Home რუბრიკები სამართალი რა ჭამა ქართულმა სამართალმა?

რა ჭამა ქართულმა სამართალმა?

17966
რა ჭამა ქართულმა სამართალმა?

საზოგადოდ, სამართალი სასამართლოზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სამართალიც, ალბათ, ზუსტად იმასჭამს”, რასაც სასამართლო, ანუ მოსამართლეები მიირთმევენ. საქართველოში კი, უკვე 30 წელიწადია, რაც პერმანენტულად ერთსა და იმავეს მიირთმევენ მოსამართლეებიც, მთელი სასამართლო სისტემაც და ამ სისტემის ხელში ჩაგდებისა და მისი კონტროლის მსურველი ხელისუფლებებიც _ ეს, დიდი ხანია, აშკარაა.

ამიტომ საზოგადოება უკვე აღარც ფიქრობს, რას მიირთმევენ ისინი (ეს თვალნათელია). უბრალოდ, ახლა მირთმევის ფორმები, გზები და მეთოდებია საინტერესო.

ხომ გახსოვთ “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, სოდის მიღების სხვადასხვა ხერხს რომ ხსნის დაფასთან გასული უვიცი ზურიკელა ვაშალომიძე? დაახლოებით ეგეთი სიტუციაა დღეს ქართულ სასამართლო სისტემაში _ ზოგი ჭიქა წყალში ხსნის და ერთი მიყუდებით ცლის სულმოუთქმელად, ზოგი კი ენაზე იყრის და…

მოკლედ, საქართველოში სასამართლო სისტემა უკვე არნახულად გაფარჩაკდა. ახალს ვერაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ ესნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელთა მიზანმიმართული დესტრუქციული ქმედებებისა დაქართული ოცნებისლიდერთა სრული გამოშტერების თუ დანაშაულებრივი უმოქმედობის ბრალია.

და მაინც, მოდი, განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა და მაგალითი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოში სასამართლო სისტემის, ანუ ხელისუფლების ყველაზე მთავარი შტოს არნახულ სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს.

კულმინაციით დავიწყოთ _ ეს იყო პარლამენტში ნაცების მიერ მოწყობილ დაკითხვაზე (ამას “მოსმენა” ნამდვილად არ ერქვა!) მოსამართლეობის კანდიდატებისთვის სრულიად არასერიოზული კითხვების დასმა და სასამართლო სისტემის გამასხარავების მცდელობა.

“დაწყებული იმით, თუ ვინ დაწერა “დიდოსტატის მარჯვენა” და დიპლომში ვის რა საგანში რა ნიშანი ჰყავდა, იმის დეტალური კვლევით დამთავრებული, ეს ცირკი სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ საქართველოში სიტყვები “სასამართლო” და “მოსამართლე” მასხრად ასაგდები, სამაიმუნო გახდეს.

პირდაპირ ვთქვათ _ “ნაციონალურ მოძრაობას”, ისევე, როგორც ყოველთვის, ახლაც ფეხებზე ჰკიდია სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი, ოღონდ კი თავის მიზანს მიაღწიოს. სხვათა შორის, 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციაც სწორედ ამის შედეგი იყო _ მიშა სააკაშვილის ობსტრუქციული ჯგუფები და ორგანიზაციები როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და მენტალურადაცაზონდერებდნენსაზოგადოებას და ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ მასხრად აეგდოთ მაშინდელი ჯარი, პოლიცია თუ სასამართლო სისტემა. ნამდვილად არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ შევარდნაძის დროს ეს ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ყველა უწყება გამართულად და კარგად მუშაობდა, მაგრამ, თუ ფაქტებს გავუსწორებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ რეალურად იმის მეათედი “უბედურებაც” კი არ ხდებოდა, რასაც გროტესკულად წარმოაჩენდა “ნაციონალური მოძრაობა” და მის მიერ მართული მედიასაშუალებები. დიახ, ვფიქრობ, უკვე ყველაზე გულუბრყვილო ადამიანსაც კი არ გაუკვირდება ის ფაქტი, რომ ნაცები ჯერ კიდევ მაშინ მართავდნენ არაერთ მედიასაშუალებას და განსაკუთრებით ჯიბეში ედოთ ტელეკომპანიარუსთავი 2” და გაზეთირეზონანსი”.

სწორედ მედიასაშუალებებით ხდებოდა, როგორც რეალური ფაქტების გაბუქება და ერთი უარყოფითი შემთხვევის ასად წარმოჩენა, ასევე ე.წ. დადგმული უბედურებებიც. მაგალითად: “ნაციონალური მოძრაობის” ზესტაფონის მაჟორიტარი კანდიდატის სახლში უცნობმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს!” დღეს ჟურნალისტთა წრეებში უკვე ბევრმა იცის, რომ ეს ხელყუმბარა თვითონ ნაცებმა შეაგდეს მაშინ იმ კანდიდატის სახლის სარდაფში, მისი ოჯახი წინასწარ იყო გახიზნული, ხოლო ღობის ბოლოში ამექსკლუზიურ სკანდალსჩართული კამერითა და მომარჯვებული მიკროფონით ელოდებოდარუსთავი 2”-ის ადგილობრივი ბიუროს გადამღები ჯგუფი

ასეთ “სკანდალებს” “რუსთვი 2” მაშინ კვირაში სამს მაინც დგამდა.

თუ კარგად დავძებნით არქივებს, იმასაც ვიპოვით, რომ არც ასფალტის დაგება დაუწყია სააკაშვილს გაპარტახებულ თბილისში და ეს ამბავი სწორედ შევარდნაძის დროინდელმა მთავრობამ წამოიწყო. პირადად მე, როგორც ჟურნალისტს, არაერთხელ გამომითქვამს პროტესტი პრესაში იმის გამო, რომ ასფალტის დასაგებად თბილისის სხვადასხვა უბანში გამოსულ ბულდოზერებზე გამოკრული იყო ბანერები წარწერითსაქართველოს მოქალაქეთა კავშირი”. ვაპროტესტებდი იმას, რომ ასფალტის დაგება სახელმწიფოს მოვალეობა იყო და ბულდოზერებზე რომელიმე პარტიის სახელი არ უნდა ყოფილიყო დაწერილი. ჩემს ამ პროტესტს ყველაზე აგრესიულად სწორედ მიხეილ სააკაშვილი ეხმიანებოდა და “ნამუსზე მაგდებდა”, იმის გამო, რომ “ვბედავდი” და “მსოფლიო დონის პოლიტიკოსს” _ ედუარდ შევარდნაძესა და მის პარტიას ვაკრიტიკებდი. როგორც ჩანს, საზოგადოების მახსოვრობა ძალიან მოკლეა, მოდიან თაობები, რომლებსაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით არ უნახავთ და ამიტომაც არის, რომკუპონის მამათავს უფლებას აძლევს, ირონიულდამცინავი, დამამცირებელი დაკითხვა მოუწყოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტარის სტატუსით.

“რა ჰქვია სამართლიანობის ქალღმერთს?” _ ისეთი ტონით ეკითხება ცნობილი გაიძვერა რომან გოცირიძე შალვა თადუმაძეს, თითქოს თვითონ სულ თემიდას მოსაწონად ცხოვრობდა და წამითაც არ გადაუხვევია სამართლიანობისა და სიმართლისთვის. თემიდა რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე რომ იყოს, როგორიც მითებშია, მაშინ გოცირიძეს თაღლითობისა და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისთვის, სულ ცოტა, 5-წლიანი პატიმრობა მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი.

მოდი, მხოლოდ “კუპონების მბრძანებელზე” ნუ გადავტეხავთ ჯოხს და ნაცების სხვა “მოღვაწეებსაც” დავუფასოთ ჯაფა სასამართლო სისტემისა და კონკრეტული მოსამართლეების იმიჯის შელახვის საქმეში. მაგალითად, გასულ კვირაში მოსამართლემ ნიკანორ მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მელიამ მოსამართლეს სასამართლო დარბაზშივე ხმამაღლა უთხრა: მობილურზე გირეკავენ ზევიდან და დირექტივებს გაძლევენ, ვის რა განაჩენი უნდა გამოუტანოო. საპასუხოდ მას მოსამართლემ მოსთხოვა წესრიგის დაცვა და ჩაქუჩი დაუკაკუნა, რაც სრულიად ჩვეულებრივი ამბავია.

სწორედ აქ იყო ყველაზე საინტერესო მელიას რეპლიკა: “ეგ ჩაქუჩი დაურტყი მურუსიძეს, ჩინჩალაძესა და თადუმაძეს!” _ ლამის “ბიჭო”-თი მიმართა მელიამ მოსამართლეს.

გათვლა, რა თქმა უნდა, მარტივი იყო _ მოსამართლისა და მელიას ეს შელაპარაკება და მელიას ფრაზა ყველა მედიასაშუალებამ აიტაცა და მთელი დღის განმავლობაში ატრიალა. შესაბამისად, სასამართლო სისტემის დამამცირებელი კიდევ ერთი “ცინცხალი ფრაზაც” გამოცხვა.

როდესაც სასამართლოსა და მოსამართლეების დამცირებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ნაპროკურორალი “ტელევიზიონშიკი” ნიკა გვარამია და, საზოგადოდ, “რუსთავი 2”-ის საქმე. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რა უქნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს. ახლა თვითონ რომ იყენებენ ტერმინ “ბულინგს” _ აი, ბულინგი ეგ იყო თუ იყო. ჯერ მხოლოდ იმისთვის, რომ მან მარტივი იურიდიული დეფინიცია გააკეთა _ “დედა ოჯახის წევრად არ ითვლება” _ ადამიანს ისეთი ლაფი ესროლეს, ისე დასცინეს და ისე აიგდეს მასხრად, მართლა მაგარი ნერვები სჭირდებოდა ამის გაძლებას. “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გამო კი “ბიძინას მონა” და “პუტინის აგენტი” ყველაზე რბილი ეპითეტები იყო, რომლებითაც ის შეამკეს, რადგან “უსამართლო” გადაწყვეტილება გამოიტანა, “ბიძინას დაკვეთა” შეასრულა და “კრემლის გავლენაში” მოექცა…

ურთმელიძეს დიდად არც სტრასბურგმა უშველა _ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი: ურთმელიძის გადაწყვეტილება სწორი იყო და არავის უფლებები ამ გადაწყვეტილებით არ დარღვეულაო. ურთმელიძისთვის არც ბოდიში მოუხდია ვინმეს და არც მისი ღირსების შელახვისთვის უგია პასუხი.

სამაგიეროდ, ნიკა გვარამიამ ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს უწოდა “საბჭოთა გადმონაშთი” და სტრასბურგელ მოსამართლეებს _ “პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის ადამიანები”. საბედნიეროდ, სტრასბურგის მოსამართლეებსა და ვეროპელ საზოგადოებას სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, რას კაკანებს ნაპროკურორალი “ტელევიზიონშიკი” და მისთვის პასუხის გასაცემად არც არავინ შეწუხებულა.

სიმართლე ითქვას, არც ჩვენ უნდა ვუთმობდეთ უკვე დიდ ყურადღებას ასეთი არასერიოზული კლოუნის გამოხდომებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება ჯერაც განვითარების იმ ეტაპზეა, რომ გვარამიას მსგავსი ჯამბაზების განცხადებებს მეტ-ნაკლებად მაინც სერიოზულად იღებს და ამიტომ ჯერაც საჭიროა, ადამიანებს მოვლენების სწორად აღქმასა და პიროვნებების სწორად შეფასებაში დავეხმაროთ.

ფაქტია: სასამართლო ხელისუფლების ასეთი დაკნინება, ასეთი გამასხარავება და გამაიმუნება მხოლოდ ამ სახელმწიფოს მტრებს შეიძლება აძლევდეთ ხელს. არავინ იფიქროს, შალვა თადუმაძეს ვიცავ ან მის უვადო მოსამართლეობას ვუჭერ ორი ხელით მხარს…

უბრალოდ, თუკი მოსამართლის კანდიდატურას იწუნებ, მაშინ ეს შეიძლება გაცილებით სერიოზული არგუმენტებით, გაცილებით სწორი შეკითხვებითა და გამართლებული მეთოდით გააკეთო. რომან გოცირიძის, ნიკა გვარამიასა და სხვათა მიზანი კი არა კონკრეტული მოსამართლისგაშავება”, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემის გაბიაბრუებაა

თუმცა, მართლაც და, რა უნდა ელაპარაკო მათ, ვინც სტრასბურგის სასამართლოსაც კი “საბჭოთა გადმონაშთს” უწოდებს?!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here