Home რუბრიკები პოლიტიკა რა, პავილიონისის ან პოზნერის ნათქვამი სიცრუეა?

რა, პავილიონისის ან პოზნერის ნათქვამი სიცრუეა?

288
ჟიგიმანტას პავილიონისი

ლევან ვასაძემ, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად მეტეორივით შემოიჭრა ქართულ პოლიტიკაში, ამ ნაბიჯის გადადგმის ახსნა ნამოხვანჰესის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სცადა. ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსობრივად განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნამოხვანჰესის ბიზნესპროექტს გაეცნო, მიმხვდარა, საქართველოს არანაირი სახელმწიფო სუვერენიტეტი აღარ აქვსო.

ვლადიმერ პოზნერი
ვლადიმერ პოზნერი

ვასაძის ნათქვამი ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, მხოლოდ დე იურე არსებობს, დე ფაქტო კი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული ფერის პატარალაქა.. კოლექტიური დასავლეთის მიერ ლიბერასტული იდეოლოგიით მართული ტერიტორიაა. ამგვარი თვალსაზრისი ახლა მისთვის რიტორიკული კითხვის დასმის უფლებას მაძლევს: რაო, ბატონო ლევან, რომ არა ნამოხვანჰესის აბსურდული და მოღალატური პროექტი, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო იყო?..

ახლა კი წერილის მთავარი თემის შესახებ.

სანამ ლიეტუველი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, ჟიგიმანტას პავილიონისის, ნათქვამზე გადავალ, მანამდე საქართველოს “დამოუკიდებლობის” დამადასტურებელ მორიგ აბსურდზე, ყველა ნორმალური ქართველისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტის შესახებ ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ნათელაშვილის ფანჩატურში რამდენიმეთვიანი კლოუნადის მონაწილეებს, საქართველოს პარლამენტში შესვლის პრეტენზიის მქონე პოლიტიკურ კლოუნებს, ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ _ პანდემიაც და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობაც. ესსაყოველთაო პროტესტიისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო _ პარლამენტში ერთიმეორის მიყოლებით ყველა პარტია შევიდა, გარეთ კი ისევ ქოცნაცების მიერ მერამდენედ მოტყუებული და აბუჩად აგდებული, მშიერი, აუცილებელ მედიკამენტებზე ხელმიუწვდომელი მოსახლეობა დარჩა. პარლამენტში ელემენტარული მიმატება გამრავლების გამოყენებით (გაყოფაგამოკლება, ნურას უკაცრავად) ქოცნაცები ფრაქციებად გადანაწილდნენ. “ხალხზე ზრუნვის” მსგავსი მაგალითები ადრეც გვინახავს, მაგრამ ამ ყველაფრის პოლიტიკური “პადხალიმაჟით” ასე ურცხვად “გამდიდრება”, რაზეც ახლა გეტყვით, არასოდეს.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ საქართველოს პარლამენტში, ფაქტობრივად, შარლ მიშელის სახელობის ფრაქცია შეიქმნა…

მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

“19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა 3 ივნისს პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შექმნა. ახალ ფრაქციას რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე იქნება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე. ფრაქციის სხვა წევრებს შორის ასევე არიან სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატები _გიორგი ვაშაძე და თეონა აქუბარდია; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე; “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი ტარიელ ნაკაიძე და “გირჩი-მეტი თავისუფლების” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე”, _ იუწყებოდა ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ხმა, თუნდაც სახელგატეხილ, მაგრამ მაინც ქართველ ქოც-ნაცებს კი არა, ვიღაც გადამთიელ შარლ მიშელს მისცა, რომლის რჩევა-დარიგებების მიხედვით უნდა მართოს ქვეყანა პარლამენტმა და მის მიერ დანიშნულმა მთავრობამ. რჩევებს, თუ ისინი ქვეყნის მოკეთე, თუნდაც უცხოელი პოლიტიკოსებისგან მოდის, ასე თუ ისე, კიდევ აიტანდა ქართველი საზოგადოება, მაგრამ შარლ მიშელის სახელობის ფრაქცია თუ რეფორმების ჯგუფი, უკვე მეტისმტია. ბატონ შარლს ბარემ ძეგლი დავუდგათ პარლამენტის ეზოში.

ცნობისთვის: შარლ მიშელი 2019 წლის 2 ივლისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე აირჩიეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა იმავე წლის 1 დეკემბრიდან და თანამდებობაზე დარჩება მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში.

ნიშანდობლივი და ფრიად დამაფიქრებელია (კოლექტიური დასავლეთისთვის, აშშ-ნატოსა და, ჭკუა რომ ჰქონდეთ, ქოც-ნაცებისთვისაც) ის, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტთა სამიტის წინ სულ უფრო აგრესიული ხდება ვლადიმერ პუტინის სამხედრო ძალისმიერი რიტორიკა. არ ვიცი, ვლადიმერ პუტინს იქნებ მართლა აქვს ჰიპნოზის (რაზეც სულ უფრო ხშირად და სერიოზულად საუბრობენ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის კულუარებში) _ მეტოქის მონუსხვის ნიჭი, ამას მოწმობს თუნდაც პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ჰელსინკში, რომლის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორი ზესახელმწიფოს პრეზიდენტები ძველი მეგობრებივით წარდგნენ ჟურნალისტების წინაშე. თუმცა ის, რომ ვლადიმერ პუტინი არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით უდავოდ უძლიერესი იმპერიის პრეზიდენტი და მთავარსარდალია, არამედ ნომერი პირველი პოლიტიკოსიც, ფაქტია. რატომ და როგორ? როგორც ერთმა ავტორიტეტულმა პოლიტოლოგმა შენიშნა, რუსეთის პრეზიდენტი საჯარო გამოსვლების წინ იმაზე კი არ ფიქრობს, რა უნდა თქვას, არამედ პირიქით _ რა არ უნდა თქვას. ამ ერთი შეხედვით მარტივი ფილოსოფიის წყალობით გახდა ის, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკოს-დიპლომატი, რომელთანაც ერთი-ერთზე საუბარს თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ერიდება.

ამერიკელებიც ყველანაირად ცდილობენ, ისეთი დღის წესრიგი შეათანხმონ რუსეთთან, რომ ბაიდენისა და პუტინის ერთი-ერთზე თუნდაც მცირე ხნით დარჩენის თეორიული ვარიანტიც გამოირიცხოს, რადგან ხანდაზმული ბაიდენი ლუკმად არ ეყოფა ვლადიმერ პუტინს, რომელთან შეხვედრისთვის ისე ამზადებენ აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, თითქოს, სახელმწიფო მეთაურების რანდევუზე კი არა, ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლველად გზავნიდნენ. ჯო ბაიდენის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პუტინთან ტეტტეტ შეხვედრაზე არანაკლებ (იქნებ უფრო მეტადაც) სახიფათოთამაშისჩაშლა მოხერხეს _ არ გაიმართება ორი პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია, რაც იგივე ერთიერთზე საუბარია, ოღონდ მოწმეთა (ჟურნალისტების) თანდასწრებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენის კარისგაფილტრულიჟურნალისტების გარდა ბრიფინგს სხვადასხვა ქვეყნისგაუფილტრავი” (რაც მხოლოდ რუსს არ ნიშნავს) ჟურნალისტებიც დაესწრებიან და მისტერ ჯოს უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. გაუგებარია, რატომ დათანხმდა პუტინის გუნდი ასეთ ფორმატს. პუტინისთვის უხერხული კითხვები არა მხოლოდ იმიტომ არ არსებობს, რომ იგი ჰიპნოზიორი და მაგარი პოლიტიკოსია, არამედ, უწინარესად, იმიტომ, რომ მის მხარესაა სიმართლე და ისევ ამერიკელთა მიერ დამკვიდრებული ორმაგი სტანდარტების გამო. რაზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები, ვერ წარმომიდგენია. ყირიმ-დონბას-ლუგანსკის თემა დახურულია; სოხუმ-ცხინვალის თემას კოსოვოს პრეცედენტი უმაგრებს ზურგს; ადამიანისა და ლგბტ თემის უფლებები რუსეთისთვის ერთი და იგივე არ არის და, საერთოდ, რუსეთის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, კოლექტიური დასავლეთის ლიბერასტული, ამორალური ღირებულებები თუ კანონები, უხეშად რომ ვთქვათ, რუსებს ფეხებზე ჰკიდიათ. რაც შეეხება ბედკრულ საქართველოს _ რა თქვა პავილიონისმა ისეთი, რომ “მამულზე გულდამწვარი” მამუკა მდინარაძე ისე აღაშფოთა, თვით საქართველოს “დაუძინებელი მტრის”, ვლადიმერ პოზნერის, ნათქვამთან გააიგივა?

თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ”, _ ლიეტუველი “მეგობრის” ნათქვამში ერთი არსებითი შეცდომა დავიჭირე _ ჩვენ კი არ ვკარგავთ, უკვე დავკარგეთ სოხუმ-ცხინვალი და, თუ ფართოდ დახუჭულ თვალებს გავახელთ და დახშულ ყურებს გამოვიფხეკთ, დავინახავთ და გავიგონებთ პუტინის პირდაპირ მუქარას, რომ უკრაინის ნატოში მიღებას არ დაუშვებს და, თუ მაინც გადადგამს აშშ ასეთ უგუნურ ნაბიჯს, რუსეთის არმიის საჰაერო კოსმოსური ძალები უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ პირველსავე საჰაერო “თავდაცვით” დანადგარს ზუსტი სარაკეტო ზალპით გაანადგურებს. ეს კი შეიძლება ნატო-რუსეთის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ასეთ უგუნურებას აშშ რომ არ ჩაიდენს, ამას სირიაში თურქეთის მიერ რუსული ავიაგამანადგურებლის აფეთქების შედეგებიც მოწმობს. რუსეთის ავაციამ ის ტერიტორია, საიდანაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თავის “მშვიდობიან” მოსახლეობასთან ერთად აღგავა პირისაგან მიწისა, ხოლო ბრიუსელში დახმარების სათხოვნელად ჩასულ ნატოს წევრ თურქეთის პრეზიდენტს კარისკენ მიუთითეს, _ თქვენი გულისთვის რუსეთთან ომს ვერ დავიწყებთო. ანალოგიური რამ იქნება უკრაინის შემთხვევაშიც, ოღონდაც ერთი “უმნიშვნელო” განსხვავებით _ უკრაინელებს ფულსა და იარაღს ბევრს მისცემენ. იანკებს რა ენაღვლებათ, ხოცონ მოძმე სლავებმა ერთმანეთი. ეგებ მოხდეს სასწაული და ამ ხოცვა-ჟლეტაში რუსეთი დაიშალოს. რაც შეეხება ვლადიმერ პოზნერს, მის შესახებ მდინარაძესთან ვაჟას ენით (“დღეს სტუმარია ის ჩემი”) საუბარი უაზრობად მიმაჩნია, ამიტომ მამუკას ჩემი ენით ვკითხავ: პოზნერს რომ არ ეთქვა ის, რაც აფხაზეთზე თქვა, აფხაზეთი დაბრუნდებოდა საქართველოს იურისდიქციაში? და მეორე _ წლების განმავლობაში, რაც ქოცნაცები ხელისუფლებაში ხართ, ერთი გონივრული ნაბიჯი მაინც თუ გადაგიდგამთ სოხუმცხინვალის დასაბრუნებლად? რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით საპატიო სტუმართა ე.წ. კონფლიქტის ზონასთან მიყვანას და სოლიდარობის ნიშნად “ნიანგის ცრემლების” ღვარღვარს. არაფერს ვიტყვი შარვლების ჩახდითა და უკანალების მოშიშვლებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად “გმირულ ბრძოლაზე”…

ამ დღეებში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, _ პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე რუსეთის გავლენებს აღვადგენო, რაც სსრკ-ის ახალი ფორმით აღდგენას არ ნიშნავს, ამიტომ წინამდებარე წერილს ერთი ქართული ანდაზით დავასრულებ: კოკავ (წაიკითხე, კიევო), შენ გეუბნები, ლიტრავ (წაიკითხე, თბილისო), გეყურებოდესო. სსრკ-ის დე ფაქტო აღდგენის გზაზე, მხოლოდ კიევი და თბილისია გაჩხერილი. რაც შეეხება სოხუმ-ცხინვალს _ სად, როგორ, ვისთან და როდის, ეს ცალკე თემაა, რომელზეც საუბარს სამომავლოდ ვაპირებ.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მუდმივად იმაზე, თუ რა საშუალებები არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური კუთხით ტერიტორიული გამთლიანების მისაღწევად, ოღონდ აქ არ გამოგვადგება არაკეთილმოსურნე პოზნერისა და არაკეთილმოსურნე პავილიონისის განცხადებების გათვალისწინება.
    მამულიშვილმა ქართველებმა ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ სულიერად და მატერიალურად. ეს გვიჩვენებს ტაძრისკენ მიმავალ გზას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here