Home სხვადასხვა დაიჯესტი ამბროზია _ ღმერთების საკვები

ამბროზია _ ღმერთების საკვები

2025
ამბროზია _ ღმერთების საკვები

საზედამხედველო სააგენტოს განცხადებაში დასახელებული არ არის კონკრეტული კლინიკები ან კომპანიები, რომლებიც პლაზმის საშუალებითაახალგაზრდავებენპაციენტებს, მაგრამ ნათქვამია, რომ რეგულატორი აპირებს, დაუკავშირდეს ამ კომპანიებს და მოსთხოვოს, შეწყვიტონ პაციენტების ნდობით სარგებლობა.

აშშ-ის მასმედია და სამეცნიერო წრეებს მიტმასნილი გამოცემები (მათ შორის National Post, Business Ynsider და MT Technology Review), წლებია, რეკლამას უწევენ კომპანია Ambrosia-ს.

ძველბერძნულ მითოლოგიაში ამბროზია ეწოდებოდა ოლიმპიური ღმერთების საკვებს, რომელიც უზრუნველყოფდა მათ უკვდავებას.

“ამბროზია” კალიფორნიაში დააარსა სტენფორდის სამედიცინო სკოლის კურსდამთავრებულმა ჯესი კარმაზინმა. მისი იდეა უმარტივესი იყო: 16-დან 26 წლამდე დონორების პლაზმის გადასხმა ყველა მსურველისთვის.

კარმაზინის განცხადებით, ეს იდეა მას ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაებადა, მას შემდეგ, რაც მრავალჯერ დაესწრო სისხლის გადასხმის პროცედურას. ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ პაციენტები, რომლებსაც ახალგაზრდების სისხლს გადაუსხამდნენ, თავს უკეთესად გრძნობდნენ და უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებოდნენ.

იმავე წელს კომპანიამ განაცხადა, რომ იწყებს კლინიკური კვლევების განხორციელებას, რათა მეცნიერულად დაადასტუროს ამ პროცედურის სარგებლიანობა, მაგრამ ჩატარებული ცდების მასშტაბი მცირე იყო _ ორასიოდ მოხალისე შეიკრიბა მხოლოდ, არადა, 600 კაცზე აპირებდნენ ცდების ჩატარებას.

“არ არსებობს არავითარი კლინიკური დასაბუთება (იმისა, რომ ასეთი მკურნალობა სასარგებლო იქნება), _ ციტირებდა მაშინ ჟურნალი Science სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ტონი უაისკორის დასკვნას, რომელიც ახალგაზრდა სისხლის გადასხმის ეფექტიანობის ცდებს მღრღნელებზე განახორციელებდა, _ ასე რომ, ფაქტობრივად, ეს არის ადამიანების მიმნდობლობის ბოროტად გამოყენების ფაქტი”.

“ამბროზიას” მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები დღემდე არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ, Business Ynsider-ის მონაცემებით, დღეისთვის ამ კომპანიის კლინიკები აშშ-ის უკვე ხუთ ქალაქშია გახსნილი.

1 COMMENT

  1. ამბროსი ამ ისეთ დღეში. ჩაგვაგდო. მე ჩემი და. რომ ძლივს გადავრჩით. ორი თვე. ვმკურნალობდი თუ. ისეთი. მოწამლული. ვიყავით. ღმერთების. კი არა ისეთი საშინელი სუნი აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here