უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ყურად არ იღო გფრ–ის კანცლერ ოლაფ შოლცის თხოვნა, რუსეთთან კონფლიქტი მოლაპარაკებებით მოეგვარებინა, _ წერს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი.
“შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან მიუნხენში 19 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ბოლოჯერ შეეცადა, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დარეგულირება მოლაპარაკებების გზით მომხდარიყო. მან ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოსკენ სწრაფვაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი ფართო შეთანხმების მიხედვით რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ერთობლივი გარანტორები იქნებოდნენ”, _ წერს ამერიკული გამოცემა.
ზელენსკიმ მოისმინა შოლცის წინადადება და თქვა, რომ ნატოში უკრაინის ინტეგრაციის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა. ამ სიტყვებმა გერმანელი მაღალჩინოსნები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მშვიდობის შანსი ქრებოდა.
ura.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ