მთავარი დაიჯესტი ათონის მთის რამდენიმე მონასტერში უკრაინის “ახალი ეკლესიის” დელეგაციას მოლოცვის უფლება არ მისცეს

ათონის მთის რამდენიმე მონასტერში უკრაინის “ახალი ეკლესიის” დელეგაციას მოლოცვის უფლება არ მისცეს

1030
გააზიარეთ
ათონი

ათონის წმინდა მთის რამდენიმე მონასტერმა უარი განაცხადა უკრაინისახალი ეკლესიისდელეგაციის მიღებაზე, _ იუწყება გამოცემა Strana.ua.

გამოცემის მონაცემებით, წმინდა პანტელეიმონის სახელობის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ევგენიმ უკრაინის “ახალი ეკლესიის” დელეგაციას ტაძარში შესვლის ნება არ დართო. სიმონ-პეტრეს მონასტერში კი მათ მხოლოდ წმინდანთა ნაწილების შეხების უფლება მისცეს და მოლოცვაზე უარი უთხრეს. ზოგრაფის მონასტერმა კი, საერთოდ, კარანტინი გამოაცხადა.

რამდენიმე ხნის წინათ სტამბოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა განკარგულება გასცა, უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს მოელოცათ  წმინდა მთის ყველა სავანე. ისინი უკვე იყვნენ ქსენოფონტის, პანტოკრატორისა და ვატოპედიის მონასტრებში.

ათონის წმინდა მთა _ ეს არის ნახევარკუნძული საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, განსაკუთრებული თვითმმართველობითი ადმინისტრაციული ერთეული საბერძნეთის სახელმწიფოში, რომელიც მართლმადიდებელი სამყაროს მთავარი სალოცავი ადგილია, სადაც შენარჩუნებულია ძველი მონასტრული წყობა.

ათონის “სამონასტრო რესპუბლიკა” იურიდიულად კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) საპატრიარქოს მიეკუთვნება. ამის მიუხედავად, მას, ფაქტობრივად, აქვს სრული ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა.

2018 წლის დეკემბერში კიევში უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და პატრიარქ ბართოლომეოსის ინიციატივით ჩატარდა ე.წ. გამაერთიანებელი კრება, შედეგად აირჩიეს ახალი “ავტოკეფალიური ეკლესიის” მეთაური _ ეპიფანე (დუმენკო). 6 იანვარს კიევმა მიიღო ავტოკეფალიის ტიმოსი. დოკუმენტი ზღუდავს ახალშექმნილ სტრუქტურას და მას დამოუკიდებელს ხდის კონსტანტინეპოლზე. ბევრმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ასეთ “ავტოკეფალიას” სიცარიელე უწოდა, ტომისის ხელმოწერას კი _ ტრაგიკული მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here