Home ახალი ამბები მსოფლიო Риа Новости: მედიცინის მუშაკმა 84 პაციენტი მოკლა

Риа Новости: მედიცინის მუშაკმა 84 პაციენტი მოკლა

790
მსჯავრდებული

40 წლის ნილს X- ბრალად ედება გერმანიის ოლდენბურგისა და დელმენჰორსტის კლინიკებში 84 ადამიანის მკვლელობა. 2005 წელს მას კოლეგამ ფაქტზე წაასწრო. ნიშანდობლივია, რომ ნილსმა 84 ადამიანის მკვლელობა მას შემდეგ აღიარა, როცა უკვე მხილებული იყო 6 პაციენტის მკვლელობაში და მისჯილი ჰქონდა უვადო პატიმრობა.

პოლიციის მონაცემებით, იგი პაციენტებს ისეთ ინიექციებს უკეთებდა, რომლებიც გულის გაჩერებას იწვევდა. რამდენი ადამიანი გამოასალმა ამ გზით წუთისოფელს, ჯერ დადგენილი არ არის.

“მკვლელობათა თავიდან აცილება შესაძლებელი იყო”, _ განუცხადა ტელეარხ #24-ს პოლიციის უფროსმა იოჰან კუჰმემ და დასძინა, რომ კლინიკის ზოგიერთი თანამშრომელი უმოქმედობის ბრალდებით აუცილებლად წარდგება სასამართლოს წინაშე. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მის მიერ მოკვდინებული ადამიანების რაოდენობით ნილს X გერმანიის ისტორიაში გამოვლენილ სერიულ მკვლელთა შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here