Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინაში პოროშენკოს უახლოესი გარემოცვის წევრების დაკავება დაიწყო

უკრაინაში პოროშენკოს უახლოესი გარემოცვის წევრების დაკავება დაიწყო

421
უკრაინაში პოროშენკოს უახლოესი გარემოცვის წევრების დაკავება დაიწყო

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე ოლეგ გლადკოვსკი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოს უახლოეს გარემოცვაში შედიოდა. იგი სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი, _ იუწყება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსამსახური.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამ განაცხადა, რომ, როგორც კი დაგროვდება საკმარისი ოდენობის მტკიცებულებები, უკრაინის ყოფილ ლიდერ პეტრე პოროშენკოს ბრალდებას წაუყენებენ ჩადენილ დანაშაულთა გამო. მისი აზრით, ეს მოხდება მაშინ, “როცა გამომძიებლები გადაწყვეტენ, რომ მტკიცებულებები საკმარისი რაოდენობით დაგროვდა, პროკურორები მათ დაეთანხმებიან, იტყვიან, რომ ვარაუდები დადასტურებულია, მაშინ, როცა ჩვენ წარმოგვიდგენენ მასალებს, რომლებიც გაიგზავნება უმაღლეს რადაში ხელშეუხებლობის მოსახსნელად”.

ამასთანავე, რიაბოშაპკამ უარი თქვა, პასუხი გაეცა შეკითხვაზე: კონკრეტულად როდის უნდა ველოდოთ ასეთ რეაქციას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here