Home ახალი ამბები მსოფლიო ბრაზილიაში ქრისტეს ახალ და უფრო დიდ ქანდაკებას აკეთებენ (ფოტოები)

ბრაზილიაში ქრისტეს ახალ და უფრო დიდ ქანდაკებას აკეთებენ (ფოტოები)

127
ბრაზილიაში ქრისტეს ახალ და უფრო დიდ ქანდაკებას აკეთებენ (ფოტოები)

იესო ქრისტეს ახალი ქანდაკება რიო დე ჟანეიროს ცნობილ ქანდაკებაზე მაღალი იქნება.

ქრისტეს ახალი ქანდაკება სამხრეთ ბრაზილიაში, ქალაქ ენკანტადოში განთავსდება. ქანდაკება კვარცხლბეკის ჩათვლით 43 მეტრი იქნება. აღსანიშნავია, რომ რიო დე ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკების სიმაღლე 38 მეტრია, ახალი ქანდაკება კი სიმაღლით მსოფლიოში მესამე ადგილს დაიკავებს.

ბრაზილიაში ქრისტეს ახალ და უფრო დიდ ქანდაკებას აკეთებენ (ფოტოები)

იდეა ადგილობრივ პოლიტიკოსს, ადროალდო კონზატისს, ეკუთვნის, რომელიც მარტში კოვიდვირუსით ინფიცირების გამო გარდაიცვალა. 350 000-დოლარიანი პროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.

pia.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here