Home სხვადასხვა დაიჯესტი РИА Новости: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იაცენიუკს დაპატიმრებით დაემუქრა

РИА Новости: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იაცენიუკს დაპატიმრებით დაემუქრა

853
იაცენუკი

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი სისხლის სამართალში არის მისაცემი. ამის დამადასტურებელი საბუთები აქვს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.

გასული კვირის პარასკევს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ინტერპოლს გაუგზავნა მასალები იაცენიუკზე ძებნის გამოსაცხადებლად. მიმართვის ასლის მიღების შემდეგ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა ინტერპოლის ადგილობრივ ბიუროს მისწერა, რომ იაცენიუკის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი.

საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ მათ განკარგულებაშია მასალები, რომლებიც ადასტურებს იაცენიუკის მონაწილეობას მინიმუმ ორ შეიარაღებულ შეტაკებაში 1994 წლის 31 დეკემბერს გროზნოს მინუტკას მოედანზე, ასევე, 1995 წლის თებერვალში. ამას გარდა, იგი 1995 წლის 7 იანვარს მონაწილეობდა რუსეთის დატყვევებული სამხედრო მოსამსახურეების დახვრეტაში გროზნოს ოქტომბრის რაიონში.

ესენტუკის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა იაცენიუკს, რომელსაც ბრალად ედებოდა ბანდიტიზმი. 21 თებერვლიდან მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის _ ალექსანდრე ბასტრიკინის თქმით, გამოძიების მასალებით დგინდება, რომ იაცენიუკი დამსჯელი რაზმების: “არგოსა” და “ვიკინგის” შემადგენლობაში რუსეთის სამხედროებს ჩეჩნეთში ებრძოდა 1994-95 წლების განმავლობაში, როცა იქ კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here