Home ახალი ამბები მსოფლიო ალექსანდრე ლუკაშენკო: მსოფლიო გააგიჟა ამ კორონავირუსმა, ეს ფსიქოზია

ალექსანდრე ლუკაშენკო: მსოფლიო გააგიჟა ამ კორონავირუსმა, ეს ფსიქოზია

3344
ალექსანდრე ლუკაშენკო: მსოფლიო გააგიჟა ამ კორონავირუსმა, ეს ფსიქოზია

რამდენიმე დღის წინათ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოხსენებით ეახლნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ სერგეენკო, უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი ანდრეი რავკოვი, ჯანდაცვის მინისტრი ვლადიმერ კარანიკი, რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.

“დღეს თქვენ მოგიწვიეთ ბელარუსში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განსახილველად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსული ფსიქოზის პირობებში. ამ კორონავირუსს მე მოვიხსენიებ, როგორც ფსიქოზს, და ამაზე უარს არასოდეს ვიტყვი, რადგან თქვენთან ერთად გადატანილი გვაქვს ბევრი ფსიქოზი და ვიცით, სადამდე მივყავდით მას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე ამბები იმნაირივე ფსიქოზია, ერთს რომ ხელს აძლევს, მეორისთვის კი მავნეა”.

პრეზიდენტის აზრით, “ცივილიზებული მსოფლიო გაგიჟდა, პოლიტიკოსებმა კი უკვე დაიწყეს თავიანთი ინტერესებისთვის სიტუაციის გამოყენება”.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებას ბელარუსისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქვეყანაში უწინაც კარგად ებრძოდნენ ინფექციას და ამჟამადაც იმავეს აკეთებენ.

პრეზიდენტმა ისიც ახსნა, რატომ გრძელდება სასწავლო პროცესი ბელარუსის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველა ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით.

თუ მშობლებს ეშინიათ, არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში, ამას არ გიკრძალავთ. მაგრამ, თუ სკოლებში გამოვაცხადებთ არდადეგებს, ეს მხოლოდ გაამწვავებს ვითარებას, რადგან ბავშვები გაემგზავრებიან ბებიებთან. ხანდაზმულები კი რისკის ჯგუფში იმყოფებიან. ჩვენ დავღუპავთ მოხუცებს! ამიტომ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. 30 მარტიდან უნდა დაიწყოს არდადეგები, დაიწყება კიდეც. ჩვენ რა, პრობლემები გვაქვს სკოლებში?! არ გვაქვს პრობლემები. ამასთანავე, ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს იმასაც თუ ვასწავლით, რომ დროზე დაიბანონ ხელები, აიფარონ პირბადეები, ძალიან კარგი იქნება. საზოგადოება უკვე ეჩვევა ამას. ზედმეტად ნუ ვიმოქმედებთ იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ არის”, _ დარწმუნებულია ლუკაშენკო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here