Home სხვადასხვა დაიჯესტი РИА Новости: ევროპა აშშ-ის ცალმხრივ პოლიტიკას ემსხვერპლება, განაცხადა პროდიმ

РИА Новости: ევროპა აშშ-ის ცალმხრივ პოლიტიკას ემსხვერპლება, განაცხადა პროდიმ

866
რომანო პროდი

ამას აცხადებს საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის პრეზიდენტი, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი რომანო პროდი.

“ნამდვილად გაოცებული ვარ იმით, როგორ შეცვალა სანქციებმა ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან და როგორ დააზარალა ჩვენი თანამშრომლობა”, _ განაცხადა მან ვერონაში ევრაზიის ფორუმზე გამოსვლის დროს.

“ჩვენი საქონელბრუნვა 25 პროცენტით შემცირდა. ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა გარკვეული ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, საერთაშორისო ვაჭრობა საკმაოდ წარმატებულად ვითარდებოდა. განხორციელდა გარკვეული გადახვევა პოლიტიკური პოზიციებიდან და ჩვენი ქვეყნები უფრო მეტად იყურებიან აღმოსავლეთისკენ, ვიდრე დასავლეთისკენ”, _ დასძინა იტალიის ყოფილმა პრემიერმა.

იგი მიიჩნევს, რომ თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდება, იგი ხანგრძლივი ტენდენციიდან მუდმივმოქედ ტენდენციად ჩამოყალიბდება.

“რუსეთი აღმოსავლეთისკენ შებრუნდა და ეს მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ჩვენ, ევროპელები მსხვერპლნი იმ პოლიტიკის, რომლისთვისაც ხმა არ მიგვიცია”, _ ხაზი გაუსვა პროდიმ.

“ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ვერ დამყარდება თუ რუსეთი და აშშ საერთო ენას ვერ გამონახავენ. ეს არა მარტო საკმარისი, არამედ აუცილებელი პირობაა მშვიდობის დასამყარებლად”, _ აცხადებს იგი. აშშ-მა თავისი პოლიტიკა ისე წარმართა, რომ მან არათუ რაიმე დაკარგა სანქციების განხორციელების გამო, არამედ კიდეც მოიგო. “ჩვენ ამ პოლიტიკის შედეგად დავზარალდით… ევროპისა და რუსეთის ურთიერთდაცილება, რისთვისაც ამერიკა იღვწის მიმაჩნია ისეთ შეცდომად, რომელიც ისტორიულ პერსპექტივით სრულიად გაუგებარი და აუხსნელია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here