Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკაში მოინდომეს, გაანადგურონ მილიარდერები, როგორც კლასი

ამერიკაში მოინდომეს, გაანადგურონ მილიარდერები, როგორც კლასი

997
ფარჰად მანჯუ

The New York Timesის მიმომხილველმა ფარჰად მანჯუმ გამოცემის ფურცლებზე საინტერესო წინადადება წამოაყენა _ მოხდეს მილიარდერების, როგორც კლასის, ლიკვიდაცია. ეს აუცილებლობა ახსნა იმით, რომ უზარმაზარი ქონების მფლობელები უთანასწორობას წარმოშობენ.

უნდა აღინიშნოს, რომ არც ბილ გეიტსი, არც უორენ ბაფეტი და კიდევ მრავალი სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მილიარდერი თავის შვილებს მემკვიდრეობით ქონებას არ გადასცემს. ეს მათ ოფიციალურად აქვთ გამოცხადებული.

“მილიარდერებმა არ უნდა იარსებონ, ყოველ შემთხვევაში, იმ რაოდენობით, რამდენიც დღეს არიან, თავიანთი ძალაუფლებით, რომელიც მსოფლიოზე ვრცელდება და თაყვანისცემით, რომლითაც სარგებლობენ, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ძალისხმევა კი მიმართულია გადარჩენისკენ”, _ წერს მანჯუ.

საკმაოდ საინტერესო თვალსაზრისია დემოკრატიაზე, რომელსაც სოციალიზმისა და კომუნიზმის იდეების ძლიერი სუნი დაჰკრავს. ამერიკელი მიმომხილველი არც კი დაფიქრებულა, რა ძალიან ჰგავს მისი ლოზუნგები იდეებს, რომელთა განხორციელებასაც ცდილობდა “რევოლუციის ბელადი”. მიუხედავად ამისა, ის თავისას მოითხოვს და თავისი იდეების დასაბუთებასაც ცდილობს. ფარჰად მანჯუ ამბობს, რომ თავდაპირველად მილიარდერების განადგურება შეიძლება არაპრაქტიკულად მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით კაპიტალიზმის სამყაროში, მაგრამ, თუ ამას განვიხილავთ ხანგრძლივვადიან მიზნად, მაშინ ეს ნაბიჯი ასეთი რადიკალური აღარ გამოჩნდება.

სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ მილიარდერების განადგურებაში გულისხმობს მათი ეკონომიკური ძალაუფლების შეზღუდვას, პოლიტიკური ძალაუფლების შემცირებას და მცდელობებს, ეჭვი შეიტანონ მათ სოციალურ სტატუსში.

ამერიკული კაპიტალიზმი უხვად გვასაჩუქრებს თავისი მილიარდერებით და უკეთესს არაფერს გვთავაზობს. ის თავს გვახვევს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უამრავი პრობლემა. მათ მოაქვთ უთანასწორობა, უსამართლობა. ისინი მოისყიდიან პოლიტიკოსებს”, _ წერს მანჯუ.

მიმომხილველის თქმით, აუცილებელია, დაწესდეს აკრძალვა მილიარდ დოლარზე მეტი ქონების შენახვაზე, თუმცა მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნას მაქსიმალური გადასახადების დაწესებით შემოსავლებზე მილიარდერების ან იმ ადამიანებისა, რომლებიც დღე-დღეზე მილიარდერები უნდა გახდნენ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here