Home რუბრიკები პოლიტიკა არჩევანი კარგსა და ცუდს შორის

არჩევანი კარგსა და ცუდს შორის

3900
ამერიკა რუსეთი

რატომ დავმალოთ, ჩვენ უთუოდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და რად ვიცრუოთ, ჩვენი სამშობლო რომ გვიყვარს, მხოლოდ ამიტომ გვიყვარს რუსეთიცა

ილია ჭავჭავაძე

დიდი სამამულო ომი ახალი დამთავრებული იყო, ქვეყანა ფაშიზმისგან მიყენებულ იარებს იშუშებდა და ამ დიადი გამარჯვების მთავარმა შემოქმედმა იოსებ სტალინმა 1947 წელს თავს დასვენების უფლება მისცა ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკზე, სადაც საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში შესატან საკითხებზე სამსჯელოდ სტუმრად მიიწვია ისტორიული მეცნიერების ქართველი კორიფეები _ სიმონ ჯანაშია, კორნელი კეკელიძე და ნიკო ბერძენიშვილი. სწორედ ამ რამდენიმედღიანი ქართული სტუმარმასპინძლობისას უწოდა სტალინმა საქართველოს რუსეთთან შეერთებას ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტება და ეს ნაკლები ბოროტება, საკვირველია, მაგრამ სწორედ ერთმორწმუნეობით ახსნაათეისტმასტალინმა.

მალე ამ დიდი მეცნიერების რუდუნებით გამოიცა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც სწავლობდნენ ჩვენი მამები, სანამ ხელისუფლების სათავეში შეურაცხადი ნიკიტა ხრუშჩოვი არ მოვიდა, რომელმაც სტალინის მიერ შექმნილი ყველაფერი ამოძირკვა, მათ შორის, ხსენებული სახელმძღვანელოც, თუმცა ბოლომდე ვერა, რადგან მის “ნამსხვრევებზე” შექმნილი ახალი სახელმძღვანელოთი სწავლა მეც მომიწია და მერწმუნეთ, იქიდან გამომდინარე, რასაც დღეს ჩვენს შვილებსა თუ შვილიშვილებს ასწავლიან ე.წ. საჯარო სკოლებში საქართველოს ისტორიის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მათთან, ჩვენს შვილებთან და შვილიშვილებთან, შედარებით, საბჭოეთის დაშლამდე თაობების წარმომადგენლები, საშუალო სკოლების “გაჭირვებული” სამოსანი მოსწავლეებიც კი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები ვიყავით. აღარაფერს ვამბობ ჩემი თაობის ფრიადოსან მოსწავლეებზე, რომლებთანაც, ვეჭვობ, ცოდნით (არა მხოლოდ ისტორიის) ახლოსაც ვერ მივლენ დღევანდელი უმაღლესდამთავრებულები…

სტალინთან სტუმრობის შემდეგ დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში გორელი სემინარიელის ნათქვამიც და მისი პერიფრაზებიც: “არჩევანი ცუდსა და უარესს შორის”, “არჩევანი ცუდსა და ძალიან ცუდს შორის” და ა.შ.

და მართლაც, საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში (თუ არ ჩავთვლით 120-წლიან პერიოდს, დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე და გიორგი ლაშამდე) ყოველთვის იდგა არჩევანის წინაშე ცუდსა და ძალიან ცუდს შორის, ხოლო, როცა, 1555 წლის .. ამასიის ზავის პირობებით, საქართველო შუაზე გაიყვეს ირანმა და ოსმალეთმა, საქართველოს მუდმივმა დილემამ _ სცილა თუ ქარიბდა, კონკრეტული შინაარსი შეიძინა _ ან შიიტური ირანი, ან სუნიტური ოსმალეთი. თუმცა ამ იმპერიებს შორის არჩევანი მოცემულ დროსა და სივრცეში მხოლოდ რომელიმე მათგანის სამხედრო სისუსტით თუ სიძლიერით იყო განპირობებული და არა მათი იდეოლოგიისა თუ კულტურის მიმზიდველობით.

ამიტომაც გამოთქვა ხალხურ ლექსში ქართველმა: “ოსმანა და ალია, ორივე თათარია!”

სწორედ ამასიის ზავის შემდეგ გამოუჩნდა საქართველოს ამ ორი ბოროტების საპირწონე კონტურები, როდესაც კახეთის მეფე ლევან პირველს ერთმორწმუნე რუსეთის ელჩობა ეწვია. მართლმადიდებელ რუსეთს იმედის თვალით უმზერდნენ დასავლეთ საქართველოს მეფემთავრებიც, მაგრამ კახელი ბაგრატიონების წამოწყებული საქმე ისევ კახელმა, ქართლკახეთის მეფე ერეკლე მეორემ დაასრულა 1783 წლის .. გიორგიევსკის ტრაქტატით, რომელიც, მართალია, რუსეთის იმპერიამ, რბილად რომ ვთქვათ, უხეშად დაარღვია (რატომ, რისთვის და როგორ, ეს წინამდებარე წერილის თემა არ არის და ამაზე სხვა დროს), მაგრამ სწორედ ეს ტრაქტატი იყო, საბოლოო ჯამში, ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის, ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნების საფუძველი. ორი საუკუნე ვიცხოვრეთ რუსებთან ერთად, ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც ჯერ რომანოვების, შემდეგ წითელი იმპერია ერქვა.

მართალია, როგორც ყველა იმპერია, რუსეთის იმპერიაც გარკვეულწილად ბოროტების სინონიმი იყო და ბევრი სიმწარეც გვახსოვს მისგან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი დადებითად შეაფასეს ჯერ თერგდალეულებმა, დიდი ილიას მეთაურობით, და შემდეგ მე-20 საუკუნის ღირსეულმა მამულიშვილებმა.

აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულია თანამედროვე ქართველი ნეოლიბერალების ვიშვიში ქართველთა ორსაუკუნოვან მონობაზე, რადგან, მართალია, სახელმწიფოებრიობა არ გვქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომანოვებისა თუ რუსეთის წითელი იმპერიის უმაღლეს სახელისუფლო, სამეცნიერო, ბიზნეს თუ კულტურულ წრეებში ქართველები ღირსეულად ვიყავით წარმოჩენილნი. მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ ვართ რუსეთის იმპერიის ნაწილი და რა მოვიგეთ ამით იმის გარდა, რომ ტერიტორიების მეოთხედი დავკარგეთ სოხუმ-ცხინვალის სახით? ან სახელმწიფოებრიობაა ის, რომ ახლა აშშის ელჩის ბრძანებებითა და სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისრეკომენდაციებითიმართება საქართველო?

საბჭოთა რესპუბლიკებში, როგორც წესი, კომპარტიის ცეკას მეორე მდივანი რუსი უნდა ყოფილიყო და უფროს თაობას მივმართავ კითხვით უმცროსთა გასაგონად _ რომელი ცეკას მეორე მდივანი გაბედავდა იმას, რასაც ბედავს აშშის ელჩი და ამ ქვეყნის სატელიტი .. ასოები საქართველოში? ალბათ, არაბების, დიდი თურქობის, მონღოლთა თუ ირანის ბატონობის ჟამსაც არ ყოფილა საქართველო ისეთ შავ დღეში, როგორშიც ამჟამად არის. უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება, რომელიც ბოლო წლებში ქართველთა მასობრივი ემიგრაციისა და შობადობის მკვეთრი დაცემით იყო გამოწვეული, კიდევ უფრო დაამძიმა და ვიზუალურადაც თვალსაჩინო გახადა (გაიარეთ პეკინზე, რუსთაველზე და განსაკუთრებით _ პლეხანოვზე) მიგრანტების არნახულმა მოძალებამ საქართველოში.

მხოლოდ შარშან და წელს იუსტიციის სახლმა ათიათასობით უცხოტომელს .. ბინადრობის უფლება მისცა და ეს პროცესი, ქართული მიწების ფარულ თუ აშკარად გასხვისებასთან ერთად, უკონტროლოდ გრძელდება. მოკლედ, მრავალტანჯული ქართველი ერი ახლაც ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას და, თუ ამას გადავურჩით, სულ ცოტა, ზნეობრივი გადაგვარება-გადაჯიშება, რომ იტყვიან, ხელში გვიჭირავს…

ისევ სტალინის აგარაკს მივუბრუნდეთ, რადგან რის თქმასაც ქვემოთ ვაპირებ, მინდა, სასულიერო სემინარისტის ავტორიტეტითაც გავამყარო. იოსებ ჯუღაშვილმა ქართველ ისტორიკოსებს უთხრა, _ დააკვირდით იმ ქართველებს, რომლებიც თურქეთში, ირანსა და რუსეთში ჩარჩნენ საცხოვრებლადო და იქვე კითხვაც დასვა: სად უფრო შეინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა, ტრადიციები და, ბოლოს და ბოლოს, ქართული გარეგნობა?

ისტორიკოსებმა ერთხმად უპასუხეს: _ რა თქმა უნდა, რუსეთში.

_ და რატომ, რა მიზეზით? _ განაგრძო სტალინმა და თვითონვე უპასუხა მის მიერვე დასმულ შეკითხვას: _ იმიტომ, რომ რუსეთი და რუსები საქართველოს ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი ქვეყანა და ხალხია.

მოდი და, ამის შემდეგ უწოდე სტალინს ათეისტი. მე კი, სტალინის ავტორიტეტს “ამოფარებული”, ათასჯერ ნათქვამს ათას მეერთედ გავიმეორებ:

დღეს, ისევე, როგორც 200 წლის წინათ, იქნებ უფრო მეტადაც კი, აქტუალურია საქართველოსა რუსეთის ერთმორწმუნეობა. მიმოვიხედოთ, რა ხდება ირგვლივ _ სირიაში იქნება ეს თუ უკრაინაში, მთელი დასავლეთი ებრძვის რუსეთს და რატომ?

რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის, აღიარების მიხედვით, დასავლეთში უსამართლობად მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ბუნებრივი რესურსების 40% რუსეთისაა; იმიტომაც, იქნებ უწინარესადაც კი, რომ რუსეთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა. მართლმადიდებლობა კი, თანაც რუსეთის ბირთვული პოტენციალით ზურგგამაგრებული, გადაულახავი წინაღობაა უკვე გაპედერასტებული დასავლეთისთვის დანარჩენი მსოფლიოს ლგბტ-ზაციის გზაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის მონა “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს, მომავალ 17 მაისს თბილისში გეიაღლუმის გამართვით კიდევ უფრო “დაუახლოვდეს” ევროკავშირსა და ნატოს, მაშინ კითხვა “რუსეთი თუ აშშ?” უკვე რიტორიკაა, რადგან ყველა, მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ქართველის პასუხი იქნება: რა თქმა უნდა, რუსეთი!

როგორ ურჩხულადაც უნდა დაგვიხატონ შინაურმა თუ გარეულმა ნეოლიბერასტებმა რუსეთი, ბოლო 800 წლის განმავლობაში საქართველოს პირველად აქვს არჩევანი, არა ცუდსა და უარესს, არამედ კარგსა და ცუდს შორის _ ან რუსეთი, ან აშშ. მესამე არ არსებობს, რადგან “აშშ-ც მინდა და რუსეთიც” ან კიდევ უარესი _ “არც ერთი, ორივემ თავი დაგვანებოს”, უპასუხისმგებლო ურაპატრიოტობაა. ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვითაც კი, რუსეთთან ძველი, კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 35%.

სინამდვილეში კი უდავოდ მეტი, მაგრამ თუნდაც 35% იყოს, სად წავიდა ეს ხალხი, რატომ არ აისახა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს 35% და არ აისახება წლეულს თვითმმართველობის არჩევნებზე?

რატომ და იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” იქნება ეს თუ ოპოზიცია, ყველანი, პროდასავლურ კურსს “აწვებიან” და ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსეთის ლანძღვა-გინებაში. და, რადგან მათთვის მისაღები პარტია ვერ ნახეს, პრორუსულად განწყობილი 35% არჩევნებზე არ მივიდა.

თუმცა გამონაკლისებიც არის ნინო ბურჯანაძისა და “პატრიოტთა ალიანსის” სახით _ რუსეთს არ ლანძღავენ, მაგრამ პირველი გაუგებარ “უბლოკო სტატუსს” ვერ გასცდა, მეორე _ საქართველო-ნატო-რუსეთის აბდაუბდას. თვით ფაქტი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ჩადის მოსკოვში, უთუოდ მისასალმებელია, მაგრამ ზიუგანოვის მოადგილე კალაშნიკოვი, რამდენად არის გადაწყვეტილების მიმღები, მკითხველმა განსაჯოს. საბოლოოდ კი ორივენი ნახევარსიმართლით სწორედ შინ დარჩენილი ელექტორატის ხმებზე ნადირობენ, მაგრამ ამაოდ, რადგან ის ხალხი ელოდება ახალ, მესამე ძალას, რომელიც, ყოველგვარი დიპლომატიური წიაღსვლების გარეშე, მკაფიოდ განაცხადებს, რომ ჩვენი ფიზიკურზნეობრივი გადარჩენა, ხსნა ერთმორწმუნე რუსეთთან მჭიდრო კავშირშია.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ დაახლოებით 700 ათასი ეთნიკური ქართველი რუსეთის მოქალაქეა და ამდენი კიდევ არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში. რომ არაფერი ვთქვათ სოხუმსა და ცხინვალზე, რომელთა დაბრუნების გასაღები მოსკოვშია, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე თუ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთის ქოლგის ქვეშ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. ვეღარავინ გაგვიბედავს ანტიდისკრიმინაციული კანონის თავსმოხვევას, რომლის მეშვეობითაც აპირებენ საქართველოს სოდომ-გომორიზაციას. ნატო-ევროკავშირი უახლესი ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების შემოდინებას ნიშნავსო, არადა, ერთადერთი, რაც დასავლეთიდან მოედინება ყველა მიმართულებით, მათ შორის, საქართველოშიც, გარყვნილების ტექნოლოგიებია, რომლებიც კაცობრიობას წარღვნა-წალეკვით ემუქრება.

მაშ, აირჩიე, “ჩემო კარგო ქვეყანავ”: ან აშშ, ან რუსეთი, მესამე არ არსებობს!

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. კახეთი აირჩევს ყოველთვის რუსეთს…პატარა კახის კუთხეს არ ეშლება…მე კახეთის შვილი ვარ და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე

  2. ჩვენი დროის ნაღდი მამულიშვილის დავით მხეიძის ეს შესანიშნავი სტატია 3 წლის წინათაა დაწერილი, მაგრამ დღეს კიდრვ უფრო აქტუალური და ფასათვალისწინებელია. “ოცნების” ლიდერები ურცხვად აცხადებენ, რომ შეეკითხებიან დასავლელ სტრატეეგიულ პარტნიორებს როგორ მოიქცნენ, შემოუშვან თუ არა საქართველოში ლავროვი და სხვა რუსი დეპუტატები. სასწრაფოდ გასაუქმებელია უზნეო “ნაციონალების” მიერ მიღებული კანონი ოკუპაციის შესახებ და ვიმოქმედოთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here