Home ახალი ამბები მსოფლიო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუსლიმი ბავშვების საბავშვო ბაღების დახურვა მოითხოვა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუსლიმი ბავშვების საბავშვო ბაღების დახურვა მოითხოვა

816
სებასტიან კურცი

მინისტრ სებასტიან კურცის ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია გაზეთმაკურიერმაგაავრცელა.

“საბავშვო ბაღებმა სკოლებისთვის უნდა მოამზადოს ბავშვები, რომლებსაც შეეძლებათ გერმანულ ენაზე ლაპარაკი. ე.წ. მუსლიმური საბავშვო ბაღები კი განსხვავდება ეთნიკური და ენობრივი პრინციპით. ისინი ჩვენ არ გვჭირდება. მუსლიმური საბავშვო ბაღები ჩვენთან არ უნდა იყოს”, _ განაცხადა კურცმა გაზეთის მიერ ორგანიზებულ სადისკუსიო კლუბში გამოსვლისას. მან დასძინა, ასეთი დაწესებულებები იზოლირებულია საზოგადოებისგან კულტურული და ენობრივი კუთხით.

ამჟამინდელი მონაცემებით, ვენაში 10 ათასამდე ბავშვი დაჰყავთ სხვადასხვა მუსლიმურ საბავშვო ბაღში. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანული ენის ცოდნის მოთხოვნის გამკაცრება მოითხოვა ამ დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებისა და აღმზრდელების მიმართ.

ცნობისთვის: 2016 წლის ივლისში ავსტრიის უმაღლესმა სასამართლომ ფარანჯის ტარების გამო თანამშრომელი ქალის დათხოვნა სწორად ცნო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here