მთავარი დაიჯესტი Риа Новости: ევროკავშირის, სულ ცოტა, 10 ქვეყანას შეეხო მოწამლული კვერცხების საქმე

Риа Новости: ევროკავშირის, სულ ცოტა, 10 ქვეყანას შეეხო მოწამლული კვერცხების საქმე

658
გააზიარეთ
კვერცხი

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან, სულ ცოტა, 10 ჩათრეულია პროდუქტების კრიზისში, რომელიც დაკავშირებულია ევროპის მაღაზიებში ფოპრონილის ინსექტიციდით მოწამლული კვერცხების შეტანასთან.

“სავაჭრო ქსელიდან კვერცხების ამოღების შესახებ იუწყება ბელგია, ნიდერლანდის სამეფო, გერმანია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, დანია, სლოვაკეთი და რუმინეთი, აგრეთვე, შვეიცარია”, _ განაცხადა წყარომ ევროკომისიაში.

უფრო ადრე, დანიის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში გაიყიდა 20 ტონა მოწამლული კვერცხი. ხოლო დიდ ბრიტანეთში ჰოლანდიიდან შეიტანეს 700 ათასზე მეტი მოწამლული კვერცხი.

გამოძიების პროცესში ნიდერლანდების პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here