Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკას მართავს ორი მეგობარი _ ბაიდენი და ალცჰაიმერი?

ამერიკას მართავს ორი მეგობარი _ ბაიდენი და ალცჰაიმერი?

128

ალცჰაიმერის დავადების შესახებ ცნობებით აღჭურვილმა The American Thinrerის ჟურნალისტებმა დისტანციურად შეამოწმეს აშშის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხანდაზმულობით გამოწვეულ გონებასუსტობაზე.

“ალცჰაიმერის დაავადება ტრაგედიაა ხანდაზმული ადამიანისა და მისი ნათესავებისთვის, მაგრამ, თუ ხანდაზმულობით გამოწვეული გონებასუსტობით აშშ-ის პრეზიდენტია დაავადებული, ეს სახელმწიფოსთვის კატასტროფაა. ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები საიდუმლო არ არის და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, “მძინარე ჯოს” საქციელის გაანალიზების შემდეგ დასკვნები გამოიტანოს.

დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის პოპულარულ ბროშურაში “ალცჰაიმერის დაავადების 10 საგანგაშო სიგნალი” დაავადების პირველ ნიშნად დასახელებულია მეხსიერების დაკარგვა. გულმავიწყობა ბაიდენის საფირმო სტილია. ფურცელზე დაწერილის წაკითხვის გარეშე მას არ შეუძლია უბრალო ინფორმაციის გახსენება. ეს ძალიან შესამჩნევი იყო ქარიშხალ იდასადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე. გონებასუსტობის მეორე ნიშანია გადაადგილების მარშრუტის დაგეგმვისას შექმნილი სირთულეები და შეფერხებები ჩვეული ამოცანების შესრულებისას. სევდიანი პოლიტიკური სატირის კლასიკად იქცა ეპიზოდი, როცა 2021 წლის მარტში ჯო ბაიდენმა მწვანე მდელოზე გზა ვერ გაიკვლია ბორტი #1-ისკენ. ვერტმფრენამდე ის თანაშემწეებმა და ვიცეპრეზიდენტმა კამილა ჰარსმა მიიყვანეს. სივრცის აღქმაში სირთულეები ბაიდენს პრეზიდენტობის კანდიდატობის პერიოდშიც ჰქონდა. 2020 წლის თებერვალში სამხრეთ კაროლინის შტატში (არსებობს ჩრდილოეთ კაროლინის შტატიც) გამართულ მიტინგზე გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბედი წყდება “პირდაპირ აქ, ჩრდილოეთ-სამხრეთ კაროლინის შტატში”. ხანდაზმულობით გამოწვეული გონებასუსტობის მნიშვნელოვანი ნიშანია მეტყველების პრობლემები. 2021 წლის გაზაფხულზე ბრიტანულმა The Sun-მა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჯო ბაიდენის თითქმის ყველა პრესკონფერენცია სატანჯველად იქცევა ხოლმე პრეზიდენტისა და ჟურნალისტებისთვის. “ბაიდენი რაღაცას ლუღლუღებს კამერების წინ და პერიოდულად ავიწყდება, რაზე ლაპარაკობს”, _ წერს The Sun-ი.

ალცჰაიმერის დაავადების კიდევ ერთი სიმპტომია ჩვეულ გარემოში რამე ნივთის პოვნის უუნარობა. ყველას ახსოვს შემთხვევა, როცა ქალაქ დულუტში გამოსვლისას ბაიდენი მიკროფონში ამბობდა, რომ სამედიცინო პირბადე ვერ იპოვა, არადა, ყველა ხედავდა, რომ პირბადე ჯიბეში ედო. ალცჰაიმერის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი პრობლემების გადაწყვეტისას უმწეობა და საფრთხის არამართებულად შეფასებაა.

“ავღანეთში საევაკუაციო ჯარებისა და სამოქალაქო პირების ტრაგედია საფრთხის მიმართ ბაიდენის არაადეკვატურმა რეაქციამ გამოიწვია”, _ წერს American Thinrer-ი.

გამოცემა მიდის დასკვნამდე, რომ ჯო ბაიდენს ალცჰაიმერის დაავადების პრაქტიკულად, ყველა სიმპტომი აქვს. ასეთ მდგომარეობაში კი ხანდაზმული ადამიანი უუნაროა და, სახელმწიფოს კი არ უნდა მართავდეს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

svpressa.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here