Home სხვადასხვა დაიჯესტი აზერბაიჯანის რადიკალურმა ოპოზიციამ თბილისში დაიდო ბუდე, მიზანი: ფერადი რევოლუციის მოწყობა!

აზერბაიჯანის რადიკალურმა ოპოზიციამ თბილისში დაიდო ბუდე, მიზანი: ფერადი რევოლუციის მოწყობა!

948
აფგან მუხთარლი

2013 წელს, აზერბაიჯანის რადიკალურმა ოპოზიციამ თბილისში დაიდო ბუდე. მისი ლიდერები არიან: რუსტამ იბრაგიმბეკოვი, ელდარ ნამაზოვი და ალი ქერიმლი. მათი მიზანი, ფერადი რევილუციის მოწყობაა აზერბაიჯანში.

2016-ის მარტში, ოპოზიციის ლიდერი გეზილ ბაირამლი სამჯერ იყო თბილისში თავის აქტივისტებტან ერთად და ორ-ორი დღით რჩებოდა.

ისინი კაზახის მხრიდან შემოდიოდნენ და ზაქათალის გავლით ბრუნდებოდნენ უკან.

თბილისში ხვდებოდნენ დასავლელ ემისრებს, იღებდნენ ფულად სახსრებს, ინსტრუქციას და უკან ბრუნდებოდნენ აზერბაიჯანში.

ელდარ ნამაზოვთან ერთად, ცნობილი კრიტიკოსი და ალიევის შეურიგებელი ჟურნალისტი ქალი, მეხრიბან ვეზირიც იმყოფებოდა კონფერენციაზე, რომელიც 2016 წლის 9 მარტს დასრულდა, მაგრამ საქმიანი შეხვედრების გამო, პირველ აპრილამდე დარჩა თბილისში.

ასევე იმყოფებოდა არიფ გაჯილი და მესამედ ჩამოსული, პარტია „ოპორტუნისტების” აპარატის უფროსი, საბირა რუსტამხანლი სამირ ასადლი.

ხშირად, საკუთარი ავტომობილებით ჩამოდიოდნენ, პროამერიკული პარტია „რეალის” წევრებიც.

2016 წლის რეფერენდუმის წინ, ნათიკ ჯაფარლიმ, მიტინგებისა და პლაკატებისთვის, დიდი ფულადი თანხა გაანაღდა თბილისში.

ყველა ეს ოპოზიციონერი, თბილისში მცხოვრებ დაშგინ აგალაროვს ხვდებოდა, რომელიც გაეროს პასპორტით და იმუნიტეტით სარგებლობდა, მაგრამ აზერბაიჯანის შსს-მ ყველაფერი იღონა, რათა გაეუქმებინათ მისი პრივილეგიები, ხოლო ჩამოსულმა ოპოზიციონერებმა მიმართეს პრეზიდენტ მარგველაშვილს, რათა აგალაროვი არ გადაეცათ ალიევის მთავრობისთვის.

აგალაროვი კი, აქტიურად აგრზელებდა ალიევის წინაარმდეგ გაჩაღებულ კამპანიას.

აფგან მუხთარლი კარგად არის ცნობილი აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა წრეში, მაგრამ არ არის ჟურნალისტი.

ის, სკანდალური ჟურნალისტის, ხაჯიჯი ისმაილოვას მცველი იყო.

მუხთარლი, ისმაილოვას დაპატიმრებისთანავე თბილისში გამოიქცა ზაქათალის ტყეების გამოვლით და ფრიდომ ჰაუსთან, ჰუმან რაით უოჩთან და ენდიაის დაქირავებულ და ყოფილ ნაციონალთან, თარხნიშვილთან თანამშრომლობდა.

თბილისში შეირთო რევოლუციონერი ცოლი – ყოფილი ჟურნალისტი და მუსავატების პარტიის ყოფილი პრეს-ცენტრის უფროსი ლეილა მუსტაფაევა, იგივე ლეილა ილგარი.

ასევე, ბაქოდან გამოქცეული თბილისში, სადაც მიიღო ცხოვრების უფლება, როგორც ჯიპას სტუდენტი.

მათ გვერდით აღმოჩნდა ილგარ ვალიევი.

2016 წელს,ეს ფსევდო-ჟურნალისტი ვალიევი, აგდამის რაიონ, სოფელ ჩირაგლისის საფრონტო ზონაში აღმოჩნდა, სადაც ფოტოგადაღება აუკრძალეს და ადამიანის უფლებების დარღვევებზე დაიწყო განცხადებების კეთება, რაც კარგად აიტაცა ხაჯიჯა ისმაილოვმა და თბილისში, მუხთარლისთან გადმოიყვანა, რომ მას ფულით დახმარებოდა და ბერლინის „tv მეიდანში” გაეგზავნა კურსებზე.

ბერლინის შემდეგ, ვალიევი თბილისში დაბრუნდა და მუშაობა, რევობიქტივში, „tv-მეიდანში” დაიწყო მუშაობა.

ყველა ოპოზიციონერი ჩერდებოდა loft Hostel-ში, რომლის მეპატრონეც გახლავთ ზარიფა გულიევა-შამიევა, 36 წლის და მისი მეუღლე, 26 წლის ტურალ გურბანოვია.

სწორედ ტურალი ხვდება ხვდება ჩამოსულ ოპზიციონერებს და ზარიფას ჰოსტელში მიყავს.

ამ სასტუმროს მცხოვრებია, აზერბაიჯანის ყოფილი პროკურორი ვიდადი ისკენდერი, რომელიც გაუჩინარებულად ითვლებოდა ბაქოში.

ის ცდილობს ჩამოაყალიბოს უფლებადამცველთა ორგანიზაცია „კავკასიის თავისუფლების ცენტრი”, რომლის ანალოგიაც არსებობს ამსტერდამში და მისი დამაარსებელი გახლავთ აზერ რემიზოგლუ.

ბოცვაძის ქუჩაზე ცხოვრობს ზამირა აბასოვა,მინგეჩაურიდან და ამერიკულ ორგანიზაცია „იმეჯინ-კონფლიქტების ტრანსფორმაციაში” მოღვაწეობს.

ის, არამარტო კრიტიკულად, არამედ მტრულად განწყობილია ალიევის მიმართ.

პეტრიაშვილზე ცხოვრობენ: 10 ამერიკელი და აზერები – ოპერატორი ელვინ ალიევი და ფერგანა ნოვრუზოვა,რომლებიც გეგმავენ გახსნილ ფრონტს ბაქოსთან.

ცნობილი ექიმი და კლინიკა „ლანცეტის” მფლობელი ფარმან ჯეირანოვი,რომელიც დაბადებულია საგარეჯოში და თბილისში 2013-ში ჩამოვიდა. მიიღო რა მოქალაქეობა, ის შევიდა მეჭიაურის პარტიაში და იქიდან ცდილობდა საქართველოს პარლამენტში მოხვედრას.

სწორედ ჯეირანოვია „tv-მეიდანის”-ს პატრონი.

P.S ეს ყველაფერი კი თქვენთვის, განსასჯელად დავწერე, რომ ცრუ წარმოდგენები არ გქონდეთ და მიხვდეთ თუ რა ხდება ჩვენი დედაქალაქიდან, დამეგობრებული აზერბაიჯანის მიმართულებით და, რაში ჭირდება ჩვენ ქვეყანას ხალხის ამოდგომა, ან ზედმეტი და არასაჭირო სტატუსების წერა.

გია შარაშენიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here