Home სხვადასხვა დაიჯესტი Эспресо: კიევის ცენტრში 54-ე მექანიზებული ბრიგადის დაზვერვის უფროსი მოკლეს

Эспресо: კიევის ცენტრში 54-ე მექანიზებული ბრიგადის დაზვერვის უფროსი მოკლეს

692
სერგეი ოლეინიკი

სერგეი ოლეინიკი მოკლეს კონფლიქტისას, რომელიც მოხდა მეტროპოლიტენის სადგუროქროს კარიბჭესთან”, კიევის ცენტრში.

კამათი ატყდა იმის გამო, რომ ოლეინიკის შვილი მეტროპოლიტენის სადგურის შესასვლელთან ხმამაღლა უკრავდა სინთეზატორზე. ერთ გამვლელს ეს არ მოეწონა და მუსიკოსს შენიშვნა მისცა. შვილს მამა გამოესარჩლა. სწორედ ამ მომენტში ვიღაც უცნობი ოლეინიკს თავს დაესხა და დანით რამდენჯერმე დაჭრა. მზვერავი შვილის თვალწინ გარდაიცვალა. თავდამსხმელი მეზობლად მდებარე სახლის სადარბაზოში დაიმალა. იქვე დააპატიმრეს.

ოლეინიკი 15 წელიწადზე მეტ ხანს სათავეში ედგა უკრაინელი მიგრანტების პროფესიულ კავშირს, ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ ვეტერანთა პროფკავშირულ ორგანიზაციას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here