მთავარი საქართველო ამერიკა-სოროსის თოჯინები გაერთიანდნენ, საქართველო კი დასავლეთის სანაგვედ იქცევა

ამერიკა-სოროსის თოჯინები გაერთიანდნენ, საქართველო კი დასავლეთის სანაგვედ იქცევა

4334
გააზიარეთ
ამერიკა-სოროსის თოჯინები გაერთიანდნენ, საქართველო კი დასავლეთის სანაგვედ იქცევა

მიღწეულია . . შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ორივე მხარე თვისობრივად ერთ, ლიბერალურ პლატფორმაზე დგას და ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ იმართება. ეს ეხება უკლებლივ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ნათელაშვილის ოფისში მონაწილეობდა ამ ფარსში და ამერიკის ელჩის მითითებებს ელოდებოდა.

გასარკვევი რჩება, შესწევთ თუ არა ძალა ალტერნატიულ, მაგრამ დაქსაქსულ პოლიტიკურ პარტიებს, გაერთიანებებს, რათა წინ აღუდგნენ ლიბერალურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომელთა სტრატეგიული გეზი ერთია _ უსასრულო და უშედეგო სწრაფვა ნატო-ევროკავშირისკენ, რუსეთთან დაპირისპირების გაგრძელება (ტერიტორიულ მთლიანობაზე უნაყოფო რიტორიკით), საეჭვო საკანონმდებლო ექსპერიმენტების გაგრძელება, ქრისტიანული ფასეულობების თანდათანობითი გაძევება სასწავლო დაწესებულებებიდან და საზოგადოების ცნობიერებიდან, ქვეყანაში წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე უარის თქმა, კაბალური ვალების აღების გაგრძელება, დემოგრაფიულ გადაგვარებასთან შეგუება და ყველაფერი სხვა, რაც კი ქვეყანას ღუპავს.

მეორე მხრივ, დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ყველამ თავისი სახე გამოავლინა _ ყველანი ერთნი ყოფილან.

ქართველი ხალხი მათ ან საბოლოოდ გახვეტს წლევანდელ არჩევნებზე ან თავად დაიღუპება. 2024 წელი ვეღარ გვიშველის, მანამდე უკვე ყველაფერი მომთავრებული იქნება. კიდევ 4 წლით ლიბერალიზმი საბოლოოდ მოსპობს საქართველოს მიერ სუვერენიტეტის მოპოვებისა და განვითარების პერსპექტივებს, საქართველო ჩამოყალიბდება დასავლეთის დანამატად, პირდაპირ ვიტყვი _ სანაგვედ, სადაც დასავლეთი თავის ფიზიკურ და ინტელექტუალურ ნაგავს მოუყრის თავს. ეს ტენდენცია, უკვე კარგა ხანია, არსებობს, მაგრამ გაგრძელდება უფრო სწრაფი ტემპით.

გულბაათ რცხილაძე

ge.news-front.info

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ასეთ პროგნოზების კეთებას მოუწოდე ხალხს პატრიოტებს მისცენ ხმა.სანამ იმათაც ჩაიგდებენ ხელში,ამასობაში ახალგაზრდობა გამოჩნდება.ასეთი მრაჩნი სურათი ბევრხანს ვერ იქნება.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here