Home ახალი ამბები მსოფლიო აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში ორ ახალ დოკუმენტზე მოაწერენ ხელს

აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში ორ ახალ დოკუმენტზე მოაწერენ ხელს

87

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოსკოვში 9 ნოემბერს ორი ახალი დოკუმენტის გაფორმება იგეგმება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტებს ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით.

პირველი დოკუმენტი აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხს ეხება, მეორე _ საკომუნიკაციო დერეფნისა და აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის გზის გახსნას.

დოკუმენტები აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ვიცეპრემიერებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here