Home რუბრიკები საზოგადოება ადამიანი ბიოგრაფიის გარეშე

ადამიანი ბიოგრაფიის გარეშე

3802
მამუკა მდინარაძე

ადამიანი ბიოგრაფიის გარეშე” _ ასე დაახასიათა ერთერთმა ექსპერტმა ამას წინათ საპარლამენტო ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და იქვე დასძინა: პოლიტიკურ ბიოგრაფიას ვგულისხმობ, თორემ, რომ ადვოკატობდა, ეგ ყველამ ვიცითო. მართლაც, მდინარაძე ისე მოხვდა კარაბლია ნა ბალ”, დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც უჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ მერემოიხოდადა კოლეგებს ზემოდან გადმოხედა.

ესეც არ იკმარა, კოლეგებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი და გადამწყვეტი როლი ითამაშესადამიანი ბიოგრაფიის გარეშესპარლამენტში მოხვედრაში, ლაგმის ამოდება დაუპირა, სიტყვის თქმა აუკრძალა და თითი დაუქნია. სწორედ ამის გამო ატყდა ერთი ამბავი უმრავლესობის უმრავლესობაში და ისე ჩანს, უკან დახევას არცუბიოგრაფიოხალხი აპირებს და არც ბიოგრაფიანები დათმობენ პოზიციას.

სანამ პარლამენტში ძალები გადანაწილდება და “დაჩმორებულ-დამჩმორებლების” ვინაობა გაირკვევა, მამუკა მდინარაძე ტელევიზიით გამოვიდა და მიღწევებზე ისაუბრა:

“დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და უამრავი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პროგრესისაკენ და მთავარია, რომ სიღარიბიდან ასეულობით ადამიანი ამოვიდა. ერთ დღეში არაფერი არ წყდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ერთ დღეში, ეს ასე ვერ იქნება”.

მართალი ხარ, მამუკა, ასობით ადამიანმა მართლაც დააღწია სიღარიბეს თავი. მხოლოდ თავდაცვის მინისტრი რად ღირს, ნახევარ მილიონზე მეტი რომ აქვს ხელფასად აღებული და140-ზე მეტჯერ _ პრემიადანამატი. ამოისუნთქა კაცმაზუსტად ისე, როგორც შენ, პარლამენტარის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ნახატები რომ გაჩუქეს ასი ათასი ლარის და მანამდე რომ არ გჩუქნიდნენ. რას გიშლის, ეგდოს სახლში, დაგჭირდება _ გაყიდი და თანაც ყველას ხომ პატარა კომპლექსი გაქვთ ბიძინაობის და მართალია, მის ნახატებს ვერ შეედრება, მაგრამ მაინც.

ისე, ერთი სიანტერესო ტენდენციაა: თუ თანამდებობის პირთა დეკლარაციებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მათზე არანაკლებ ანაზღაურებას მათი მეუღლეები იღებენ, რომლებსაც უცებ აღმოაჩნდათ ნიჭი და ისეთ ადგილებზე მუშაობენ, ადრე ოცნებაც რომ არ შეეძლოთ. ჰო, ოცნება, მაგრამ მოვიდა “ოცნება” და… ადამიანებმა ბიოგრაფიის გარეშე შრომის წიგნაკები პირდაპირ მაღალ თანამდებობებზე გახსნეს.

ხანდახან მართლა მგონია, რომ “კოლექტიური მდინარაძეები” სხვა სამყაროში ცხოვრობენ, სხვა საქართველოში, რომელიც არ ვიცით, სად არის, ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. იმ საქართველოში არ იღვიძებენ ესენი, რომელშიც ოჯახებს პურის ფული უჭირთ და ნაგავში იქექებიან, სადაც კამერების წინ ამბობენ მშობლები, რომ მათ შვილებს შიათ და, რომ დააპურონ, მეზობლებთან უშვებენ, თვითონ კი მშივრები რჩებიან. მაგრამ “კოლექტიურმა მდინარაძეებმა” იციან, რომ ახლა გაზაფხულია, ახლა თავის გატანა იოლია, რადგან მინდორში ათასნაირი ფხალეულობაა, სარჩოს მოიპოვებენ ოჯახები, სულ ცოტა, აგვისტომდე “იბალახებენ” და დიდი ხანია, ისედაც ხომ დამსგავსებული ვართ “საბალახოდ მიშვებულ” ნახირს…

სხვათა შორის, ევროპასა და ამერიკაში დაწესებულია საჯარო მოხელის ხელფასის ოდენობის ნორმა მინიმალურ ხელფასთან შედარებით. ევროპაში ეს არის 1/15-თან, ანუ საჯარო მოხელეს შეიძლება ჰქონდეს მინიმალურ ხელფასზე 15-ჯერ მეტი ანაზღაურება. ამაზე მეტი არ შეიძლება. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 1/300-ს აღწევს. “კოლექტიურ მდინარაძეებს” რაც შეეხება, გეტყვით, რომ მაგალითისთვის (ეს სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდანაა, ჩვენი მოგონილი არ გეგონოთ) “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ხელმძღვანელ სულხან ზუმბურიძის ხელფასი 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს. ეს საჯარო სექტორში “რეკორდული” მაჩვენებელია. სულხან ზუმბურიძეს სააქციო საზოგადოების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2007 წლის დეკემბრიდან უკავია. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მისი წლიური ანაზღაურება 2016 წელს 326 603 ლარს შეადგენდა. მისი მეუღლე ქეთი რეხვიაშვილი მთავარი სპეციალისტია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, სადაც მან 2017 წელს 92 848 ლარის ოდენობის ხელფასი მიიღო, ანუ, საშუალოდ, თვეში 7 737 ლარი. შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, ე.ი. თვეში 6900 ლარი, პრემიერმინისტრის შრომის ანაზღაურება კი 2017 წელს 51 000 ლარი იყო, ანუ თვეში 4250 ლარი, ხოლო პენსიონერების პენსია ისევ 180 ლარია თვეში.

სიმართლე გითხრათ, იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება გაკეთილშობილდებოდა, იმის მიუხედავად, რომ პენსიების მომატება არ გაითვალისწინა მიმდინარე და მომავალ წელს, იმას მაინც იზამდა, რომ პრემია-დანამატებსა და წარმომადგენლობით ხარჯებს შეამცირებდა, ხოლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მეტს დახარჯავდა, მაგრამ მიმდინარე წელს მთავრობის მთავარი ინიციატივა შავი ჯიპებიდან თეთრებზე გადაჯდომაა. ავტოპარკის განახლება ყველა სტრუქტურას მილიონობით ლარი დაუჯდება და ეს მაშინ, როცა უფასო სასადილოებში უზარმაზარი რიგებია და კვების რაციონიც დღითიდღე უარესდება. დიახ, უარესდება, რადგან ყველა ამბობს, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება შემცირდა. უფასო სასადილოებს ვინ ჩივის, კვების რაციონი საბავშვო ბაღებშიც შეიკვეცა.

ჰოდა, ჩვენი შვილების ხარჯზე, ჩვენი ბაბუებისა და ბებიების ხარჯზე, “ადამიანები ბიოგრაფიის გარეშე” კარიერას იქმნიან, ასიათასებს ოფიციალურად იჯიბავენ და მერე ამბობენ: ასობით მოქალაქემ სიღარიბე დაძლიაო. ირონიაა თუ ცინიზმი ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით, მაგრამ… არ გეწყინოთ, ბატონებო, რასაც გეტყვით… თუმცა, ახია ჩვენზე, ახი!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here