მთავარი მსოფლიო ბრიტანეთში ენერგომატარებლების გაძვირებამ პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია

ბრიტანეთში ენერგომატარებლების გაძვირებამ პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია

60
გააზიარეთ

ბრიტანელები თავიანთი მთავრობის დაუფიქრებელი მოქმედებების ნაყოფს იმკიან. ქვეყანაში პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტია. პატარპატარა პრობლემებმა გლობალური კრიზისი გამოიწვია.

ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ფოტორეპორტაჟი, რომელშიც გამოცემა ცარიელი და ნახევრად ცარიელი დახლების ფონზე მოსახლეობას ურჩევს, საშობაო ვახშმისთვის აქედანვე მოემზადოს _ პროდუქტები იყიდოს და მაცივარში შეინახოს.

ბევრი ბრიტანელი ტრადიციული საშობაო ვახშმის გარეშე შეიძლება დარჩეს და ამის მიზეზი ენერგომატარებლების გაძვირების გამო პროდუქტებსა და, საერთოდ, ყველაფერზე ფასების მომატებაა.

ბრიტანეთში ხორცის მრეწველობის დიდი ქარხნები, უბრალოდ, გაკოტრდნენ, რადგან მათ მფლობელებს უზარმაზარი გადასახადის გადახდა მოუწიათ დახარჯულ ელექტროენერგიაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიტანეთში კატასტროფულად არ ჰყოფნით სატვირთო ავტომობილების მძღოლები და, საერთოდ, მუშახელი.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here