მთავარი დაიჯესტი “აკრძალული ხილი”

“აკრძალული ხილი”

ამერიკელ ახალგაზრდებში სოციალისტური იდეებისადმი მხარდაჭერა განუხრელად მატულობს

655
გააზიარეთ
ალექსანდრია ოკასიო-ორტესი

ახალგაზრდა ამერიკელების თითქმის ნახევარს სოციალისტურ ქვეყანაში ცხოვრება სურს. ამაზე მიუთითებს კომპანია Harris Pollის სპეციალისტების მიერ აშშის მოქალაქეებს შორის ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები.

კვლევაში მონაწილეობდნენ 1985 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეები. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკელ ახალგაზრდებს შორის მოიმატა ინტერესმა მემარცხენე იდეების მიმართ. მაგალითად, რესპონდენტთა 49,6%-მა დადებითად უპასუხა შეკითხვას _ “ისურვებდით თუ არა სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრებას?”. გამოკითხვა ჩატარდა 1985 წელს (ე.წ. მილენიალები) და 1995 წელს (“თაობა ძ”) დაბადებულ ახალგაზრდებს შორის.

გამოკითხული ამერიკელების 73,2%-ს მიაჩნია, რომ მთავრობამ მოქალაქეებს უნდა გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება, 67% კი მხარს უჭერს უფასო უმაღლესი განათლების იდეას.

შესადარებლად: 2017 წელს ჩატარებულმა ანალოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რაოდენობა იმ ახალგაზრდებისა, რომლებსაც სოციალისტურ ეპოქაში სურდათ ცხოვრება, გაცილებით ნაკლები იყო (44%).

ახალი დემოკრატები

პოლიტიკოსებს სწრაფი რეაქცია ჰქონდათ სოციალიზმით გატაცებული ამერიკელების რაოდენობის მომატებაზე. ისეთმა პოლიტიკოსებმა, როგორიც არის ვერმონტის შტატის სენატორი დემოკრატიული პარტიიდან _ ბერნი სანდერსი, რომელმაც ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, და კონგრესმენმა ნიუ-იორკიდან _ ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა, თავიანთ თავს დემოკრატი სოციალისტები უწოდეს. მათ საჯაროდ დაიწყეს სოციალიზმისადმი სიმპათიის გამოხატვა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here