მთავარი პოლიტიკა Чемодан, вокзал, Варшава…

Чемодан, вокзал, Варшава…

1050
გააზიარეთ
კარიკატურა

მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მარადიული სირცხვილი _ მიხეილ სააკაშვილი, თმით ათრია უკრაინულმა სპეცრაზმმა და საქვეყნოდ გათახსირებული კიევიდან ვარშავაში მიაბრძანა, ქართულ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გაისმასახელმწიფოებრივად მოაზროვნექართველპოლიტოლოგექსპერტთათუ ფეისბუქმომხმარებელმამულიშვილთაკომენტარები, რომ ამ ფაქტის ამსახველი კადრები, რომლებმაც მსოფლიოს ტელევიზიები მოიარა, თურმე, ნუ იტყვით და, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, შეურაცხყოფა და, შესაბამისად, ქართველთა ეროვნული ღირსების შელახვა ყოფილა, რადგან მიშიკო, როგორიც უნდა იყოს, 9 წლის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტი იყო და, აქედან გამომდინარე, სასაცილოც არაფერიაო.

ასე შეფარვით გვამუნათებენ მათ, ვინც სახელმწიფოებრივადვერ ვაზროვნებთდა ამიტომშეუგნებლადვიცინით.

ჩამოთვლილი ბრალდება-კომენტარებიდან მხოლოდ ერთს ვეთანხმები და ისიც ნაწილობრივ _ მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო მართლაც არაფერია, ბოლო ნაცურ 9 წელიწადს პლუს 5 ქოცური (მათზე ქვემოთ და საგანგებოდ), ანუ, ჯამში, 14 წელიწადია, ჩვენ, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, მაინც ვიცინით, ოღონდ სახელმწიფოებრივად შეუგნებლად კი არ ვმხიარულობთ, არამედ სრულიად შეგნებული, სახელმწიფოებრივად გააზრებული (თუ ასე შეიძლება ითქვას) სიცილით, რადგან ე.წ. სიმწრის ღიმილიც არსებობს, სიცილიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხარხარიც, რომელიც ნებისმიერ ტირილზე უფრო მტკივნეულია…

“ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა”, _ მართალი ბრძანა დავით გურამიშვილმა (სხვათა შორის, უკრაინაში გადახვეწილმა), მაგრამ ეს ოხერი მწარე რომ არ გათავდა და ტკბილის ჯერი არა და არ მოვიდა?..

ქვემოთ, ქრონოლოგიურად შეგახსენებთ იმ მოვლენებსა თუ ფაქტებს, რომლებიც თავის დროზე შეიქნა მიზეზი ქართველი საზოგადოების სიმწრის ღიმილის, სიცილისა თუ ხარხარისა:

* 2008 წლის აგვისტოს ომი და ჯერ ავლაბრის სასახლეში საკუთარი ჰალსტუხის მლოღვნელი პრეზიდენტი და შემდეგ გორში მიწაზე მფორთხავი მთავარსარდალი მიშა სააკაშვილი.

აქედან გამომდინარე, მისი მშიშარა კურდღელის იმიჯის დასანგრევად დადგმული სპექტაკლი განმუხურში, სადაც მთვრალ რუს პოლკოვნიკსა და მის ბატალიონს, როგორც “უშიში, ვითარ უხორცო”, ისე ერკინება მთავარსარდალი. ერკინება და “ამარცხებს” კიდეც, სინამდვილეში მხდალი, ცინგლიანი მიშიკო;

* საქართველოს პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შედეგად საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსული ტანკების უხმაუროდ გასვლა და სააკაშვილის ტრაბახის გამო, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია მეორე ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს ჩემი ინსტრუქტაჟის მიხედვით ესაუბრებოდაო _ მეორე დღესვე იმ ტანკების გრუხუნით დაბრუნება სოფელ პერევში და რუსული ბლოკპოსტის ხელახალი აღდგენა;

* გორში სტალინის მონუმენტის შუაღამით ქურდულად დემონტაჟი და, დღისით მზისით, ქუთაისში დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალის ვანდალურად აფეთქება, რომელსაც უდანაშაულო დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა, რაც გარკვეულ წილად შურისძიების აქტიც იყო რუსების მიმართ _ სტალინის ძეგლის აფეთქბაზე ხომ კატეგორიული უარი მიიღეს რუსი გენერლისგან და სამამულო ომიც ხომ ჩვენი, ქართველთა, ომი არ იყო, სადაც ასი ათასობით ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ…

ეს, რაც შეეხება შედარებით შორეულ წარსულს და ახლა უახლოეს წარსულსა და, რა თქმა უნდა, აწმყოზე:

* ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავე არათუ გადმოსცა უკრაინამ ქართულ მართლმსაჯულებას, პირიქით _ მას ჯერ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა, უბოძა რა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა და შემდეგ ოდესის გუბერნატორად დანიშნა ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე მიხეილ სააკაშვილი.

სად იყვნენ მაშინ ის “სახელმწიფოებრივად” მოაზროვნენი, რომლებიც დღეს გულში მჯიღს იცემენ და აქეთ გვამუნათებენ?

რა, ხსენებული ფაქტები არ არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეურაცხყოფა და ქართველი ერის ღირსების შელახვა?

ან რა შეიძლება ვუწოდოთ ყოფილი პრეზიდენტის თავგადასავლებს უკრაინაში?

სახურავზე კარლსონივით ამძვრალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამსახველი კადრები, რომელმაც მსოფლიო მოიარა, საქართველოს სირცხვილი არ იყო?

ან იმას რა დავარქვათ, რომ ცოტა ხნის წინათ, სანამ პოროშენკო სააკაშვილს სწყალობდა, უკრაინის პრეზიდენტის მიმართ “რუსთავი 2” (წაიკითხე, სრულიად ნაცბანდა) ქება-დიდებით იღვრებოდა, ახლა კი იმავე ტელევიზიიდან მხოლოდ ლანძღვა-გინება ისმის?!

ახლახან ამ ზონდერტელევიზიის დირექტორმა, “ტურფა” ნიკა გვარამიამ უკრაინის პრეზიდენტს კორუფციაში ჩაფლული ოლიგარქი უწოდა, ხოლო კრეტინ სააკაშვილს _ გენიოსი, რომელიც 60-მილიონიან უკრაინას თითისტარივით ატრიალებს და, დღეს თუ არა ხვალ მაინც, დაამხობს პრეზიდენტ პოროშენკოსო…

ეკა კვესიტაძის ბოლო “განსხვავებულ აქცენტებში” რესპონდენტმა სააკაშვილმა აშკარად ვერ მოზომა და სანდრო გირგვლიანის ხსენებაზე, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, “გველის კაჭრობა” დაემართა. მიშიკომ ისტერიკულად შეჰკივლა: აღარ უნდა დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი, ქვეყანა თავზე დაგენგრათ (დააკვირდით, დაგენგრათ და არა დაგვენგრა _ დ.მ.) და რაღა დროს სანდრო გირგვლიანიაო?!

ამ შეკივლებით ნაპრეზიდენტალმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაამტკიცა, რომ გირგვლიანების ტრაგედია ყოველთვის, უკაცრავად და, ფეხებზე ეკიდა.

ეს ერთი და მეორე _ ისე დასჭყივლა შეშინებულ ეკა კვესიტაძეს, რომ, როგორც კახეთში იტყოდნენ, მთელმა დინგი-დუნიამ გაიგო, მიხეილ სააკაშვილი, ჩვეულებრივი რესპონდენტი კი არა, ამ ზონდერტელევიზიის მამა-მარჩენალია და ნიკა გვარამიას მიერ საპირისპიროს მტკიცება, სააკაშვილს “რუსთავი 2” მხოლოდ, როგორც რესპონდენტს, ისე განიხილავსო, კიდევ ერთი ღიმილის მომგვრელია…

მიხეილ ნაპრეზიდენტალის პოლონეთში უხეში ფორმით დეპორტაციით უკმაყოფილოები, პარალელს ნიურნბერგის პროცესზე გასამართლებულ ნაცისტ დამნაშავეებთანაც ავლებენ პათოსით _ რა, მიხეილ სააკაშვილი ჰერმან გერინგზე, ერნსტ კალტენბრუნერსა და ა.შ. სხვა ნაცისტებზე მეტი დამნაშავეა, რომ ისინი ცივილიზებული ფორმით დააპატიმრეს და გაასამართლეს, მიშიკო კი თმით ითრიესო?!

ამ “რკინისებურ არგუმენტს” სრულიად მარტივად გავაბათილებთ:

მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტებმა კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული, მათი უმრავლესობა მამაცი ადამიანი იყო და, სააკაშვილისგან განსხვავებით, რესტორნის ტუალეტიდან კი არ ცდილობდა გაქცევას, თავს იკლავდა ციანიდით ან ნებაყოფლობით ბარდებოდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სამხედრო ხელისუფლებებს.

ეს ისე _ ცნობისთვის და, სიმწრის კი არა, ერთხელ მაინც ლაღი ღიმილის მოსაგვრელად.

სააკაშვილი

სააკაშვილი, თავისი საქციელიდან გამომდინარე, არც პრეზიდენტობისას ტოვებდა ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ საქართველოდან გაქცევის (დიახ, გაქცევის) შემდეგ, რომ იტყვიან, სულ აუშვა აფრები. მისი დღევანდელი საქციელიდან გამომდინარე, ვრწმუნდები, რომ ხელისუფლებაში ყოფნა, ძალაუფლება ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია და მიშა სააკაშვილი ამჟამად, სამედიცინო ენაზე თუ ვიტყვით, მწვავე აბსტინენციაშია, ხოლო უფრო გასაგებად, ნარკომანების ენაზე _ მიშუტკალომკაშია”.

თვითონ განსაჯეთ, პრეზიდენტები კი არა, მირონცხებული მეფეები ვერ აძლევდნენ თავს იმის უფლებას, რასაც ეს შიზოიდი იქმოდა დაუფარავად.

მის ჰარამხანებზე, კოკაინით ცელქობაზე და .. ათასი ჭორი დადიოდა, რაც, როგორც წესი, ხშირად სიმართლეს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე სიცრუეს.

ბათუმი, ხომ საერთოდ ცალკე თემაა. კი, ბატონო, ააშენა, გააშენა, მაგრამ არა ხალხისთვის, არამედ საკუთარი თავის გასართობად. ბათუმი ერთგვარი ძვირფასი ალმასი, მოელვარე ბრილიანტი იყო, რომელიც ბრელოკივით ედო ჯიბეში პრეზიდენტყოფილს.

ავლაბრის სასახლე? როგორც იტყვიან, უკომენტაროდ…

ადრეც და ახლაც ბევრისგან მსმენია: რა უნდა, რატომ არ ისვენებს, ფულის მეტი რა აქვს, წავიდეს, დრო გაატაროსო და ა.შ.

არა, ბატონებო!

მას ზუსტად ის არ აქვს, რაც ყველაფერზე ძალიან სურს _ ნარკოტიკი, სახელად ძალაუფლება, რომლის დასაბრუნებლადაც იყო მიმართული ყველა მისი ქმედება, დღიდან საქართველოდან წასვლისა.

სააკაშვილისგან არ გამოვიდა ქართველი ჩე გევარა. გამოვიდა მხოლოდ სახურავის ბინადარი კარლსონი, ანუ პოლონეთში დეპორტაციის შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა, დიდი ალბათობით, სამარცხვინოდ დასრულდა.

დიახ, მისთვის სამარცხვინოდ, რადგან სააკაშვილი, თმით ითრიონ კი არა, ვირზე უკუღმა შესმული რომ ატარონ ქუჩა-ქუჩა, სახელმწიფოებრივად შემრცხვება კი არა, იმდენი სისხლი და ცრემლი მოუტანა ჩვენს სამშობლოს მისმა 9-წლიანმა, მანიაკურ-სადისტურმა რეჟიმმა, რომ ნერვიც არ შემიტოკდება.

სააკაშვილის გამო, ერთადერთი, რისიც უნდა გვრცხვენოდეს ქართველებს, იმის გაცნობიერებაა, როგორ წამოგვისკუპეს პრეზიდენტად ასეთი ქართველთმოძულე მანიაკი და, თუ წამოგვისკუპეს, 9 წლის განმავლობაში როგორ ვითმენდით მის პრეზიდენტობას.

ზემოთ ქოცებზე ვთქვი _ ქვემოთ და საგანგებოდ მეთქი:

სიმწრით მეცინება იმაზე, რომ უკრაინიდან გაძევებული მიშა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას დიდი დაჟინებით არ ითხოვს ქოცების ხელისუფლება.

რატომ? _ ამ კითხვის პასუხის პოვნა მკითხველისთვის მიგვინდვია…

დავით მხეიძე

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here