ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი,სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთრ გვერდზე, ღია წერილს აქვეყნებს და საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილის მიმართავს:
,,ღიაზე უფრო გულგახსნილი წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს!
სამაგიეროდ, პერსპექტივაში დასახშობად განწირული ოპტიმიზმით მოგმართავთ: მოუარეთ ამ უპატრონოდ დარჩენილი ბავშვივით აბოდიალებულ ქვეყანას, აგონიაში მყოფ დემოგრაფიას, ჩემოდანზე მჯდომ და გასაქცევად გამზადებულ მოქალაქეებს ,თორემ დარჩებით მხოლოდ თქვენი ოჯახის, ნაცნობ-მეგობრების,თანა-კლასელ-კურსელ-კეთილებით გადავსებულ სახელმწიფოს ზედა ქანდარაზე და უცქირეთ რამდენიც გენებოთ დიდი ბელად-იდეოლოგის გრანდიოზულ კოლმეურნეობად ქცეულ ჩვენ ზიარ სამშობლოს დილის 7 სათიდან ღამის 10 საათამდე…მერე თვითკმარი მთქნარების დროც მოვა და კი დაიძინებთ პანდებივით…
ისე თქვენს კეთილებში, სულ ცოტა მეც მოვიკითხები -დედა მყავს კვირიკაშვილი, რომლის გამხელაც სულ უფრო და უფრო მიტყდება ამ ბოლო დროს….” – წერს ჩეჩელაშვილი.
Vigac degeneratka xar,me meamayeba chveni premier ministri,ra mnishvneloba akvs gvars