მთავარი მსოფლიო აზერბაიჯანი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები

აზერბაიჯანი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები

1537
გააზიარეთ
აზერბაიჯანი-საქართველო

აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები არ არის მხოლოდ გეოგრაფიულ სიახლოვესთან დაკავშირებული. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის „საერთო ბედი“. ორივე სახელმწიფო წლების განმავლობაში ერთი და იმავე მუქარის, ოკუპაციის ქვეშ იიყო მოქცეული, ორივე სახელმწიფო ერთი და იმავე იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა.

ისინი ახლო წარსულში ერთი და იმავე პოლიტიკურ-იდეოლოგიური სისტემის ნაწილი იყვნენ. მსგავსი პროცესებით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს დამოუკიდელობისთვის ბრძოლასთან ერთად ჰქონდათ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ორივე ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის ქვეშაა. მაგრამ, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, აზერბაიჯანი და საქართველო არ არის ცნობილი, როგორც დაძაბულობისკენ მიდრეკილი ქვეყანა. პირიქით, სურს ითანამშრომლოს და წვლილი შეიტანოს რეგიონალურ, საერთაშორისო სიმშვიდისთვის ბრძოლაში.

ახლო წარსულში არსებული აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ორ ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით განხორციელებული პროექტები იმსახურებს არა მხოლოდ ამ ორ ქვეყნის ინტერესს, არამედ გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ სატრანსპორტო პროექტებს აქვთ გლობალური მნიშვნელობა, როგორც შორეული აღმოსავლეთისა და ევროპის ყველაზე დასავლური წერტილების დამაკავშირებელ ტრანსნაციონალურ პროექტებს.

ორ სახელმწოფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა 1992 წლის 18 ნოემბერს. ამის შემდეგ კი, 1993 წლის 3 თებერვალს ქვეყნებს შორის არსებული სხვადასხვა მიმართულების მარეგულირებელი 18 ხელშეკრულება და შეთანხმება გაფორმდა. მათ შორის იყო: აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება. 1995 წლის თებერვალში ბაქოში საქართველოს საელჩო, 1996 წლის მარტში კი, თბილისში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა. ამის შემდეგ, ბათუმში გაიხსნა აზერბაიჯანის საკონსულო.

ზოგადად, 1996 წლის 8 მარტს თბილისში გაფორმდა „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების  შესახებ“ ხელშეკრულება, ასევე, 2004 წლის 4 მარტს აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო დეკლარაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის და უზრუნველყოფს სტრატეგიულ თანამშრომლობას. სულ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა 104 დოკუმენტს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ თამანშრომლობასთან დაკავშირებით მთავრობათა შორისი კომისია შეიქმნა, რომლის სხდომები  2004 წლის  11 ივნისს თბილისში, 2005 წლის 18 ივლისს გენჯაში, 2006 წლის 16 აგვისტოს ბათუმში, 2007 წლის 27 სექტემბერს ბაქოში, 2008 წლის 4 დეკემბერს თბილისში, 2010 წლის 23 ივლისს ბაქოში, 2011 წლის 20 დეკემბერს თბილისში გაიმართა.

ორ ქვეყანას ასევე ითანამშრომლებს სამმხრივ ფორმატში (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი). საგარეო საქმეთა მინისტრების და სახელმწიფო მეთაურების შეხვედრებთან ერთად, რეგულარულად ტარდება აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი. ამ შეხვედრების მეოთხე შეხვედრა ბათუმში, 2015 წლის 6 მარტს გაიმართა და ეს უკანასკნელი ჩატარდა 2017 წლის 17 თებერვალს სტამბულში. ეკონომიკურ თანამშრომლობას და თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ ფორუმებზე, საქართველოს ეკონომიკის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის შესახებ პრეზენტაციებს, ამ ქვეყნების ბიზნეს-საინვესტიციო შესაძლებლობებს, ორმხრივი შეხვედრები ბიზნესმენებს შორის.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ესენია: ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო – თბილისი – ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი – ყარსის რკინიგზა, TAP-ის, TANAP-ის პროექტები.

ცხრილი 1. აზერბაიჯანი -საქართველო საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 1000 აშშ დოლარით:

ქვეყნები 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016
საქართველო 406 750,5 542 202,8 454 891,4 461 382,1 624 810,2 700 660,2 650 466,3 623 437,9 433 947,2 394 888,6

ამ ცხრილში 2012 წლამდე ზრდა, ხოლო 2013 წლის შემდეგ გარკვეული ვარდნაა ასახული. ამის ერთერთი მიზეზი გლობალურ ეკონომიკაში მომხდარი კრიზისები და მათი რეგიონალური გავლენაა. აგრეთვე ნავთობის ფასის ვარდნის ასახვა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე.

აზერბაიჯანში ფუნქციონირებს 150-ზე მეტი ქართული კომპანია და დაახლოებით 300 აზერბაიჯანული კომპანიაა საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი დიდ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში და ამჟამად უდიდესი კაპიტალი აქვს დაბანდებული ამ ქვეყანაში. აზერბაიჯანულმა კომპანიებმა საქართველოში 7,700-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ტენდენცია შეინიშნება ორმხრივ გაძლიერებაზე. საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით აზერბაიჯანს უკავია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი სოციალური პროექტების მხარდამჭერია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ ეთნიკური სეპარატიზმის მიმართ მგრძნობიარე რეგიონში, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები ორ ქვეყანას შორის გადებული ხიდის როლს ასრულებენ.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ მრავალმხრივია, მას ახასიათებს სტრატეგიულობა და დადებითი დინამიკა. ამ დინამიკაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები. ქვეყნები   სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე (კერძოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე)  მხარს უჭერენ ერთმანეთს. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ამ ორ ქვეყნისთვის, არამედ შორეული აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე (პირობითად პეკინიდან ლონდონამდე) მთელი რიგი ქვეყნებისთვის. საქართველო და აზერბაიჯანი თავიანთი ურთიერთობების დინამიკის დაცვით დაეხმარებიან რეგიონალურ სიმშვედესა და თანამშრომლობას, ასევე განხორციელდება ახალი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.

არაზ ასლანლი, აბილხან ისაევი

აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here