Home ახალი ამბები მსოფლიო ავიაკატასტროფა მოსკოვში – თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

ავიაკატასტროფა მოსკოვში – თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

2182

დომოდედოვოდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, კატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები ლაინერის ჩამოვარდნის ადგილზე უკვე მივიდნენ.

თვითმფრინავი „სარატოვის ავიახაზებს“ ეკუთვნოდა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here