მთავარი მსოფლიო ავსტრიას დიდი ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნა არ მოსწონს

ავსტრიას დიდი ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნა არ მოსწონს

2035
გააზიარეთ
კარინ კნაისლი

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ავსტრიაში მრავალგზის უსაყვედურა ვენას, რომ უარს ამბობს, გააძევოს რუსი დიპლომატები სკრიპალების საქმის გამო, _ განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა.

მინისტრის თქმით, ბრიტანეთის დიპმისიის ხელმძღვანელი აიძულებდა ავსტრიის ხელისუფლებას, განეხორციელებინა კონკრეტული ღონისძიებები. მან დასძინა, რომ ფედერალურ კანცლერ სებასტიან კურცთან შეთანხმებით, ვენა რუს დიპლომატებს არ გააძევებს. ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული მოსკოვის მიერ მოსალოდნელი კონტრზომების შესაძლო საფრთხესთან. “კრიტიკულ მომენტში არ უნდა გადავკეტოთ დიალოგის საწარმოებელი არხები”, _ დაასკვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

1 COMMENT

  1. ავსტრია ყოველთვის საღად აზროვნებს.
    ბისმარმის სამშობლო იმედია მცდარ ნააბიჯებს
    არ გადადგამს. და მერე, რუსეთმა თუ გადაუკეტა
    ევროპის ქვეყნებს გასაღების ბაზარი ეკ. კრიზისი
    მერე ნახონ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here