Home ახალი ამბები მსოფლიო ბავარია _ ბავარიელებს, ტეხასი _ მექსიკელებს!

ბავარია _ ბავარიელებს, ტეხასი _ მექსიკელებს!

ევროპისა და აშშ-ის ლიდერებს დაავიწყდათ, როგორ იქმნებოდა მათი სახელმწიფოები?

237

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი, ალბათ, განაწყენდებოდა, ვინმეს ის აფრიკული ველური ტომის, ჰოტენტოტების, წარმომადგენლისთვის რომ შეედარებინა, რომელმაც ევროპელი მისიონერი გააკვირვა თავისი გაგებით ბოროტისა და კეთილის შესახებ, მაგრამ მსგავსება აშკარაა. აფრიკელმა კითხვაზე _ “რა არის სიკეთე და რა _ ბოროტება?” უპასუხა: “სიკეთე _ ეს არის, როცა ჩემი ტომი დახოცავს მეზობლებს და გაიტაცებს მათ ცოლებსა და საქონელს, ბოროტება _ ეს არის, როცა მეზობელი ტომი მოგვკლავს ჩვენ და გაიტაცებს ჩვენს ცოლებსა და საქონელს”. ასეა გერმანელი შოლციც, რომელიც უკრაინაში რუსეთის ჯარების მოქმედებების გამო აღშფოთებას ვერ მალავს და ისეთ სახეს იღებს, თითქოს არ ახსოვს, რას სჩადიოდა მისი საყვარელი ფატერლანდი (გერმ. _ მამების ქვეყანა).

მრავალი საუკუნის განმავლობაში დაქუცმაცებული გერმანია პრუსიის სამეფომ იარაღის ძალით გააერთიანა. პრუსიელთა არმიამ თავდაპირველად დაამარცხა დანია და მას გერმანელების დასახლებული შლეზვინგგოლშტეინი წაართვა. შემდეგ პატარა გერმანული სახელმწიფოების მმართველები აიძულა, ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტახტიდან ჩამოგდებით დაემუქა.

მსოფლიოში აღიარებული სახელმწიფოების _ ჰესენ-კასელის სათავადოსა და თავისუფალ ქალაქ მაინის-ფრანკფურტის სუვერენიტეტის აღმაშფოთებელმა დარღვევამ მსოფლიო საზოგადოებრიობის პროტესტი გამოიწვია. უფრო მეტიც: დანიასთან ომის მიმდინარეობისას პრუსიელებმა არა მხოლოდ დაიკავეს შლეზვინგ-გოლშტეინი, არამედ დროებით დაიპყრეს დანიის ძირძველი ტერიტორიის დიდი ნაწილი და ეს ყველაფერი გააკეთეს საბაბით, რომ დანიელები თურმე შლეზვინგელ გერმანელებს ავიწროვებდნენ და გერმანულად ლაპარაკს უზღუდავდნენ.

ხომ არ სურს ჰერ კანცლერს, დაგმოს პრუსიის მეფე ვილჰელმ I-ის საშინელი თავნებობა და დაუბრუნოს დამოუკიდებლობა ჰესენ-კასელს, ფრანკფურტსა და ბავარიას? შეუძლია დაიმოწმოს პრუსიელებისა და ბავარიელების კილოკავებში განსხვავება და გაიხსენოს, რომ ბავარიის მთავარი ქალაქები _ მიუნხენი და ნიურნბერგი უფრო ადრე დაარსდა, ვიდრე პრუსიული ბერლინი, ისევე როგორც კიევი _ მოსკოვზე ადრე.

მაგრამ შოლცი დუმს. და არა მხოლოდ ის. არ იხსენებს წინაპართა უკანონო საქციელებს კრემლის მეორე ე.წ. მამხილებელი, იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგიც. მისი ქვეყნის გამაერთიანებელი სარდინიისა და პიემონტის მეფე ვიქტორ-ემანუილ II პრუსიელ ვილჰელმზე აღმაშფოთებლად იქცეოდა _ ნეაპოლიტანია-სიცილიის სამეფოს წინააღმდეგ აგრესიისთვის ცნობილი მეამბოხის, ჯუზეპე გარიბალდის, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს იყენებდა. როდესაც ბრაზილიის სამოქალაქო ომის ვეტერანი გარიბალდი სიცილიის სანაპიროზე გამოჩნდა, მას ისეთივე სიტყვებით ამკობდნენ, როგორითაც ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის სამოქალაქო ომების ვეტერან იგორ სტრელკოვს, რომელმაც სლავიანსკი დაიკავა. ამბობდნენ, რომ ნეაპოლი სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქია, რომლის მცხოვრებთა დიალექტი ძალიან განსხვავდება ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებთა დიალექტისგან.

მარიო დრაგი

ჩვენ შევქმენით იტალია, ახლა უნდა შევქმნათ იტალიელები”, _ დაცინვით გაუსვა ხაზი ჩრდილოელთა და სამხრეთელთა შორის სხვაობას სარდინიის მთავრობის მეთაურმა კამილო კავურმა. მარიო დრაგი კი ფარისევლურად დუმს, არ გამოჰყავს ჯარი ნეაპოლიდან და არ აპირებს რომის ცენტრში თავხედურად აღმართული ვიქტორემანუილ II-ის ძეგლის დემონტაჟს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი 1870 წელს ცინიკურად წაართვეს მის კანონიერ მფლობელს _ პაპ პიუს IX-.

ევროპელი ლიდერებისთვის ისტორიული სამართლიანობისკენ მოწოდება შეუძლია აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მაგრამ მან ჯერ საკუთარ სახლში უნდა დაამყაროს წესრიგი; მექსიკას დაუბრუნოს ამერიკის არმიის მიერ უნამუსოდ მიტაცებული კალიფორნიის, ნიუმექსიკოსა და ტეხასის შტატის ტერიტორიები. ტეხასის შტატი იანკებმა ფარისევლურად ჩაიგდეს ხელში რამდენიმე ხერხით. თავდაპირველად იქ გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, შემდეგ გაანადგურეს ანტიტერორისტული ოპერაციისთვის გამზადებული მექსიკის ჯარი და მხოლოდ ათწლეულების შემდეგ შეიყვანეს სეპარატისტები თავიანთი სახელმწიფოს შემადგენლობაში.

ვიღაც იტყვის, რომ ასეთი რამ საუკუნეების წინათ ხდებოდა. ახლა კი მსგავსი საქციელი არ ითვლება ცივილიზებულად და ეწინააღმდეგება მსოფლიო საზოგადოების ყველა ნორმასო.

გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომელიც კანცლერ შოლცის ქვეყანამ ჩაყლაპა, 1990 წელს შეწყვიტა არსებობა. განა მის მოსახლეობას თვითონ სურდა გფრ-სთან გაერთიანება და შოლცისა და მერკელის წინამორბედ კანცლერ ჰელმუტ კოლის ჯარს ბერლინი შტურმით არ აუღია?

დონეცკსა და ლუგანსკშიც სურთ რუსეთთან მიერთება, 1991-1992 წლებში იუგოსლავიის დაშლის შემდეგ რამდენიმე რესპუბლიკასაც სურდა რუსეთთან მიერთება, მაგრამ ნატოს ავიაციამ ყველაფერი ისე გადაწყვიტა, როგორც დასავლეთს სურდა, შემდეგ კი ალბანელებს დაეხმარა და სერბეთს კოსოვო წაართვა.

რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების ჭრილში ბალკანეთის მოვლენების კომენტირებისას ამჟამინდელი ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ფრანგმა მწერალმა ბერნარანრი ლევიმ თავის ალმანახ La Regie du jeu-ში (“თამაშის წესები”) განაცხადა:

“ბოსნია, კოსოვო… განა ეს თვითგამორკვევის ახალი შემთხვევა არ არის, რომლებმაც საერთაშორისო თანამეგობრობის კურთხევა მიიღეს? როგორ შეუძლია მათ (ამ სტრიქონების ავტორით დაწყებული), ვინც 20 წლის წინათ მხარი დაუჭირა ბოსნიისა და კოსოვოს ხალხებს, თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი ბედი, უარი უთხრან ასეთივე შესაძლებლობაზე ყირიმს? რაც შეეხება ბოსნიას, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მოუბრუნდეს ენა ვინმეს მის ჩართვაზე ამ საქმეში, იმიტომ, რომ დიდი აფეთქების შემდეგ, რომელიც კომუნიზმის დამხობას მოჰყვა იუგოსლავიასა და ევროპაში, მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვათ სერბეთისგან კოსოვოსა და ბოსნიის გამოყოფა. ახლა კი ჩვენ გვთხოვენ, ანალოგიური რამ გავაკეთოთ ყირიმისთვის”.

ოლაფ შოლცი

ანუ, ბოსნიელი მუსლიმებისა და კოსოვოელი ალბანელებისთვის დასაშვებია თვითგამორკვევა, მაგრამ ბოსნიელი სერბებისა და ყირიმელი რუსებისთვის _ არა. იმიტომ, რომ ასე მიიჩნევს ბატონი მუსიე ლევი და, რაც მთავარია, მის უკან მდგომი აშშისა და ევროკავშირის ლიდერები, რომელთა მორალიც ამ შემთხვევაში არაფრით განსხვავდება ზემოხსენებული ჰოტენტოტის წარმოდგენისგან სიკეთესა და ბოროტებაზე.

svpessa.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here