მთავარი პოლიტიკა “ალალი ჯაფარას” სექტა

“ალალი ჯაფარას” სექტა

“გირჩის” თავკაცები, როგორც ტელეეთერით, ისე სოციალური ქსელებით ახალგაზრდა თაობას ტვინს უწამლავენ

3207
გააზიარეთ
ზურაბ ჯაფარიძე

ჩვენი გაზეთის წინა ნომერშიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტატიის ძირითადი თემა სულ სხვა იყო, მაინც ვახსენე ზურაბ ჯაფარიძე და მისიგირჩი”, ამიტომ ერთგულ მკითხველს შეიძლება გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს ჩემი ყურადღება ამ ორგანიზაციისა და მისი ლიდერისადმი. შევეცდები, ეს შეხედულება გაგიქარწყლოთ და ნათლად დაგანახვოთ, რამდენად საშიშია ეს ორგანიზაცია ქართველი საზოგადოებისა და, აქედან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოსთვის.

შეამჩნევდით, რომ “გირჩი” მოვიხსენიე, უბრალოდ, ორგანიზაციად და არ დამიკონკრეტებია, ეს ორგანიზაცია “პოლიტიკურია”, “საზოგადოებრივი” თუ სხვაგვარი. ამის მიზეზი ისაა, რომ რეალურად “გირჩს”, გამომდინარე მისი წევრების მიერ გაწეული დანაშაულებრივი პროპაგანდიდან, არ შეიძლება ეწოდოს ან პოლიტიკური, ან საზოგადოებრივი და ან, საერთოდ, ორგანიზაცია. თავისი შინაარსითა და ხასიათით ეს არის, ფაქტობრივად, სექტა; დიახ, რელიგიური სექტა, რომელსაც უკვე საკუთარი ეპისკოპოსებიც კი ჰყავს, ვითომ ხუმრობითა და “ღადაობით”, მაგრამ რეალურად მათი გავლენა ახალგაზრდებზე უკვე რელიგიურ ფანატიზმამდე მივიდა. რაც მთავარია, როგორც არაერთ რელიგიურ სექტას ახასიათებს, მათ საკულტო ნარკოტიკული მცენარეც აქვთ. ეს არის კანაფი, რომლითაც ვითომ “პარტიულ ყრილობაზეც” კი უმასპინძლდებიან დელეგატებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

გაინტერესებთ მიზეზი, თუ რატომ დავუთმეგირჩსამდენი ყურადღება? რა თქმა უნდა, ფიქრობთ, რომ ეს არის ერთი ვერშემდგარი, სულელური, სრულიად უაზრო და საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე ორგანიზაცია და მასზე ამხელა ყურადღების გამახვილება არც ღირს. მინდა, გითხრათ, რომ ცდებით, ბატონებო! ჩვენს სინამდვილეში უკვე რიხით, პრეტენზიითა და საარჩევნო ხმის უფლებით შემოაბოტა იმ თაობამ, რომელსაც ის ავადსახსნებელი 9 წელი საკუთარ ზურგზე არ უწვნევია და მხოლოდ და მხოლოდ გადმოცემით იცის. როგორ ფიქრობთ, ვინ იქცევს ყველაზე მეტად ამ თაობის ყურადღებას და, რაც მთავარია, რით?

აქედან იხსნება ის კვანძიც, რის გამოც “გირჩი” და ზურაბ ჯაფარიძე გაზეთის უკვე მეორე ნომერში ჩემი ყურადღების ცენტრში არიან. პირდაპირ ვიტყვი: ის, რასაცგირჩი”, როგორც ტელეეთერით, ისე სოციალური ქსელებით აკეთებს, არის ახალგაზრდა თაობის ტვინის მოწამვლა სრულიად უკადრისი მეთოდებითა და ამაზრზენი ტყუილებით.

ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ახალგაზრდობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მართლა ტყუვდება და შტერდებაგირჩისგაიძვერა და, ჩემი აზრით, დამნაშავე ლიდერის სწორად გათვლილი, მაგრამ იაფფასიანიმარკეტინგულისვლებით.

დიახ, სწორედ ეს არის ამ სტატიის დაწერის მიზეზი. საქმე ისე მიდის, სულაც არ იქნება მოულოდნელი, “გირჩი” 2020 წელს საქართველოს პარლამენტში ვიხილოთ საკმაოდ სოლიდური პროცენტით! უფრო ზუსტად, ეს ნამდვილად მოულოდნელი იქნება საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილისთვის, რომელმაც არ იცის, რა ხდება “ღრმად” და “გირჩს” ირონიულად, ცალყბად უყურებს, ხოლო იმ მცირე ნაწილისთვის, რომელსაც წილად გვხვდა “ბედნიერება”, უფრო ახლოდან გავცნობოდით “გირჩის” დახურულ ჯგუფს სოციალურ ქსელებში და გვესაუბრა სტუდენტების იმ საკმაოდ სოლიდურ ნაწილთან, რომელიც “ჯაფარას სექტის” უფრო და უფრო “ზომბირებული” წევრი ხდება, ასეთი შედეგი სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელია.

“პლანი”, ანუ კანაფი, ანუ მარიხუანა რომ არის ახალგაზრდა “ჯაფარისტების” მიზიდულობის ძირითადი ცენტრი, ამას ზედმეტი მტკიცებაც არ სჭირდება, თუმცა, მოგეხსენებათ, არსებობს კიდევ ერთი არანაკლებ მაცდუნებელიგირჩობა” _ სამშობლოსათვის ჯარში სამსახურისგან თავის არიდება!

აი, ამ ძალიანვაჟკაცურიდაპირებით, “გირჩიუამრავ ყმაწვილს იზიდავს თავის რიგებში და მერეუფასო პლანისზეგავლენით ათასგვარ სულელურ აზრს უნერგავს თავში.

ჯარში წასვლისთვის თავის არიდება რომ ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში დანაშაულებრივი ქმედებაა, ამას დიდი განხილვა და მტკიცება არ სჭირდება. თუმცა “გირჩელებს” საოცარი “გაპრავება” აქვთ მათი ამ დანაშაულებრივი ქმედებისა _ “ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ახალგაზრდა ბიჭები მიჰყავთ და საპატიმრო ადგილებში ეგრეთ წოდებულ ვიშკებზე აყენებენ, ეს ხომ რეალურად ჯარი და არმია არ არის!” ამ აზრს ავრცელებენ “გირჩის” ლიდერები და ათასნაირად ცდილობენ, ირონიულ ტონებში დახატონ ქართულ ჯარში სამსახური. ახალგაზრდებიც, აღტყინებული ხბოებივით კვერს უკრავენ და მიდის საყოველთაო ხალისი იმაზე, რაც რეალურად სახელმწიფოს არსებობის საფუძველთა საფუძველია!

თურმე ეს “ვაჟკაცი” ტიპები მხოლოდ იმიტომ არ მიდიან ჯარში, რომ “ვიშკებზე დგომა” არ უნდათ, თორემ “ნადვილ ჯარში” სულ სირბილ-სირბილით წავიდოდნენ და ვერავინ დააკავებდა. ჯერ ერთი, არავის საქმე არ არის, ჯარისკაცს უფროსობა “ვიშკაზე” დააყენებს თუ სანგარში ჩააწვენს. შენს სამშობლოს როგორც სჭირდება და როგორც იმ კონკრეტულ მომენტში არის საჭირო, ისე უნდა ემსახურო! და მეორეც: თუ, დავუშვათ, ჯარში სამსახურის არსებული სისტემა შესაცვლელია, ამას, “დაბოლებითა” და ჯარისგან დამალვით კი არა, კანონიერ ფარგლებში და შესაბამისი სამართლებრივი მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ.

მაგრამ ეს მაშინ, როდესაც მართლაც რამე არ მოგვწონს და რაღაცის შეცვლა გვინდა. გირჩისრეალური მიზანი კი, უბრალოდ, პარლამენტში მოხვედრაა, თორემ სინამდვილეში სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართული ჯარიც, ქართული ეკონომიკაც და მთელი საქართველოც!

პარლამენტში მოხვედრის გზით გარკვეული ბერკეტების ხელში ჩაგდება და ამით საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის შექმნა სულაც არ არის ზურაბ ჯაფარიძისთვის “ახალი ხილი”, მან ეს ნაცების დროს უკვე გააკეთა და ახლა ამის გამეორება სურს.

აკი, ამბობს კიდევაც ღიად და დაუფარავად. “მიშას დროს ხმას იმიტომ არ ვიღებდი არაფერზე, სიტყვა რომ მეთქვა, დედას მიტირებდნენ, უკანალში ჯოხს გამირჭობდნენ. რა, თქვენ გგონიათ, მომერიდება ამის აღიარება და ვერ ვიტყვი ღიად?” _ წერს დახურულ ჯგუფში ჯაფარიძე და ხბოსავით აღტყინებული ახალგაზრდები გამეტებით უკრავენ ტაშს: “რა კაი ტიპია, ჯაფარა, ზოგიერთვით თავის მართლებას კი არ იწყებს, პირდაპირ ამბობს ყველაფერსო!”

“ჯაფარა” იმასაც ამბობს, რომ მიშას დროს, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არც ერთი სხვა პარტია არ იყო ფინანსურად გამართული და იმიტომაც “შეეტენა” მათ, რომ მატერიალური სარგებელი მიეღო და, ასე ვთქვათ, “პურის ფული” ჰქონოდა. აი, ამასაც ღიად და ალალად ამბობს ჯაფარა და ხბოსავით აღტყინებული სტუდენტები ისევ და ისევ მოხიბლული არიან ამ გამოცხადებული და თვითაღიარებული ყვარყვარეთი!

მართლაც და, რა ხდება? მსოფლმხედველობა დაუმახინჯეს ამ ბავშვებს და ტვინი ამოუტრიალეს თუ რას ნიშნავს ის, როდესაც ახალგაზრდა ბიჭს ან გოგოს ხიბლავს, როდესაც ადამიანი ღიად აცხადებს ყვარყვარე ვარ, ნაძირალა ვარ და ნაგავი ვარო?!

თუ არადა, აბა, მიპასუხეთ: რა ჰქვია ადამიანს, რომელიც ხმას არ იღებს და გატრუნული ზის, როდესაც მის თანამემამულეებს აწამებენ, ცემენ, ასახიჩრებენ ხოცავენ? კი, ბატონო, მესმის, რომ შეეშინდა, მაგრამ მერე ამის ასე ხმამაღლა გამოცხადება _ მაშინ მეშინოდა, ჩასვრილი ვიყავი და ხმის ამოღებას ვერ ვბდევადი იმიტომ, რომ კურდღელი ვარო _ რა, მოდაა?!

ან რა თავმოსაწონებელია, როდესაც ადამიანი ამბობს: ჩემთვის მთავარი ჩემი მატერიალური გამორჩენა იყო და არ ჰქონდა მმნიშვნელობა ვისგან მივიღებდი ამას _ მანიაკებისგან, მკვლელებისგან თუ მხეცებისგანო?!

და, რაც მთავარია, კიდევ და კიდევ ვუსვამ ხაზს: რანაირი ფსიქიკა და მენტალიტეტია, როდესაცალალად თქმაყოფილა თურმე აღფრთოვანების საბაბი, ანუ, თუკი ადამიანი ალალად იტყვის, ნაგავი და ნეხვი ვარო, ამ ადამიანს თურმე არჩევნებში ხმა უნდა მივცეთ და მხარი დავუჭიროთ, რადგან მან ეს თავისინეხვობაალალად აღიარა?!

ნუ გეღიმებათ! და თუ მაინცდამაინც გაღიმება გსურთ, მონახეთ ახლობელი, რომელიც დარეგისტრირებულია “გირჩის” საიდუმლო “ფეისბუკ”-ჯგუფში და მისი მეშვეობით დაათვალიერეთ ეს გვერდი. დამერწმუნეთ, სამუდამოდ გაღიმებული დარჩებით!

კლასიკური გაიძვერას, სახელმწიფოს დანგრევის მოსურნის, სისხლის სამართლის დამნაშავე ლიდერის _ “ჯაფარას” სექტა და ამ სექტაში მოხვდერილი, პლანისგან ტვინდაბოლილი, თვალებგაბრწყინებული, ვითომ “თავისუფალი”, ყველაფერზე აგდებულად და ირონიული ტონით მოსაუბრე ბავშვები…

ბავშვები, რომელბიც 2020 წლის არჩევნებზე მივლენ და სრულიად შეგნებულად მისცემენ ხმას თავიანთი სექტის ლიდერს _ “ალალ ჯაფარას”…

ეს რომ ძალიან დიდი საფთხეა ქვეყნისთვის, ამაში, ახლა თუ არა, ორიოდ წელიწადში უკვე დარწმუნდებით. დასკვნისთვის კი, მინდა, კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო, თუ რაოდენ დადამბლავებული აქვთ გონება “ალალი ჯაფარას” სექტის მიმდევრებს.

“ნაციონალურ მოძრაობასთან კი იყო 2010-დან 2012 წალმდე ჯაფარა, მაგრამ მას პირადად არაფერი დაუშავებია, ძმაო! ნაციონალები კი აშავებდნენ და კლავდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ ხალხს, მაგრამ პირადად ჯაფარა ამაში არ იყო გარეული. ის ახლა ალალად ამბობს, რომ ეს იყო ნაციონალების მხრიდან ძალიან ცუდი საქციელი”, _ აი, ასეთი “გაპრავება” ლამის ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მეორდება “გირჩის” ჯგუფში.

ჰო, გასაგებია, შენს ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს კლავენ, აწამებენ, ცხოვრებას უნგრევენ და შენ, მთავარია, პირადად არ მიიღო ამაში მონაწილეობა, თორემ მწამებლების წიაღში კარიერის გაკეთება და მატერიალურ მოგებაზე “ჩალიჩი” მისაღებია თურმე. მთავარია, მოგვიანებით “ალალად” აღიარო. ისე, ჯაფაროსნებო”, ეგრე პირადად, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ახალაიასა და ბოკერიას გარდა, მგონი, არც არავის მიუღია მონაწილეობა მაგ ამბებში და რა გამოდის? მთელი დანარჩენი ბობოლა ნაცებიგაპრავებულია”?!

კარგი, თუ ამაზე გიჭირთ პასუხის გაცემა, სანამ “ატხადნიაკი” არ დაგეწყებათ, მაშინ უბრალოდ გეტყვით, რომ, როდესაც მე თქვენხელა ვიყავი, სკოლაში ერთ საბავშვო ლექსს ასწვალიდნენ, რომლის სიუჟეტი ასეთი იყო: ეზოში ვიღაცამ ონკანი დატოვა მოშვებული. წყალი იღვრება, ეზოში კი რეზო და სხვა ბავშვები თამაშობენ და აზრადაც არ მოსდით, მივიდნენ და დაკეტონ ონკანი… ეს ლექსი ასე მთავრდებოდა: “პატარები ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან… ხომ არაფერს აშავებენ? მაინც დანაშაულია!”

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. უღმესი მადლობა სტატიის ავტორს. ღმერთმა ამრავლოს თქვენნაირი გონიერი ჟურნალისტები. მადლობა. მართლა სინამდვილეს ლაპარაკობთ და ამ ელექტრონული გაზეთის ავტორებს დიდი მადლობა, გულს უხარია ამ ტვინდაწრეტილ სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში რომ ხართ და ანათებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here