მ შეიძლება შემოიღოს კონტროლი კაპიტალის მოძრაობაზე. ასეთი რამ თუ მოხდება, მაშინ მსოფლიოს ეწვევა “შავზე უშავესი გედი”, რომელთან შედარებითაც Covid-19 და “ოპეკ+”-ის კრახი უცოდველ ბეღურებად მოგვეჩვენება.

ტრამპი, სხვათა შორის, უკვე დაემუქრა ჩინეთს, რომ აკრძალავს ამერიკის მაღალტექნოლოგიური კომპანიების შესყიდვას ვაჭრობისა და ფულის გადაადგილების თავისუფლების მიუხედავად. თეთრი სახლი ამას ამართლებს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საშუალებას. ამერიკელებმა დოლარების “კარგ” და “ცუდ” დოლარებად დაყოფა დაიწყეს და ვარსკვლავიან-ზოლიანი ვალუტის მფლობელების “მეგობრებად” და “მტრებად” რანჟირებას შეუდგნენ.

უფრო მეტიც, პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის სვამს შეკითხვას _ რატომ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით? მაგალითად, თეთრი სახლი ლობირებს ამერიკული ბირჟების დახურვას ჩინელი ინვესტორებისთვის. რა ჭირად გვინდა მაშინ მილიარდობით “ბაქსი”, თუ არაფერი ღირებულის ყიდვა არ შეეძლებათ ამ ფულით? _ კითხულობენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

მოკლედ, თუ დაიწყო ფინანსური კრიზისი, აშშ-ის ადმინისტრაცია შეიძლება უფრო შორს წავიდეს, მათ შორის “გაყინოს” არარეზიდენტების ოპერაციები ამერიკელების დერივატივებით.

აშშ-ს ასევე შეუძლია ამორიცხოს ჩინური კომპანიები ამერიკული ბირჟების სიიდან. ამჟამად შტატებში ვაჭრობენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 150-ზე მეტი კომპანიის აქციებით, Aibaba-სა და Petrochina-ს ჩათვლით. შემდეგ კი აუკრძალოს ამერიკელ ინვესტორებს რუსეთისა და ჩინეთის ფასიანი ქაღალდების შესყიდვა. ასეთი კანონპროექტის ლობისტები არიან პიტერ ნავარო, ტრამპის მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში და ფრიად გავლენიანი სენატორი მარკო რუბიო.

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ექსპერტი ლაპარაკობს გლობალური ბიზნესის “ზომბი-აპოკალიფსისის” მოახლოებაზე.

მაგალითად, შექუოია ჩაპიტალ-მა, აშშ-ის ერთ-ერთმა უძლიერესმა ფონდმა, თავის სტარტაპებს მოუწოდა შეხედონ პერსპექტივას “არასასურველი რისკების” თვალით. კომპანიის ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნული ფონდი წერს: “ვიმედოვნებთ, რომ პირობები რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდება. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ტურბულენტობისთვის და გამზადებული უნდა გვქონდეს სცენარები ყველაზე საშიში მოვლენებისთვის, რომლებიც კი შეიძლება განვითარდეს”.

მნიშვნელოვანია, რომ: Sequoia Capital დაარსებულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში და რომელიც იდგა ისეთი მსოფლიო კომპანიების სათავეებთან, როგორებიცააYouTube, Apple, Google,  Oracle, LinkedIn, Paypal, Instagram და Yahoo! მაშასადამე, მის წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ “გადარჩებიან არა ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე ძლიერები, არამედ ყველაზე უფრო შემგუებლები”, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

და საერთოდ, იმას, რაც ამჟამად ხდება, ლოგიკური იქნება თუ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს, მიიჩნევს Sequoia Capital. დამატებით დაფინანსებას სტარტაპები არც უნდა ელოდონ. ჩინეთის ფული კი სულზე მისწრებასავით იყო.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ისეთ მსხვილ ინვესტორებს, როგორიც ფონდი Sequoia Capital.-ია, როგორც წესი, ჰყავთ ინსაიდერები თეთრ სახლში, ანუ ამბის გამომტანები. ამიტომ ლოგიკური იქნება განვიხილოთ ეს გაფრთხილება, როგორც აშშ-ის ახალი პოლიტიკის დაწყებაზე მინიშნება. ეს იქნება პოლიტიკა, რომელიც კონტროლს დააწესებს მსოფლიოში კაპიტალის მოძრაობაზე, უეჭველია, შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური გამორჩენის მიზნით.

ამასობაში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა უკვე გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი ანატოლი ანტონოვი და გამოთქვა საყვედური რუსეთის მიმართ “ენერგოშემცველების ბაზარზე წესრიგის” დარღვევის გამო. უნდა ველოდოთ, რომ ამერიკა მთელი ძალით, კანონით თუ უკანონოდ დაიცავს ნავთობისა და გაზის თავის მწარმოებლებს.

ეს ყოველივე შეიძლება შეეხოს “მწვანე” კუპიურებს, რომლებიც რუსებსა და ჩინელებს ხელზე აქვთ. შეგახსენებთ, რომ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია. მაშასადამე, სავსებით დასაშვებია, რომ მესამე “შავმა გედმა” უკვე გაშალა ფრთები.

ალექსანდრე სიტნიკოვი

svpressa.ru

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here