Home სხვადასხვა დაიჯესტი ამას თუ ბრალდებები აკლდა…

ამას თუ ბრალდებები აკლდა…

719
ამას თუ ბრალდებები აკლდა...

ლოსანჟელესის პროკურატურამ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობის ახალი ბრალდებები წაუყენა, _ იუწყება პროკურატურის პრესსამსახური.

ქალმა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰკითხეს, როგორც მოწმე, განაცხადა, რომ 2010 წლის 11 მაისს ვაინშტაინი ბევერლი-ჰილზის სასტუმროში მას თავს დაესხა.

_ გასულ კვირაში მან (ქალმა) გამომძიებლებს წარუდგინა ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდა, რომ თავდასხმა განხორციელდა სარჩელის შეტანის ათწლიანი ვადის ფარგლებში, _ დაზუსტებულია პრესრელიზში.

ამ საქმეს გამოიძიებს ლოს-ანჟელესის პროკურატურა და რაიონის უწყება.

შეგახსენებთ, რომ პროდიუსერის წინააღმდეგ სკანდალი დაიწყო 2017 წელს, როცა ჰოლივუდის რამდენიმე მსახიობმა ქალმა ძალადობა დააბრალა. მათ შორის იყვნენ ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და სალმა ჰაიეკი. სკანდალის ფონზე ვაინშტაინტი დაითხოვეს მისივე საკუთარი კამპანიიდან. ცოლი გაეყარა.

მანჰეტენის სასამართლომ 67 წლის პროდიუსერს ორი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ამას გარდა, იგი მოკვლით ემუქრებოდა “მეგობრების” ვარსკვლავს _ ჯენიფერ ენისტონს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here