მთავარი პოლიტიკა ბაიდენ-პუტინი ჟენევაში, ახალი რეალობა და ქართველების ვაი ჭკუისაგან

ბაიდენ-პუტინი ჟენევაში, ახალი რეალობა და ქართველების ვაი ჭკუისაგან

162
გააზიარეთ
ბაიდენ-პუტინი ჟენევაში, ახალი რეალობა და ქართველების ვაი ჭკუისაგან

ამ წერილზე მუშაობისას ჩემს არქივს გადავხედე იმ სტატიების მოსაძებნად, რომელთა მთავარი თემა ამ წერილის სათაურში მოყვანილი მწარე სიმართლე იყო. მინდოდა, ადრინდელი რეალობა დღევანედლისთვის შემედარებინა _ რამე სასიკეთო ძვრა ხომ არ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, რაც ჩემს პესიმიზმს საფუძველს გამოაცლიდა.

არქივში მცირე ქექვის შემდეგ ამ თემაზე სხვადასხვა პერიოდში დაწერილი ორი სტატია ვიპოვე: პირველი _ 2015 წლის ნოემბერში დაწერილი, სათაურით “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი” და მეორე, აგერ ახლახან, 2020 წლის ოქტომბერში _ სათაურით “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! კოკოითი ფანდარასტ! და… მსოფლიო დიდი ომის მოლოდინში”. გადავიკითხე ეს სტატიები და ჰოი, საკვირველებავ, 5 წლის განმავლობაში არათუ რამე პოზიტიური ნაბიჯი გადადგა ქოც-ნაცების ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, არამედ სტატუს-კვოს შენარჩუნებაც ვერ შეძლო და დღეს გაცილებით უარესი მდგომარეობაა.

ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. თუმცა, ჟენევის სამიტის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე ბოლომდე აცნობიერებდეს, რა მოხდა შვეიცარიის დედაქალაქში და უფრო მნიშვნელოვანი _ რა შეიძლება მოხდეს საქართველოსა და მსოფლიოში… “ახალი რეალობის” მამამთავარი ის ქვეყანა იყო, რომელიც ყველაზე ბევრს გაჰკივის ადამიანის უფლებების დაცვაზე და თვითონვე ყველაზე უხეშად არღვევს ამ უფლებებს შინ თუ გარეთ. საუბარია საქართველოს “სტრატეგიულ მეგობარ” აშშ-ზე, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან დაწყებული, დაჩოქებული რუსეთის ფეხზე წამოდგომამდე, დაუსჯელად პარპაშობდა მსოფლიოში. “სტრატეგიულმა მეგობარმა” და მისმა მოკავშირეებმა დემოკრატიის ალმით მოაწყვეს ე.წ. ფერადი რევოლუციები; დაშალეს აყვავებული იუგოსლავია; სასტიკი დაბობვებით მიწასთან გაასწორეს მართლმადიდებელი სერბეთი, რომელსაც კოსოვო “აახიეს” და რომელიც დასავლეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა, რითაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის დარღვევის პირველი პრეცედენტი შექმნეს.

ეს იყო ანგლოსაქსების მიერ შექმნილი “ახალი რეალობა”, რომელიც, ჭიდაობის ტერმინით თუ ვიტყვით, “ჩოქბჯენიდან” ფეხზე წამომდგარ რუსეთს დახვდა. მას შემდეგ, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის “ახალი რეალობის” შემქმნელი და მთავარი აქტორი რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო და, ჟენევის სამიტის შედეგებიდან გამომდინარე, დღესაც რუსეთია. პირველად “ახალი რეალობა” 2007 წელს მიუნხენში ვლადიმერ პუტინის ისტორიული გამოსვლის შემდეგ შეიქმნა, როდესაც ხმამაღლა აუწყა მსოფლიოს გეოპოლიტიკაში რუსეთის დაბრუნებაზე; რუსეთის, რომელიც ლიბერასტულ დასავლეთს პოლიტიკურად გარდაცვლილი ეგონა და მის რამდენიმე ნაწილად დასაშლელად ემზადებოდა. რუსეთი რომ არ ხუმრობდა, ამაში კოლექტიური დასავლეთი 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომით დარწმუნდა. ამ ომში სტრატეგიული მეგობარი უკიდურესი შეშფოთებით, წყლითა და პამპერსებითდაეხმარაჰალსტუხისმღეჭველ და მიწაზე მხოხავ სააკაშვილს. საპასუხოდ, კოსოვოს პრეცედენტის გათვალისწინებით, რუსეთმა სოხუმცხინვალისდამოუკიდებლობაცნო.

აი, ამის შემდეგ დადგა მსოფლიო კიდევ ერთი “ახალი რეალობის” წინაშე…

თუმცა საქართველოს მიმართ ეს ტერმინი ვლადიმერ პუტინმა ცოტა მოგვიანებით, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოიყენა. მედიაღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ასეულობით ჟურნალისტი ესწრებოდა, კითხვის დასმის პატივი პირადად ვლადიმერ პუტინმა მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს საქართველოს რომელიღაც ტელევიზიიდან. რაც, დიპლომატიურ ენაზე, საბჭოეთში ცნობილი რუსული მულტფილმის პერსონაჟის, კატა ლეოპოლდის, ფრთიან ფრაზად აღიქმებოდა: Ребята, давайте житъ дружно! მაგრამ დიპლომატიური ენა კი არა, ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა წერა-კითხვასთანაც მწყრალად არიან, ინტელექტი კი, რომ იტყვიან, “პლინტუსს ქვემოთ”… და შეკითხვაც შესაბამისი დაისვა _ როდის დაგვიბრუნებთ სოხუმ-ცხინვალსო თუ რაღაც ამდაგვარი, ზუსტად არ მახსოვს. ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო: დღესახალი რეალობაა”, ამიტომ ქართველები პირდაპირ, მოწმეების (წაიკითხე, აშშ) გარეშე დაელაპარაკეთ აფხაზებსა და ოსებს და ამ მოლაპარაკებების ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის მისაღები იქნებაო “ახალი რეალობაა” ისიც, რომ ნატოს წევრ თურქეთს სირიის ცაში რუსეთთან მომხდარ კონფლიქტში სამხედრო თანადგომაზე ნატომ უარი სტკიცა და პრეზიდენტი ერდოღანი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში მოსაბოდიშებლად ეახლა. რუსეთის მიერ შექმნილი “ახალი რეალობაა” ისიც, რომ ვლადიმერ პუტინმა, ხატოვნად თუ ვიტყვით, მაგიდაზე ერთი მუშტის დარტყმით გააჩერა ყარაბაღში მიმდინარე ომი, რაც თვეების განმავლობაში ვერ შეძლო კოლექტიურმა დასავლეთმა. რუსეთის ძალისხმევით შექმნილი ბევრი “ახალი რეალობის” ჩამოთვლა შეიძლება, ამიტომ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ მის მიერ ბოლოს შექმნილ ყველაზე მნიშვნელოვან “ახალ რეალობაზე”, რომელსაც ჟენევაში ვლადიმერ პუტინის ტრიუმფს ვუწოდებდი…

ჯერ ორიოდე სიტყვა უმაღლესი სამიტის წინა პერიოდზე და სამიტის ანტურაჟზე.

ხანდაზმულ ჯოს ისე ამზადებდნენ პუტინთან შესახვედრად, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტი, რუს კოლეგასთან სასაუბროდ კი არა, რინგზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გადიოდა. ამ დროს მისი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მკაცრად ავლებდა ე.წ. წითელ ხაზებს _ ის საკითხები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა, რომლებზეც კომპრომისი კი არა, მსჯელობაც კი გამორიცხა. ყირიმი, დონბას-ლუგანსკი, ბელარუსი _ ეს თემები ვლადიმერ პუტინმა, დიდი ხანია, დახურა. უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ ბაიდენის ევროპული ტურნეს (ევროკავშირი, ნატო) შემდეგ უეჭველად მიიღებდნენ ნატოში. ამ იმედს ვლადიმერ პუტინმა, რომ იტყვიან, ცივი წყალი გადაასხა მუქარანარევი კატეგორიული განცხადებით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება რუსეთისთვის ეგზისტენციური საფრთხეა და ამ წითელი ხაზის გადალახვას არ დაუშვებს. აშშ-მა კი იცის, რომ პუტინი “სიტყვებს ჰაერში არ ისვრის”. სამიტზე უკრაინაზე საუბარი ე.წ. მინსკის ფორმატს არ გასცილებია, თანაც იმ კონტექსტში, რომ ამ ფორმატს კიევი არ ასრულებს. ფორმატს, რომელიც, ჟენევაში ბაიდენისვე განცხადებით, ჩიხიდან მშვიდობიანად გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა… ამ “ახალმა რეალობამ” უკრაინაში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია და არა მხოლოდ ანტირუსული, ამჯერად ანტიდასავლურიც _ აშშ-სა და კოლექტიურ დასავლეთს ბანდერელ-ფაშისტები, არც მეტი, არც ნაკლები, ღალატში ადანაშაულებენ. უკრაინის კლოუნი პრეზიდენტი “მოღალატე” დასავლეთს დაემუქრა: ნატო აღარ გვჭირდება, რადგან მოკლე ხანში უძლეველ არმიას შევქმნით და სამხედრო ძალით დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებსო. სასაცილოა, არა? მაგრამ კლოუნისგან მეტს რას უნდა ელოდე?!

წესია, შეიძლება ითქვას, დაუწერელი კანონი, რომ უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ მონაწილენი ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ ხოლმე. ჟენევის სამიტზე “დემოკრატიის მამებმა” ეს წესიც დაარღვიეს _ ამერიკელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს, რაც, მგონი, პირველად მოხდა პოლიტიკის ისტორიაში. რატომ მოხდა ეს? პასუხი, ჩემი აზრით, მარტივია _ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინი მილეთის ჟურნალისტების თვალწინ, უბრალოდ, “შეჭამდა” ჯო ბაიდენს და არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის ხანდაზმულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ სიმართლე იყო რუსეთის მხრეს, ამიტომ ამერიკელების დაჟინებული მოთხოვნით, მხრეები პრესკონფერენციის ცალ-ცალკე ჩატარებაზე შეთანხმდნენ. თანაც, პირველი პუტინის პრესკონფერენცია უნდა ჩატარებულიყო, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო ბაიდენისთვის, რადგანაც პუტინის გამოსვლის ნახვის შემდეგ უფრო გაუადვილდებოდა თავისი პრესკონფერენციის ჩატარება, მაგრამ ამერიკელებს აქაც ჩაეშალათ ვირეშმაკობა. პუტინის პრესკონფერენციაზე მის მიმართ მტრულად განწყობილმა ბევრმა ჟურნალისტმა მოახერხა შეჭრა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით _ ერთმანეთში ძალისმიერი შეხლა-შემოხლით), რომელთა მიერ დასმულ ყველა პროვოკაციულ კითხვას (დაწყებული ცნობილი “უჰუ”-დან, დამთავრებული ყირიმ-დონბას-ნავალნით) დამაჯერებლად და არგუმენტირებულად უპასუხა. ბაიდენის პრესკონფერენციაზე რუსი ჟურნალისტები არ დაუშვეს და მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის ჯიბის ჟურნალისტების წინასწარ შეთანხმებული 7 კითხვით ამოწურეს შეხვედრა. სამიტი ნეიტრალურ შვეიცარიაში გაიმართა, მაგრამ ზემოხსენებული ფაქტებიდან და ვარაუდებიდან გამომდინარე, ჟენევაში პუტინი, როგორც მასპინძელი, ისე ჩავიდა და, პირველ რიგში, ეს მოცემულობა მქონდა მხედველობაში, როდესაც ჟენევის სამიტს პუტინის ტრიუმფი ვუწოდე.

დასასრულ, ჟენევის სამიტის მთავარი შედეგი: ამერიკელები ისევე დაუბრუნებენ უკრაინას ყირიმს, როგორც საქართველოს _ აფხაზეთს და ეს, ვლადიმერ პოზნერის კი არა, რუსეთის მიერ ჟენევაში შექმნილი “ახალი რეალობიდან” მოდის. რუსეთი არ დაუშვებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს ჯარების ბათინკების ბრახუნს. თუ არ ვცდები, ჯერჯერობით საქართველოც პოსტსაბჭოთა სივრცეა და იქნებ ამაზე დაფიქრდეს ხელისუფლება, მაგრამ, რომ იტყვიან, “მეტი არაა ჩვენი მტერი” _ ჩვენ მაგივრად ხომ პოტომაკის ნაპირებზე ფიქრობენ… ამიტომაც დავკარგეთ სოხუმ-ცხინვალი…

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here