Home სხვადასხვა დაიჯესტი ნატოს მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგი უნდა დაინგრეს

ნატოს მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგი უნდა დაინგრეს

აშშ-ისა და ნატოს ისტორია _ ეს არის დაუსრულებელი აგრესიის, ინტერვენციისა და სხვა სახელმწიფოების ნგრევის ისტორია

465

ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელსაც მართავს არა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, არამედ ანგლოსაქსური სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედი ბლოკი _ ნატო.

ეს არის დაუსრულებელი სისხლიანი აგრესიის, დაბომბვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაუსჯელი მასობრივი მკვლელობების მსოფლიო. ეს არის მსოფლიო, რომელშიც ანგლოსაქსებმა მიისაკუთრეს უფლება, განსაზღვრონ, რომელ ხალხს აქვს არსებობის უფლება და რომელს _ არა. ეს არის მსოფლიო, რომელშიც გამეფებულია ფაშისტური უზნეო იდეოლოგია, რომელიც კაცობრიობას ყოფს პირველ, მეორე და მესამე ხარისხის ადამიანებად.

ადამიანების “სუფთად” და “არასუფთად” დაყოფა ფაშიზმია

ამ კლასიფიკაციის შესაბამისად პირველი ხარისხის ადამიანები არიან ანგლოსაქსები, მეორე ხარისხის _ მათი ნატოელი მოკავშირეები, თუმცა იქაც აქვთ თავიანთი კლასიფიკაცია: მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია, ბელგია და ნიდერლანდები “სუფთა” მეორე ხარისხია. აი თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი ან ბალტიისპირეთის ქვეყნები მეორე მეორეხარისხოვანი სახელმწიფოები არიან.

მესამე ხარისხში შედის დანარჩენი მსოფლიო, რომელსაც რასაც მოისურვებენ, იმას გაუკეთებენ: დაბომბავენ, დახოცავენ ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური იარაღით, დაწვავენ ან შიმშილით გამოასალმებენ სიცოცხლეს. და, რადგან ნატო ანგლოსაქსების ორგანიზაციაა, მასში ტრადიციებიც ანგლოსაქსურია. ამ ტრადიციებს საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ჯერ დიდი ბრიტანეთი, შემდეგ _ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის სხვა ხალხების დაუნდობლად განადგურების ტრადიციები. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ირლანდიელებისა და შოტლანდიელების “ჭკუაზე მოყვანის” შემდეგ ბრიტანელებმა მსოფლიოზე ბატონობა დაიწყეს.

ბრიტანელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე შეეძლოთ ელაპარაკათ ინდიელთა მილიონობით შთამომავლებს, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის, ავსტრალიისა და პოლინეზიის მცხოვრებლებს, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მათი წინაპრები ინგლისელებმა გაანადგურეს.

1776 წელს ჩრდილოეთ ამერიკულ ყოფილ კოლონიებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თითქოს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩამოერეცხათ წარსულის სამარცხვინო ლაქები (გამოცხადდა კიდეც, როგორც დღეს იტყოდნენ, “დემოკრატიული ფასეულობები”), მაგრამ ასე არ მოხდა. აშშ-ში ყვაოდა მონათმფლობელობა, რომელიც მხოლოდ 1865 წელს გააუქმეს, ხოლო რასობრივი სეგრეგაცია გასული საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა. და ეს ქვეყანა ცდილობს, ასწავლოს სხვებს დემოკრატია?

ამერიკელების მიერ ჩედენილი მაოსბრივი მკვლელობა სოფელ სომგმიში (ვიეტნამი)

აშშ-ისა და ნატოს ისტორია _ ეს არის დაუსრულებელი აგრესიის, ინტერვენციისა და სხვა სახელმწიფოების ნგრევის ისტორია

მექსიკის კუთვნილი ტეხასისა და კალიფორნიის ანექსიის შემდეგ, XX საუკუნეში აშშ ბევრჯერ თვითონ, 1949 წელს ნატოს შექმნის შემდეგ კი ამ ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად შეიჭრა სხვა ქვეყნებში და მას თავს დაატეხა სიკვდილი და ნგრევა:

* კუბა _ 1906 წ.

* ნიკარაგუა _ 1912 წ.

* ჰაიტი _ 1915 წ.

* დომინიკის რესპუბლიკა _ 1916წ.

* რუსეთი _ 1918 წ.

* ფილიპინები _ 1948-1953 წლები.

* პუერტო-რიკო _ 1950 წ.

* კორეა _ 1950-1953 წლები.

* გვატემალა _ 1954 წ.

* ლიბანი _ 1958 წ.

* პანამა _ 1958 წ.

* ლაოსი _ 1959 წ.

* ჰაიტი _ 1959 წ.

* ეკვადორი _ 1960 წ.

* გვატემალა _ 1960 წ.

* დომინიკის რესპუბლიკა _ 1965 წ.

* ვიეტნამი _ 1964-1975 წლები.

* გვატემალა _ 1966 წ.

* ინდონეზია _ 1966 წ.

* ფილიპინები _ 1966 წ.

* კამბოჯა _ 1967 წ.

* ლაოსი _ 1971-1973 წლები.

* ნიკარაგუა _ 1972 წ.

* სალვადორი _ 1977 წ.

* გრენადა _ 1983 წ.

* ირანი _ 1980 წ.

* ლიბია _ 1986 წ.

* ჰონდურასი _ 1988 წ.

* ირანი _ 1988 წ.

* ვირჯინიის კუნძულები _ 1989 წ.

* პანამა _ 1989 წ.

* ერაყი _ 1991 .

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიოში ჰეგემონად დარჩა აშშ და ამის შემდეგ ამერიკა-ნატოს სისხლიანი “დემოკრატიის” ექსპორტმა სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვნად მოიმატა:

* ბოსნია-ჰერცეგოვინა _ 1992-1995 წლები.

* სომალი _ 1992-1994 წლები.

* ჰაიტი _ 1994 წ.

* სუდანი _ 1998 წ.

* იუგოსლავია _ 1999 წ.

* ავღანეთი _ 2001-2021 წლები.

* ერაყი _ 2003-2011-2017 წლები.

* ლიბერია _ 2003 წ.

* პაკისტანი _ 2004 წ.

* ლიბია _ 2011 წ.

* სირია _ 2013 წ.

* იემენი _ 2015 წ.

* კამერუნი _ 2015 წ.

* ლიბია _ 2015 წ.

ამ თარიღების უკან აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ განადგურებული მილიონობით უდანაშაულო ადამიანია. არც ერთა ლიგას, შემდეგ არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ერთხელაც კი (!) არ დაუწესებია სანქციები აშშ-ის ან ნატოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს მიმართ განხორცილებული აგრესიების დიდი უმრავლესობა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ნებადართული არ ყოფილა.

ბოლო წლებში ნატოს მიერ განხორციელებული “სამშვიდობო ოპერაციებიდან” გამოსაყოფია რამდენიმე:

იუგოსლავიის დაბომბვა

1. იუგოსლავიის დაბომბვა (1999 წ.)

24 მარტს 23 წელი შესრულდა იუგოსლავიის დაბომბვიდან. იუგოსლავიაში ინტერვენციის მიზეზად ნატოს ხელმძღვანელობამ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე _ კოსოვოში, მეტოხიაში, აგრეთვე, ბოსნია-ჰერცეგოვინაში _ ეთნიკური წმენდის შეჩერება დაასახელა. სინამდვილეში კი ეს იყო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იუგოსლავიის არმიის დემორალიზებასა და იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ მას აშშ-ის ინტერესებისთვის საფრთხე არ შეექმნა.

ნატოს ოპერაციებს (პირველი იყო “სამოკავშირეო ძალა”, მეორე _ “გააზრებული ძალა”) უწოდეს “ჰუმანიტარული ინტერვენცია”, მაგრამ ისინი გაეროს მანდატის გარეშე განხორციელდა.

* დაიღუპა 5 700 ადამიანი, მათ შორის _ 400 ბავშვი;

* დაიჭრა 7000-მდე მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის _ 2000-ზე მეტი ბავშვი;

* უგზო-უკვლოდ დაიკარგა 821 ადამიანი;

ნატოს მოქმედება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ სამხედრო ბლოკის თანამედროვე ოპერაციებს, ყველა საერთაშორისო ნორმისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის მაგალითია. უწინარესად კი, ნატომ დაარღვია ვაშინგტონის ხელშეკრულების, ანუ თავისი წესდების პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა “ყველა საერთაშორისო კონფლიქტი, რომლებშიც შესაძლოა, ჩართულნი აღმოჩნდნენ, მშვიდობიანი ხერხებით უნდა გადაწყვიტონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას მსოფლიოში. მან თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეუთავსებელია გაეროს მიზნებთან”. ნატომ, აგრეთვე, დაარღვია თავისი წესდების მე-6 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს კომპეტენცია შემოიფარგლება თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიებით. იუგოსლავია, მაკედონია, ალბანეთი და ბოსნია ნატოს წევრები არ იყვნენ. ნატო კი უხეშად ჩაერია ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში. ნატომ და აშშ-მა ფეხქვეშ გათელეს გაერო, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და სახელმწიფოების სუვერენიტეტი. იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით. იუგოსლავიაში ნატო იყენებდა ურანის დაბალი შემცველობის ბომბებს, რომლებიც არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ რადიოაქტიურიც არის და ტოქსიკურიც. გარდა ამისა, ნატომ გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები _ იარაღი ფეთქებადი ყუმბარებით, რომელთა გამოყენებაც მოგვიანებით ოტავის კონვენციით აიკრძალა.

2. ომი ავღანეთში (2001-დან 2021 წლამდე)

აშშ-მა ავღანეთში ინტერვენცია კონტრტერორისტული სამხედრო ოპერაციის (“შეუმუსრავი თავისუფლების”) ჩარჩოებში დაიწყო. ეს იყო პასუხი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე. 2001 წლის 7 ოქტომბერს აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა “თალიბანის” პოზიციებზე პირველი საავიაციო შეტევა განახორციელეს, გარდა ამისა, ამერიკული და ბრიტანული ხომალდებიდან გაშვებული იქნა 500-მდე ფრთოსანი რაკეტა. ავღანეთში მშვიდობის ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები (IშAF) 2021 წლამდე მოქმედებდნენ.

* დაიღუპა 35 ათასი ადამიანი;

* ლტოლვილად იქცა 500 ათასი;

* გამწვავდა ეთნოსთა შორის კონფლიქტები, მოიმატა ტერორისტული აქტების რაოდენობამ და ნარკოტრაფიკმა.

3. ერაყელთა გენოციდი (2003 წლიდან დღემდე)

2003 წელს ერაყში ამერიკელების შეჭრის საბაბი იყო ის, რომ თურმე ამ ქვეყანას მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა, კერძოდ, ბაქტეოროლოგიური (ციმბირის წყლული). დამატებითი მიზეზი კი იყო “დემოკრატიისთვის ბრძოლა”. ერაყის “დემოკრატიზაციას” მილიონი მშვიდობიანი ერაყელის სიცოცხლე შეეწირა. “დიქტატორი” სადამ ჰუსეინი საჯაროდ დასაჯეს, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღს ვერ მიაკვლიეს. მოგვიანებით, 2004 წელს, აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა აღიარა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელთა გამოც დაიწყო სისხლისმღვრელი ომი ერაყში, “არაზუსტი” იყო (?!). ერაყის სამხედრო კომპანიაში ალიანსმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა: მსოფლიო შეძრა აბუ-გრეიბის ციხეში მოთავსებული ტყვეების წამებისა და შეურაცხყოფის კადრებმა; ინფორმაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკების _ გაუპატიურების, ძარცვისა და მკვლელობის შესახებ და, რა თქმა უნდა, საშინელი ქიმიური იარაღის _ ფოსფორიანი ბომბების გამოყენებამ (2003 წელს იმამ ნასირის შტურმისას, აგრეთვე, 2004 წელს ალ-ფალუჯის აღებისას). ეს იარაღი, რომელიც ძვლამდე წვავს ხორცს, 1980 წლის გაეროს კონვენციით არის აკრძალული, თუმცა აშშ ამ კონვენციას არ შეუერთდა.

ერაყის ომში მილიონზე მეტი ერაყელი დაიღუპა (ეს თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლია), მათი 25 პროცენტი ქალი და ბავშვია.

4. აკრძალული იარაღის გამოყენება ლიბიაში

არეულობებსა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 2011 წლის 19 მარტს ლიბია საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის ავიაციამ დაბომბა, სამხედრო ოპერაცია კი ნატომ განაგრძო.

* დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი (სამხედრო და მშვიდობიანი მცხოვრები);

* ლტოლვილად იქცა _ 350 ათასი.

2011 წლის აგვისტოში ნატოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი ანდერს ფოგ რასმუსენი ყველას არწმუნებდა, რომ ნატოს ავიაციის დაბომბვით მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაზარალდებოდნენ. არსებობს მონაცემები (რომელთაც ნატოს ხელმძღვანელობა ჯიუტად უარყოფს), რომ ლიბიის კონფლიქტში ნატომ კასეტური და ფოსფორიანი ბომბები გამოიყენა, როგორც ეს მოხდა იუგოსლავიისა და ერაყის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას. გარდა ამისა, ნატოელებმა ერაყში გამოიყენეს იპრიტი, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში აპრობირებელი მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა კონვენციით არის აკრძალული.

ერაყის დაბომბვა

აშშ-ში ფაშისტური მორალის პროპაგანდა უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს

ანგლოსაქსებს სულაც არ ერიდებათ ჩადენილი დანაშაულების _ მათ შესახებ საჯაროდ საუბრობენ. მაგალითად, ჰოლივუდის “ოცნებების ფაბრიკა” ფილმებს იღებს იმის შესახებ, როგორ კლავენ ყოჩაღი ამერიკელი ჯარისკაცები ტყვეებს. ასეთია 2014 წლის ფილმი “მძვინვარება”. ფილმში ტანკის მეთაური, რომლის როლსაც ბრეტ პიტი ასრულებს, თავისი ეკიპაჟის ახალგაზრდა წევრს უიარაღო ტყვის დახვრეტას აიძულებს. ასეთ “გმირობაზე” ფილმებს ჰოლივუდი კონვეიერული წესით ამზადებს.

მსოფლიო ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების ერთადერთ შემთხვევას კი, რომლის დროსაც პირისაგან მიწისა აღგავეს იაპონიის ქალაქები _ ჰიროსიმა და ნაგასაკი და სიცოცხლე მოუსწრაფეს მილიონამდე ადამიანს, ამერიკელები “აუცილებლობით” ხსნიან (არადა, იაპონია უკვე აპირებდა კაპიტულაციას). და არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი სინანული.

ისევე, როგორც ამერიკელებს არ მოუნანიებიათ რამდენიმე მილიონი ვიეტნამელის დახვრეტა, ნაპალმის ბომბებით დაწვა და ბაქტერიოლოგიური ნივთიერება “ორანჯ”-ის გამოყენებით განადგურება. მათ მილიონობით ადამიანი გაანადგურეს ერაყსა და ავღანეთში, მაგრამ ანგლოსაქსებისა და მათი ნატოელი მოკავშირეებისთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს მილიონობით მესამეხარისხოვანი ადამიანების სიცოცხლეს.

საუკუნეების განმავლობაში მეთოდურად და რეგულარულად ცდილობდნენ რუსეთის დაპყრობას ხან გერმანელები და ხან ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელები, იაპონელები, ჰოლანდიელები, იტალიელები, ესპანელები და სხვა “ცივილიზატორები”, და, როცა მორიგი “დრანგ ნახ ოსტენ” კრახით სრულდებოდა, დასავლეთი კარგა ხანს ვერ მოდიოდა გონს, შემდეგ კი იწყებდა ახალი მეთოდის ძებნას რუსეთის დასამარცხებლად. რამდენიმე ომში დამარცხების შემდეგი დასავლეთმა აღიარა, რომ რუსეთზე გასამარჯვებლად ყველაზე კარგი მეთოდი დიდი არეულობაა. ამ არეულობის სცენარები და მეთოდიკა გამოიყენეს “ფერად რევოლუციებში” _ საქართველოში (2003 წ.), უკრაინაში (2004, 2014), ყირგიზეთში (2005), ტუნისში (2011), სომხეთში (2008, 2015), რუსეთში (2010-2013), ბელარუსში (2020), ყაზახეთში( 2021). დასავლეთის მიერ ბოლო პერიოდში დაწესებული სანქციებიც ამავე “ოპერიდანაა”. ანგლოსაქსების ჩანაფიქრი ნათელია: უკიდურესად უნდა გამწვავდეს სოციალურ-ეკონომიკური ვითარება რუსეთში და დაიწყოს მესამე დიდი არეულობა (პირველი იყო 1917 წელს, მეორე _ 1991 წელს), დაინგრეს რუსეთის სახელმწიფო და ხელში ჩაიგდონ ამ ქვეყნის ბირთვული იარაღი და ბუნებრივი რესურსები. რამდენი რუსი ადამიანი და სხვა ხალხის წარმომადგენელი დაიღუპება ამ არეულობისას, არეულობის იდეის ავტორებს არ აინტერესებთ _ რაც მეტი, მით უკეთესი. ამაზე მიუთითებს ამერიკისა და ნატოს მიერ “დემოკრატიის” დანერგვა სხვა ქვეყნებში.

რუსეთის მოქალაქეები აშშ-ისა და ნატოსთვის მესამეხარისხოვანიც არ არიან. რუსები, მათი აზრით, არიან ჯოჯოხეთის მოციქულები, რომლებმაც ისტორიული გაუგებრობების გამო ჩაიგდეს ხელში უზარმაზარი ტერიტორიები, ძლიერი არმია და ბირთვული იარაღი.

დასავლეთის მუქარებზე რუსეთის მოსახლეობა უფრო შეიკრა, მეტიც, რუსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა აუცილებლად უნდა დასრულდეს დასავლეთის მრავალსაუკუნოვანი აგრესია.

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ნატოს ძალების ავანგარდში ამჟამად უკრაინაა, ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა გენეტიკურად და ეთნიკურად სლავია. ანგლოსაქსებმა უკრაინელები კბილებამდე შეაიარაღეს და მოძმე ხალხთან დააპირისპირეს. უკრაინა ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, თანაც ამერიკული ბიოიარაღის ინკუბატორს წარმოადგენდა. აშშ და ნატო გეგმავდნენ, 2002 წლის თებერვალში კიევის ხელით სამხედრო გზით გადაეწყვიტათ ლუგანსკისა და დონეცკის საკითხი “ხორვატიის სცენარის მიხედვით”, მაგრამ რუსეთმა დაასწრო. აშშ და ნატო რუსეთს ახლა მის საზღვრებთან უპირისპირდებიან, ტერიტორიაზე, რომელზეც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთს. ოკეანისა თუ ლა-მანშის გაღმა მყოფ პოლიტიკოსებს ურჩევნიათ, დისტანციურად, ყავის, ვისკის ან კონიაკის სმისას გაანადგურონ სხვა ადამიანები.

პოტომაკის ნაპირებზე მალე მიხვდებიან, რომ მძინარე რუსული დათვი გააღვიძეს.

worldandwe.com-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here