მთავარი პოლიტიკა ათასობით ქართული ოჯახი დემოკრატიისა და ლიბერალიზმის სახელით ულუკმაპუროდ დატოვეს

ათასობით ქართული ოჯახი დემოკრატიისა და ლიბერალიზმის სახელით ულუკმაპუროდ დატოვეს

601
გააზიარეთ
ათასობით ქართული ოჯახი დემოკრატიისა და ლიბერალიზმის სახელით ულუკმაპუროდ დატოვეს

ძალიან უცნაურ დროში ვცხოვრობთ _ ყველაფერში ორმაგი სტანდარტები გვაქვს და საინტერესოა, რომ ეს ორმაგი სტანდარტი არამხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, არამედ ხელისუფლების მიდგომაცაა. ბოლო მაგალითი ავიღოთ _ .. თბილისი პრაიდის წარმომადგენლებმა 14 ივნისს აქცია გამართეს და იქვე კონტრაქციაც მოეწყო. სამართალდამცავებმა კონტრაქციის 28 წევრი დააკავეს და მიზეზად ის დასახელდა, რომ აგრესიულად იქცეოდნენ. აგრესიაში იგულისხმეს ის, რომ კონტრაქციის წარმომადგენლებმათბილისი პრაიდისაქციის მონაწილეებს თურმე სამი თითის კომბინაცია უჩვენეს, რასაც აგრესია დაარქვეს. ჰოდა, ამ დროს ტელევიზიების პირდაპირ ეთერში ვინმე ნატა ფერაძემ ორივე ხელი შემართა თავს ზემოთ და კონტრაქციის წარმომადგენლებს ანალოგიური ჟესტი უჩვენა, მაგრამ არავის დაუკავებია. საზოგადოდ, ვერც იმას ვხვდებით, რატომ დაერქვა 30 ადამიანის ქუჩაში გამოსვლას აქცია და რამდენიმე ათასი კაცის გამოსვლას _ კონტრაქცია

შესაძლოა, კონკრეტულად ეს ამასთან არაფერ შუაშია, მაგრამ ორმაგ სტანდარტთან აშკარად კავშირშია. ისრაელის პოლიციამ იქ მცხოვრები ქართველები დააკავა და მათ დეპორტაციას ეტაპობრივად ახორციელებს. სამწუხაროდ, ქართველთა უმრავლესობა იქ ლუკმაპურის საშოვნელად არის წასული და უსაბუთოდ მუშაობს. ჰოდა, ამ ადამიანებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დაესხა ადგილობრივი პოლიცია და დამნაშავეებივით დააპატიმრა. შემდეგ ცხოველებივით შეყარა ერთ ოთახში (და ამაზე ემიგრანტები თვითონ წერდნენ, რომ მათ ცხოველებივით ექცეოდნენ), არ მისცეს წყალი, საკვები, არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და საქართველოში კი არ გამოუშვეს, გამოყარეს.

ანალოგიური რამ მოხდა გერმანიაშიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გერმანელებმა წყალი არ დაამადლეს ჩვენს ემიგრანტებსსაფრანგეთიდანაც ჩამოვიდა რეისი, რომელმაც გამოძევებული ქართველები ჩამოიყვანაავსტრია, ესპანეთი, საბერძნეთიპრაქტიკულად არ დარჩა ევროპული ქვეყანა, რომელმაც ქართველებზე ნადირობის სეზონი არ გამოაცხადა დანადავლისაქართველოში არ გამოამგზავრა. ახლა იმაზე საუბარი, რომ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია და რომ არა საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის განცხადებები, საქართველო უსაფრთხოა და ყველა არალეგალი გამოუშვითო,- არაფრის მომცემია. ჯერ ერთი, აფრიკელი არალეგალებით სავსეა მთელი ევროპა და მათ არავინ ეხება; მეორეც _ ევროპელებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ქართველები იქ ლუკმაპურისთვის არიან და საქართველოში დაბრუნების შემდეგ შიმშილი და უმუშევრობა ელით.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამჯერად ერთადერთი ქვეყანა რუსეთია, რომელსაც ქართველების დეპორტაცია არ მოუხდენია. ეს მაშინ, როცა რეალურად, ყველაზე მეტი ქართველი სწორედ რუსეთში ცხოვრობს. შესაბამისად, ყველაზე მეტი არალეგალიც სწორედ ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ლიდერებმა არ მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრის ან პრეზიდენტის განცხადება, ძალიან ცდება. მაშ, რა მოხდა? რატომ არის, რომ რუსეთმა, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს, არ დაიწყო ქართველების დეპორტაცია?

სხვათა შორის, როცა ევროპიდან ქართველ ემიგრანტთა გამოძევების პროცესი დაიწყო, ევროპული ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ამ ნაბიჯით მათ ქვეყანაში ადგილობრივებს სამუშაო ადგილები შეუქმნეს, ანუ, სადაც მუშაობდნენ ქართველები, იქ იმუშავებენ ადგილობრივები, რაც რეალურად ზღაპარია. ჯერ ერთი, ქართველები, პრაქტიკულად, მათხოვრულ ხელფასზე მუშაობენ და ისეთი სამსახურები აქვთ, რომელსაც ევროპელები არ კადრულობენ, ამიტომ, დიდი ალბათობით, ქართველების ადგილს აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი არალეგალები დაიკავებენ. რაც შეეხება რუსეთს, როგორ გგონიათ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი განებივრებულია სამუშაო ადგილებით და მილიონამდე ქართველს იმიტომ ინახავს, რომ თავისი მოქალაქეები ასი პროცენტით დასაქმებული ჰყავს? ხომ ყველამ ვიცით, რომ რეალობა სხვაა და რუსეთს იმაზე მეტად უდგას უმუშევრობის პრობლემა, ვიდრე საფრანგეთს, ისრაელს, ესპანეთს, გერმანიას, ავსტრიას…

საქმე ის არის, რომ რუსებს რეალობის აღქმა არ დაუკარგავთ და ზუსტად იციან, აქ ადამიანებს არ დახვდებათ სამსახურები და არ ექნებათ ხელგაშლილი ცხოვრება. რეალობის აღქმა არც ევროპაში აქვთ დაკარგული, მაგრამ ახლა ასე აძლევთ ხელს და თან მიზეზიც აქვთ, ლიბერალური დამოკიდებულების რადიკალურად შეცვლა ქართველების მიმართ რომ გაამართლონ _ ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს და რატომ არ უნდა დავიჯეროთო. ჰოდა, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის სახელით, ერთ კვირაში ათასობით ქართული ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა და თან ევროპაში დაბრუნების პერსპექტივის გარეშე. სულ ცოტა, სამი წელი გამოძევებულებს ვერც ვიზალიბერალიზაცია უშველის და ვერც ევროკავშირთან თბილი და ტკბილი დამოკიდებულება, ისინი ბებერ კონტინენტზე ვეღარ შევლენ. რაღა რჩებათ? ის, რომ ისინიც რუსეთში წავიდნენ და იქ იპოვონ თავშესაფარი, სარჩო და საბადებელი. შესაბამისად, ისინიც მიხვდებიან, რომ რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა მხოლოდ პოლიტიკოსთა თავებში იხარშება და ერი სხვაგვარად ფიქრობს.

სათვალავიც კი აგვერია, მერამდენედ ვითხოვთ იმას, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც გამოავლენს ქვეყნის განვითარების რომელი მიმართულება სურს ერს. თავის მართლება იმით, რომ რეფერენდუმის გასამართავად თურმე ფული არ არის, ძალიან არასერიოზულია, რადგან ახლახან გაირკვა, რომ უცხოურ ვოიაჟებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა და საჯარო მოხელეებმა, საერთო ჯამში, 78 მილიონი დახარჯეს. ეს მხოლოდ გასული წლის განმავლობაში და მოდი, გავაჩეროთ ქუჩაში პირველი შემხვედრი 50, გნებავთ _ 100 კაცი და რომელი გაიხსენებს მაღალჩინოსნებისა და დეპუტატების ერთ სასარგებლო ვიზიტს მაინც, ისეთს, რომელიც ქვეყანას წაადგა და მოსახლეობას დაამახსოვრდა. ჩვენი აზრით, ვერც ერთი, ანუ ასი პროცენტით იქნება პასუხი, რომ არც ერთი ვიზიტი არ ახსოვთ. წყალშია გადაყრილი ის თანხები, რომლებიც დახარჯულია (და პროცენტულად ყველაზე მეტი, სწორედ ამ ვიზიტებზე მოდის) ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თხოვნით ჩატარებულ ვიზიტებზე, ამ ორგანიზაციებში შესვლის თაობაზე ჩატარებულ ფორუმებზე _ ყველაფერზე, რაც კონკრეტულად ამ ორ საკითხს უკავშირდება. ეს იმიტომ, რომ გასაგებად ამბობენ, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება უახლოეს ათ წელიწადში არ იგეგმება და ამას იმეორებენ, კარგა ხანია. არავინ არის იმის გარანტორი, რომ ათი წლის შემდეგ, იმავეს არ გაიმეორებენ და ნატოევროკავშირის პერსპექტივას კიდევ ათი წლით არ გადაწევენ. რეფერენდუმის ჩატარებას კი 15-16 მილიონი ლარი სჭირდებასამაგიეროდ, ზუსტად გვეცოდინება, რა უნდა მოსახლეობას და ხმასაც არავინ ამოიღებს, _ ქვეყანა ამ მიმართულებით რატომ მიდისო?!

ისე, თუ გახსოვთ, უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთ-ერთი პირველი რაც განაცხადა, სწორედ რეფერენდუმის ჩატარება იყო იმის გასარკვევად, რა სურდა უკრაინის მოსახლეობას. ეს თემა ზელენსკის უკვე აღარ უხსენებია და ეჭვი გვაქვს, აღარც ახსენებს, რადგან მას გასაგებად უთხრეს, რომ მოსახლეობამ, შესაძლოა, უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის უტოპიურ ოცნებაზე და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მოითხოვოს. ანუ, იქაც ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც საქართველოში, მოსახლეობა თითქოს სხვა რამეს ითხოვს, მაგრამ დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან: ეგ არ გჭირდებათ, დაგვიჯერეთო.

ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამისკენ მივყავართ: ევროპა და ამერიკა უსიტყვო მორჩილებას გვთხოვენ და ესმით მხოლოდ ის, რისი გაგებაც სურთ და რაც აძლევთ ხელს. მათ არ აინტერესებთ, რა სჭირდება რეალურად საქართველოს, იშიმშილებენ თუ არა იქიდან გამოძევებული მოქალაქეების ოჯახები, იშოვიან თუ არა ყოველდღიურ სარჩოს შვილებისთვის _ მთავარი მხოლოდ ის არის, რომ ხმის ჩახლეჩამდე ვლანძღოთ რუსეთი და მაღალი ტრიბუნიდან ოკუპანტი ვეძახოთ. მერე რა, რომ ეს ლანძღვა უკვე მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე მოდის, ხალხის ხმას ადგილობრივები არ ისმენენ და სხვებმა რატომ უნდა შეისმინონ?! იმაშიც ხომ დარწმუნებული ხართ, რომ რუსეთის მხარეს ჩვენი თუნდაც ათი არალეგალი რომ გამოეძევებინა ქვეყნიდან, რა ამბავი ატყდებოდა, როგორ ვუჩივლებდით რუსებს სტრასბურგში, როგორ გულზე მჯიღის ცემით ვიტყოდით, რომ მტერი მტრულად გვექცევა. ახლა კი რუსეთი არავის ახსოვს, იმიტომ, რომ ხომ არ იტყვიან: კარგად მოიქცა, ქართული ინტერესი გაატარაო.

სწორედ ამიტომ ისევ ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ გამონახოს სახსრები, გამოიჩინოს კეთილი ნება და ჩაატაროს რეფერენდუმი ერთადერთი კითხვით _ როგორი საგარეო კურსი სურს საქართველოს მოსახლეობას? ხომ ვუმტკიცებთ მსოფლიოს, რომ ევროპა და ამერიკა გვინდა?! ჰოდა, რა პრობლემაა! გააოფიციალურეთ და სახეზე ააფარეთ ნებისმიერს, ვინც ფიქრობს, რომ ხალხის აზრი სხვაგვარია.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ანტირუსული ისტერია სიკეთეს არ მოიტანს. სხვა სახელმწიფოს ლანძღვა პოლიტიკა არ არის, ეს საბავშვო ბაღის დონეა, თუ დღეს წავა “ოცნება”, მოვა “მიშას ჯალათობა”.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here