Home ახალი ამბები მსოფლიო ავსტრიაში კანცლერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

ავსტრიაში კანცლერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

48

ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის, 9 პირისა და 3 ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას, რომ ტაბლოიდის მიერ სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის მთავრობის ფული კორუფციულ გარიგებაში გამოიყენეს.

ბრალდებების თანახმად, 2016-დან 2018 წლამდე “ფინანსთა სამინისტროს რესურსი გამოიყენებოდა ნაწილობრივ მანიპულაციური გამოკითხვის დასაფინანსებლად, რომელიც ემსახურებოდა პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს”. ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც სებასტიან კურცი “ავსტრიის სახალხო პარტიის” ლიდერი გახდა, პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა და კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა.

ახლა კი თავის დროზე ევროპული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული ავსტრიის ახალგაზრდა კანცლერი პოსტიდან გადადგა. მას პატომრობა ემუქრება. ავსტრიის ფედერალური კანცლერის პოსტი ალექსანდრე შალენბერგმა დაიკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here