Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკა უფრო და უფრო შორდება ღმერთს

ამერიკა უფრო და უფრო შორდება ღმერთს

1226
ამერიკა უფრო და უფრო შორდება ღმერთს

აშშ ცოტა ხნის წინათ დასავლური სამყაროს ყველაზე რელიგიურ ქვეყნად ითვლებოდა. 1976 წელს გამოკითხული ამერიკელების 80-მა პროცენტმა განაცხადა, რომ თავსთეთრ ქრისტიანადმიიჩნევს, 10 წლის წინათ ეს მონაცემები 50 პროცენტამდე შემცირდა, ამჟამად კი 43 პროცენტია. ეს არც ისე ცოტაა, მაგრამ, რამდენიმე, მახასიათებლის გათვალისწინებით, ქრისტიანობისთვის ვითარება არც ისე კარგია.

დღეს ქრისტიანთა უმრავლესობა, ძირითადად, საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები არიან; ახალგაზრდებს შორის კი სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს ათეისტური მსოფლმხედველობა; მოიმატა მუსლიმანების რაოდენობამ, განსაკუთრებით _ შავკანიანთა შორის.

უცნაურია, რომ, ფორმალურად პოლიტიკოსებს შორის ქრისტიანების დომინირების მიუხედავად, სახელმწიფო, მისი ყველა სტრუქტურა, თვალს ხუჭავს ქრისტიანებზე ყველანაირი უმცირესობის თავდასხმებზე.

ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის თითქმის არავინ არის ათეისტი, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის, მიიღონ საკანონმდებლო აქტი ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების ლეგალიზების შესახებ, დააწესონ აკრძალვები ქრისტიანობის გამოვლინებაზე და ა.შ. ხელისუფლება ყოველთვის დგება “უმცირესობის” მხარეს და იცავს მათ “უფლებებს”. მაგალითად, დღეს ამერიკელი სამჯერ დაფიქრდება, სანამ ეტყვის უცნობ ადამიანს _ “ბედნიერ შობას გისურვებ!”, რადგან შეიძლება აგრესია გამოიწვიოს. 10 წლის წინათ კი ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი სასულიერო პირების ქადაგებისას ზოგჯერ დიდი სტადიონის ტრიბუნები ივსება მრევლით, თვითონ ქრისტიანები აღიარებენ, რომ ჰოლივუდს წინააღმდეგობას ვერ უწევენ. კინოპროდუქცია კი, ძირითადად, ძალიან შორს არის ქრისტიანული იდეალებისგან, ქრისტიანობა დამარცხდა ჰოლივუდთან “კულტურულ ომში”. რელიგიის ისტორიკოსი რობერტ ჯონსი 2016 წელს გამოცემულ თავის წიგნში “თეთრი ქრისტიანობის დასასრული ამერიკაში” ქრისტიანებს ამის აღიარებას სთავაზობს და პირველი ქრისტიანების დევნის პერიოდს იხსენებს. მართლაც, თანამედროვე მასკულტურის ფონზე ქრისტიანები სახარბიელოდ არ გამოიყურებიან.

ამერიკელი ქრისტიანებისთვის საგანგაშო სიგნალად იქცა განცალკევებების ტენდენცია _ თავისებური გეტოიზაცია. ამ მიმართულების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ბლოგერი და ჟურნალისტი როდ დრეერი, რომელსაც მოჰყავს VI საუკუნეში მცხოვრები იტალიელი წმინდანის, ბენედიქტე ნერსიელის, მაგალითი _ წმინდა ბენედიქტე მოწაფეებთან ერთად გაეცალა რომის გარყვნილებას და დააარსა ბერების პირველი ორდენი. განცალკევების მომხრენი უკვე ქმნიან იზოლირებულ დასახლებებს, რაიონებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებშიც მშვიდად იქნებიან და ბავშვების უსაფრთხოებაზე არ იშფოთებენ. იქ ყველაფერი ქრისტიანულია, მაგრამ ეს უკანდახევაა. ეს ადამიანები ცხოვრების გზის განაპირას არიან შეყუჟულნი. ისინი ძალიან ჰგვანან სუბკულტურა ე.წ. ამტანებს, რომელიც უკვე პოპულარულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ბოლო პერიოდში ძლიერად დაარტყეს ქრისტიანობას სასულირო პირების პედოფილიის სკანდალური ფაქტებით, ანტირელიგიურად განწყობილი აქტივისტები დიდი მონდომებით ავრცელებენ თითოეულ ფაქტს მედიასივრცეში.

ამერიკის შეერთებული შტატები თეთრი პროტესტანტების ძალისხმევით აშენდა და განვითარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკელები დღეს თავიანთი ქვეყნის დექრისტიანიზაციაში იმდენივე ძალისხმევას დებენ, რამდენიც ოდესღაც მის აშენებას მოახმარეს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here