Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპმა შეაქო პასტორი, რომელმაც განაცხადა, რომ გეები გარყვნილები და პედოფილიისკენ მიდრეკილი არიან

ტრამპმა შეაქო პასტორი, რომელმაც განაცხადა, რომ გეები გარყვნილები და პედოფილიისკენ მიდრეკილი არიან

1098
დონალდ ტრამპი და ბაბტისტური ეკლესიის პასტორი რობერტ ჯეფრისი

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBN-ისთვის რამდენიმე დღის წინათ მიცემულ ინტერვიუში კარგი ბიჭი უწოდა ქრისტიან პასტორს, რომელმაც განაცხადა, რომ გეები გაუკუღმართებული, დეგრადირებული გონებისა და პედოფილიისკენ მიდრეკილი არიან.

დალასის ბაპტისტური ეკლესიის პასტორი _ რობერტ ჯეფრისი, რომელიც ტრამპმა ინტერვიუში შეაქო, გეების მიმართ მწვავე კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი. მაგალითად, ცნობილია ჯეფრისის განცხადებები, რომ ჰომოსექსუალები პედოფილიისკენ მიდრეკილნი არიან.

“გეიაქტივისტები არც კი ცდილობენ, დამალონ, რომ ჰომოსექსუალობასა და პედოფილიას შორის კავშირი არსებობს… არსებობენ ისეთი გეებიც, რომლებიც საქორწინო წლოვანების შემცირებით ან მისი საერთოდ გაუქმების მოთხოვნით ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის სექსუალური კავშირის ლეგალიზებას ცდილობენ”, _ განაცხადა ჯეფრისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

“ბავშვებზე ჰომოსექსუალები თავდასხმის სიხშირე არაპროპორციულად მაღალია, ვიდრე ჰეტეროსესუალების, ამას ვერ უარყოფთ და ამის მიზეზი ნათელია: ჰომოსექსუალობა გაუკუღმართებაა, ის გამოხატავს პიროვნების გონების დეგრადაციას და, თუ პიროვნება ასე დაბლა დაეშვება და მას არ აქვს არანაირი შეზღუდვა ღვთის კანონისგან, მაშინ ვერც იტყვი, კიდევ რა ცოდვას ჩაიდენს”, _ ეს ფრაზაც პასტორ ჯეფრისს ეკუთვნის.

გეების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო პასტორ რობერტ ჯეფრისს რესპუბლიკური პარტიის ზომიერი წევრები ერიდებოდნენ, მაგრამ ტრამპი მასთან კავშირს და დადებით დამოკიდებულებას საჯაროდ გამოხატავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here