Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს შეიძლება მოუხსნან პოლიტიკური სანქციები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს შეიძლება მოუხსნან პოლიტიკური სანქციები

2245
ევროპის საბჭო

ამას მოწმობს რეზოლუციის კენჭისყრის შედეგი, რომლის პროექტი მოამზადა ასამბლეის მომდევნო პრეზიდენტმა მიკელე ნიკოლეტიმ.

უკრაინის დელეგაციის მიერ მიწოდებული შესწორებები არ გაითვალისწინეს. კიევი მოითხოვდა, ამოეღოთ ნორმა, რომლითაც ეუთომ და მინისტრთა კომიტეტმა უნდა მოახდინონ წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობის წესების ჰარმონიზაცია ორივე საწესდებო ორგანოში.

ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ეუთოს ეკრძალება რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადის გაგრძელება, წევრი ქვეყნების ნებართვის გარეშე. ფაქტობრივად, ეს საეჭვოს ხდის ეუთოში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერის შესაძლებლობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ სანქციები ყოველწლიურად უნდა გახანგრძლივდეს, შეზღუდვები გაისად, იანვარში, შეიძლება გაუქმდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here