Home რუბრიკები პოლიტიკა ნეოლიბერალების “ჯვაროსნული ლაშქრობა” მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და საქართველო

ნეოლიბერალების “ჯვაროსნული ლაშქრობა” მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და საქართველო

394
ნეოლიბერალების “ჯვაროსნული ლაშქრობა” მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და საქართველო

წინამდებარე წერილზე მუშაობის დაწყებამდე გადავხედე ჩემს ბოლო მასალასანგლოსაქსებმა ამერიკაში ლიბერალური დიქტატურა დაამყარეს”, და აღმოვაჩინე, რომ იმ წერილის მიზანი, ერთი შეხედვით, აშშის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, 4 წლის ემოციური (თუ ასე თქმა უპრიანია) მმართველობის შეფასებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მიმდინარე თუ მოსალოდნელი მოვლენების ცივი გონებით ანალიზსს

თავს იმით ვინუგეშებ, რომ ჩემი “ავი მუსაიფი”, ცივი გონებით იქნება ის დაწერილი თუ ცხელით, მსოფლიოში მიმდინარე თუ მოსალოდნელი პროცესებიდან გამომდინარე, ყოველთვის საქართველოს ეხება _ იმაზე ფიქრს, რა საფრთხეების შემცველია მსოფლიოს გეოპოლიტიური რეალობა ჩვენი სამშობლოსთვის.

ურაპატრიოტული ბრახაბრუხის გარეშე თუ ვიტყვით, საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის განმავლობაში, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელმა გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, უწყვეტად, სულ რაღაც, 120 წელიწადს (დავით აღმაშენებლიდან გიორგი ლაშამდე) იარსება, თანაც, “ავად თუ კარგად” კი არა, როგორც ილია მოსთქვამდა ლელთღუნიას პირით, არამედ მძლავრად, როდესაც ქართველთა მიერ შექმნილი კავკასიური იმპერია დარუბანდიდან ნიკოფსიამდე იყო გაშლილი, რომლის შიშითაც მთელი მცირე აზია ძრწოდა, ხოლოდ საქართველო საკუთარი აწმყოსა და მერმისის გამგებელი თვითონ იყო. მას შემდეგ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველოს სვე-ბედს ისლამური ირან-ოსმალეთის იმპერიები განაგებდნენ (რომელთა შემოტევებსაც ხმლით ვიგერიებდით), ხშირად კი ორ ვეშაპს შორის არსებულ მუდმივ მტრობას საჩვენოდ იყენებდნენ ჩვენი გმირი მეფენი, იმ სიბრძნით, რომელსაც დღეს ბალანსირების პოლიტიკა ჰქვია. საუკუნეთა განმავლობაში ამ დიპლომატიურ ეშმაკობასთან შერწყმული ვაჟკაცობით შევინარჩუნეთ მამული, ეროვნული თვითმყოფადობა და მართლმადიდებლობა, ანუ ქართველობა _ ეს ყოველივე ერთად და ცალ-ცალკე ერთარსება სამების დარი სიწმინდე იყო ისლამის ოკეანეში დასახრჩობად განწირული საქართველოსთვის.

“მამული, ენა, სარწმუნოება!”_ ეს სამი სიტყვა უაღრესად ტევად ეროვნულ იდეოლოგიად დაგვიტოვა დიდმა ილიამ ქართველებს და მისი დაცვა გვიანდერძა. ჩვენი ბრძენი მეფენი იშვიათად ქრისტიანული ევროპისკენაც აპარებდნენ უილაჯო მზერასუილაჯო მზერას, რადგან, დიდი მუხრანისა არ იყოს, როდესაც საქართველო სისხლისგან იცლებოდა, ციცას ეფერებოდა ლუი XIV. ანუ, ის დასავლთი, რომელიც დღეს რუსეთის წინააღმდეგ ძმობას გვეფიცება, მაგრამ კვალვაცციცას ეფერებასწორედ ამ ციცასსტრატეგიული ალერსისგამოა, რა ჭირიც გვჭირს ქართველებს

წინამდებარე წერილის შუალედური დასკვნისთვის, ოღონდ ამჯერად მცირე პერიფრაზით, ისევ დიდ ილიას უნდა მივმართო… დიდი ხანია, ჩვენი თავი, არც ავად და არც კარგად, ჩვენადვე აღარ გვეყუდნის

გეოპოლიტიკის მთავარი მოთამაშეები შეიცვალნენ, თორემ საქართველოს ბედი ახლაც სხვაგან _ დასავლეთსა (ვაშინგტონში) და ჩრდილოეთში (მოსკოვი) წყდება. ეს იყო და არის დღეს ყველაზე აქტუალური თემა თანამედროვე გეოპოლიტიკაში, რომელსაც აქტუალობა არც არასოდეს აკლდა, მაგრამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევამ ამ თემას მეტი სიმძაფრე შეჰმატა. უფრო ზუსტად, აშშ-ის პრეზიდენტის აგრესიულმა ადმინისტრაციამ, თორემ ჯო ბაიდენს, რომელსაც შვილების სახელები აღარ ახსოვს და ძილის მეტი არაფერი უნდა, ვინ რას ეკითხება, ბალი 10 შაურია თუ მეტი?!

ქვემოთ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობებზე და მასთან ასე თუ ისე დაკავშირებულ მოვლენებზე გვექნება საუბარი, რადგან დღეს ვაშინგტონსა და მოსკოვში არა მხოლოდ საქართველოს, სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი წყდება. მეტიც _ რადგან, 100%-ანი ალბათობით, რუსეთი უკან დახევას აღარ აპირებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს თეთრ სახლსა და წითელ კრემლში შეიძლება სრულიად მსოფლიოს ბედი გადაწყდეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთ რამეზე შევთანხმდეთ _ თანამედროვე მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი. არც “გუშინ” იყო ერთიანი, მაგრამ აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ გამყოფი ხაზი კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინა. აქედან გამომდინარე, დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ _ მსოფლიოს ორად გაყოფა ამ შემთხვევაში პირობითი ცნებაა, ამიტომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება უფრო ვრცლად გავშალოთ…

მაგალითად _ “ყველას მინუს ერთი, ანუ, ყველას მინუს რუსეთი”; კიდევ უფრო ზუსტად _”დასავლეთი (აშშ) აღმოსავლეთის (რუსეთი) წინააღმდეგ”. უზუსტესად, აი, რომ იტყვიან, “ათიანშიო” _ “ნეოლიბერალების “ჯვაროსნული ლაშქრობა” მართლმადიდებლობის წინააღმდეგ”, როგორც დავასათაურე კიდეც წინამდებარე წერილი.

ათეული წლებია, ნეოლიბერალიზმის მთავარი მტერი, მსოფლიოს ტოტალური ლგბტზაციის გზაზე გადაულახავი წინაღობა, უპირველესად, მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიაა. და ამ შინაარსის იმდენი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, რომ მხოლოდ მათი სათაურების ჩამოთვლას მთელი გაზეთი არ ეყოფა, მაგრამ, როგორც მსოფლიოში მიმდინარე ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ჩანს, ჯერჯერობით, მგონი, გვაჯობეს ამ სატანისტმა ძაღლიშვილებმა.

როგორც ერთ “პოსტში” აღვნიშნე, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება ზარზეიმით აღნიშნეს მსოფლიოს ლიბერასტპედერასტებმა და ზეიმიდან მალევე ქმედებებზე გადავიდნენ _ აშშის მეთაურობით ახალი ძალით გაჩაღდა ახალი ცივი (ჯერჯერობით საინფორმაციო) ომი მართლმადიდებელი რუსეთის წინააღმდეგ, რადგან კარგად უწყიან, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტად ქრისტიანული ეკლესია და, იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი, 300 მილიონიანი, მართლმადიდებელი მრევლი ჰყავს, მსოფლიო პატრიარქიც, პრაქტიკულად, სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილეა და არა თურქეთის მოქალაქე, რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი ბართლომე, რომლის ტახტი სტამბოლშია და არა კონსტანტინოპოლში, რომელიც არც დე იურე და, მით უმეტეს, აღარც დე ფაქტო, მრავალი საუკუნეა, აღარ არსებობს. სხვათა შორის, ე.წ. მსოფლიო პატრიარქის “მოღვაწეობის” შედეგიცაა, რომ ერთ დროს ბრწყინვალე ბიზანტიური ტაძარი აია-სოფია კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

დღეს თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ივანე მრისხანეს ოცნებამ ფრთები შეისხა და მოსკოვი, პრაქტიკულად, მესამე რომია და მეოთხე იმიტომ აღარ იქნება, რომ რუსეთთან ცივი თუ ცხელი ომი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ომსაც ნიშნავს; რუსეთთან, რომლის ერი და ბერი ერთია და ამ ერთობას, ანუ სახელმწიფოებრიობას გარე თუ შიდა საფრთხეებისგან ივანეზე არა ნაკლებად მრისხანე ვლადიმერ პუტინი იცავს.

რუსეთთან ცივი ომის “ოპერიდან” იყო ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით 23 დეკემბერს გამართული “გრანდიოზული” საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილენიც უცხოეთისთვის რუსეთის პოლიციის სისხლიანი სისასტიკის საჩვენებლად თავზე კეტჩუპს ისხამდნენ. “ავტორიტეტული” გამოცემების პირველ გვერდებზე დაბეჭდილმა “სისხლიანმა” ფოტომ მეორე დღესვე მოიარა მთელი დასავლეთის მედია, ხოლო კეტჩუპიანი დემონსტრანტის აღიარებით ჩვენებებზე, იმავე დასავლეთის “თავისუფალ” მედიას ხმა არ ამოუღია… სამაგიეროდ, რუსეთის პოლიციის მოგონილი სისასტიკე მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილმა პოლიტიკოსმა დაგმო და ვლადიმერ პუტინს ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვეს რუსული დემოკრატიის ვარსკვლავის დაუყოვნებლივ განთავისუფლება. კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ აშშ-ის სპეცების ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: “ჩვენ კარგი მახსოვრობა და გრძელი ხელები გვაქვს”-ო და მართლაც ამოიცნეს 152 კაცი, რომლებსაც 10 წელზე მეტი რეალური “სროკი” ემუქრებათ…

რუსეთი უკან დახევას აღარ აპირებს-მეთქი და, როგორც აღმოჩნდა, არც რუსები უჩივიან სკლეროზს, არც მათ ჰქონიათ მოკლე ხელები _ აქციების მიმდინარეობისას პოლიციელებზე თავდამსხმელი 18 პირი ამოიცნეს და დააკავეს. ასეთი ქმედების ჩამდენ ხულიგნებს წარსულში მსუბუქად აჯარიმებდნენ და იმ ჯარიმებს სოროსის ფონდი იხდიდა. ახლა კი კანონდამრღვევები, ნურას უკაცრავად, ცრემლებს აღვარღვარებენ და დედიკოებს იფიცებენ, მეტს აღარ ვიზამთო, მაგრამ, როგორც ჩანს, “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” და ყველა ხულიგანი, სოროსის ბაზებში სპეციალურად მომზადებული ყველა “ბოევიკი” სერიოზულ “სროკს” გამოჰკრავს ხელს.

ალბათ, ამ “უსამართლობის” ბრალი იყო ის, რომ 31 იანვარს ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით განმეორებით დანიშნულ აქციაზე რეგიონებში ხალხი სანთლით საძებარი იყო. მხოლოდ პეტერბურგსა და მოსკოვში მოხდა მცირე “შეჯახებები”, რომელთა მონაწილენიც ასევე “ვირის აბანოში” მიაბრძანეს.

გასულ კვირას სტრასბურგში ევროსაბჭოს სხდომა გაიმართა. ამ ორგანიზაციაში ყოფილა ანტირუსული დაჯგუფება თუ ფრაქცია 30 დეპუტატის შემადგენლობით, რომელსაც მრავლისმეტყველი სახელი ჰქვია _ “ბალტიკა-პლუსი”. ამ “პლუსში”, რა თქმა უნდა, საქართველოს რუსოფობი დეპუტაციაც იგულისხმება. მართალია, იმ დღეს მათ მიკროფონთან არ უაქტიურიათ, მაგრამ უკრაინის აშკარად შექანებულმა დეპუტატმა ოლეგ გონჩარენკომ ნამდვილი ისტერიკა მოაწყო ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის რეზოლუციის მიღების მოთხოვნით და ამაზე კენჭისყრასაც მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის გარიცხვის მომხრე ლამის მხოლოდ “ბალტიკა-პლუსი” აღმოჩნდა და რეზოლუცია სამარცხვინოდ ჩავარდა. სამაგიეროდ “სამადლობელი სიტყვით” გამოსულმა რუსეთის დელეგაციის მეთაურმა პეტრე ტოლსტოიმ და მისმა მოადგილე ალექსეი სლუცკიმ (არ ვიცი, რა დამსახურებისთვის, მაგრამ თურმე საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს _ საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი ყოფილა ჩვენი ბიძინასავით), რომ იტყვიან, ქვა-ქვაზე არ დატოვეს “ბალტიკა-პლუსის” იმ არგუმენტებიდან, რომელთა გამოც ითხოვდნენ ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას _ პეტრე ტოლსტოიმ პირდაპირ განაცხადა: ყირიმი ყოველთვის იყო, არის და იქნება რუსეთის განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთა წინააღმდეგ საქართველომ სამხედრო ძალა გამოიყენა, აღარასოდეს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაშიო

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here