Home რუბრიკები პოლიტიკა “მე სიტყვასა ერთსა გკადრებ…”

“მე სიტყვასა ერთსა გკადრებ…”

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

1159
“მე სიტყვასა ერთსა გკადრებ...”

პირველი გამოშვება

დაკანონებული ბოროტება

მე შიშით ვცახცახებ ჩემი ქვეყნის გამო, როდესაც ვფიქრობ, რომ ღმერთი სამართლიანია!”

თომას ჯეფერსონი, აშშის მესამე პრეზიდენტი (1801-1809 ..)

Это разве нормально?!

საქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში დავასრულე ციკლიოქროს კვეთა”. დღეიდან ვიწყებ პუბლიცისტური წერილების ახალ ციკლს _ “მე სიტყვასა ერთსა გკადრებ…”

ისე გამოვიდა, რომ ჩემი ხალხი სხვა გზით მიემართება, მე კი ჯიუტად სხვა გზის აუცილებლობას ჩავჩიჩინებ, მრავალი წელიწადია. იმასაც ვფიქრობ, ხალხის ნებას წინ ვით უნდა აღუდგე-მეთქი, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ არასწორია გზა, რომელსაც ხალხი და ქვეყანა ადგანან, მეორე ფიქრი მძალავს ასეთ დროს, უნდა გეყოს ძალა ამის სათქმელად. რუსთაველიც წამომეშველა, ავთანდილს რომ ათქმევინა მეფისთვის: მე სიტყვასა ერთსა გკადრებ…”

კაცობრიობის ისტორია სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ისტორიაა. კაცობრიობამ გამოიარა ევოლუციაც და რევოლუციებიც; გამოიარა უდიდესი აღმშენებლობის პერიოდებიც და უსასტიკესი ომებიც; შექმნა ფილოსოფია, რელიგია, მეცნიერება, ხელოვნება; მიაღწია უდიდეს ტექნიკურ პროგრესს, მაგრამ… აღმოჩნდა, რომ ვერც ადამიანი და ვერც საზოგადოება ამით ვერ გაუმჯობესდა. არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!” _ ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ბრძანა ჩვენმა დიდმა წინაპარმა. რა აზრი აქვს ხანგრძლივი გზის გამოვლას, ცოდნის დაგროვებას, აზროვნების განვითარებას, ტექნიკურ მიღწევებს, თუკი ამით ადამიანი (საზოგადოება) ზნეობრივად ვერ მაღლდება?! ადამიანმა ატომში შეაღწია, აითვისა იგი და შეჰქმნა… ატომური ბომბი; ადამიანი კოსმოსში გაიჭრა დაიქაც ადამიანის გასანადგურებელი იარაღი განათავსა. კაცობრიობამ გამოიარა ორი მსოფლიო ომი, რომლებმაც ჯამში ას მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ აქედან მხოლოდ ის დასკვნა გააკეთა, რომ მესამე მსოფლიო ომისთვის მზადება უნდა დაეწყო და დაიწყო კიდეც. დედამიწაზე მცხოვრები თითქმის რვა მილიარდი ადამიანი რომ გამოკითხო, მათ შორის, ალბათ, ერთსაც ვერ ნახავთ, ომი რომ უნდა, მაგრამ მსოფლიო მაინც ომის მიმართულებით მიდის. ე.ი., არსებობს რაღაც ძალა, რომელიც მთელი პლანეტის მოსახლეობის ნებას აღემატება და მისი დათრგუნვა შეუძლია.

კადრი ფილმიდან „მონანიება“

რა ძალაა ეს?

საზოგადოდ, ეს ძალა ბოროტებაა, სიძულვილია, უსამართლობაა.

სად იღებს სათავეს ბოროტება და მისი დიალექტიკური საპირისპირო _ სიკეთე? რელიგიურ ხედვას პირველ ადამიანებამდე მივყავართ. ბიბლიის მიხედვით, ხე ცნობადისა ერთადერთი იყო, რომლის ნაყოფი, ღმერთის რჩევით, ადამსა და ევას არ უნდა გაესინჯათ, მაგრამ იგემეს. ღმერთმა ისინი დასაჯა, მოკვდავებად აქცია და სამოთხიდან გააძევა. ასე ჩაეყარა საფუძველი ბოროტებასა და სიკეთეს, სიძულვილსა და სიყვარულს…

ბოროტებისა და სიკეთის, უსამართლობისა და სამართლიანობის ჩასახვის ეტაპად მეცნიერებაც კაცობრიობის გარიჟრაჟს მიიჩნევს, მაგრამ მე მაინც იმ აზრისკენ ვიხრები, რომლის მიხედვითაც ნამდვილი ბოროტება იქ იწყება, სადაც იგი კონკრეტული ადამიანის მასშტაბს სცდება და სისტემის სახეს იღებს, მისი დაკანონება ხდება. ბოროტების დაკანონება მაშინ დაიწყო, როდესაც ანტაგონისტური კლასები ჩამოყალიბდა, შედეგად ცალკეულ ადამიანთა ბოროტებამ, ერთი მხრივ, ლეგალური, მეორე მხრივ კი, კოლექტიური და სოციალური ხასიათი შეიძინა. კაცობრიობამ დაკანონებული უსამართლობის ვითარებაში ათასწლეულები გამოიარა. მონათმფლობელური, ფეოდალური და კაპიტალისტური სისტემები სწორედ ადამიანის მიერ მეორე ადამიანის დაკანონებულ ჩაგვრასა და უსამართლობაზე იდგა. მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში (რუსეთში) შეიქმნა შესაძლებელი სოციალისტური რევოლუციის განხორციელება, რომელმაც სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებული პირველი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაუდო დასაბამი, მაგრამ უსამართლობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა მტრულმა გარემოცვამ ყველაფერი (მსოფლიო ომის ჩათვლით) იღონა იმისთვის, რომ სოციალისტური სახელმწიფო დაენგრია. მეოცე საუკუნის დასასრულს მათ ამ მიზანს მიაღწიეს და მსოფლიო ჰეგემონად კვლავ დაკანონებული უსამართლობა მოგვევლინა. დაკანონებულ სოციალურ უსამართლობასა და ადამიანთა უთანასწორობაზე დაფუძნებული სისტემა არის სწორედ ის ძალა, რომელიც პლანეტის მოსახლეობის ნებას თრგუნავს და მის ფიზიკურ არსებობას საფრთხეს უქმნის. ამ სისტემას კაპიტალიზმი ჰქვია. ადამიანი იაზროვნებდა, იმოქმედებდა და იცხოვრებდა ზნეობის კანონების მიხედვით, მაგრამ მას ამის უფლებასა და საშუალებას არ აძლევენ ძალები, რომლებისთვისაც ბოროტების კანონებით ცხოვრება სარფიანი და მომგებიანია. დაგროვილი უზარმაზარი კაპიტალის წყალობით ეს ტრანსნაციონალური ძალები ზესახელმწიფოებზეც კი დომინირებენ. ცხოვრების ეს უწესო წესი წარმოშობს სოციალურ ანომალიას, მსოფლიო მოსახლეობის სრულ გაღატაკებასა და ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში განუზომელი კაპიტალის თავმოყრას. მაგალითად: ამერიკელი მეწარმის, ილონ მასკის, კაპიტალმა 2021 წლის 10 იანვრისთვის, Bloomberg Billionaires Index (BBI)-ის მონაცემებით, 200 (ორას) მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ ასტრონომიული თანხის მასშტაბის გააზრება ადვილი არ არის. ამ რთულ საქმეში დახმარება იქნებ ერთმა უცნაურმა შედარებამ გაგვიწიოს: ეს თანხა უტოლდება რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წლიურ სამხედრო ბიუჯეტს, ერთად აღებულს. წარმოგიდგენიათ? ასეთი გაუგონარი სიმდიდრის ერთი ადამიანის ხელში კონცენტრაცია თავხედურად თამამ ზრახვებსა და ამბიციებს წარმოშობს. აკი, გაუჩნდა კიდევაც ამ კაცს პლანეტა მარსის კოლონიზაციის გეგმა. მას მარსზე საცხოვრებლად და სამუშაოდ მილიონი ადამიანის გადაყვანა სურს. თავი დავანებოთ იმის განხილვას, რამდენად რეალურია ამ ეტაპზე ამგვარი მეგაპროექტის განხორციელება. მთავარი აქ სხვა რამ არის. დღეს თუ არა, ხვალ ამგვარი სუპერპროექტის შესრულება ტექნიკურად შესაძლებელი თუ შეიქნება, მისი ფინანსური მხარის უზრუნველყოფას მხოლოდ ეს ერთი ადამიანი თავისუფლად შეძლებს. გახმაურებული ქართული ფილმის პერსონაჟისა არ იყოს, Это разве нормально?!

ესაა ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ კაცობრიობა მცდარ გზას ადგას და არასწორად ვითარდება. დედამიწის ერთმა ნაწილმა სწორი (სოციალისტური) მიმართულებით განვითარება რომ დაიწყო, აშშმა და მსოფლიოს დანარჩენმა არასწორმა ნაწილმა, როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ეს პრეცენდენტი აღეკვეთა, ანუ კონტრრევოლუცია განეხორციელებინა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ რუსეთიც კი, სადაც მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის აკვანი დაირწა, კაპიტალიზმის გზას ადგას. ისტორიის ჩარხის ამგვარი შემოტრიალების სავალალო შედეგებს დღეს ყველა ერთად ვიმკით. კაპიტალისტური სისტემაა ის საფრთხე, რომელიც კაცობრიობის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია. ყველაზე საკვირველი კი ისაა, რომ კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა ამ ჭეშმარიტების გაცნობიერება ჯერაც ვერ შეძლო. მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში გლობალური პრობლემების ჩამონათვალი, ძირითადად, ასე გამოიყურება:

ბირთვული ომის საფრთხე; ცალკეული სახელმწიფოებისა და რეგიონების (აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის) ეკონომიკური ჩამორჩენილობა; ბუნებრივი რესურსების (საკვები, სასარგებლო წიაღისეული, ენერგომატარებლები) ამოწურვის საფრთხე; ეკოლოგიური კრიზისი; პლანეტის ჭარბი მოსახლეობა; მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უარყოფითი შედეგები.

სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში ვერსად შეხვდებით კაპიტალისტურ სისტემას, როგორც დაკანონებულ ბოროტებას, რომელიც დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველა პრობლემის სათავე და საფუძველია. სრული კატეგორიულობით შეიძლება ითქვას: მოაშორეთ მსოფლიოს კაპიტალისტური ურჩხული და ზემოჩამოთვლილ პრობლემათა უმრავლესობა ავტომატურად მოიხსნება დღის წესრიგიდან.

მსხვერპლი

2021 წლის 21 იანვარს საქართველოს სასიხარულო ცნობა მოეფინა. მასმედია იუწყება: “სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება. სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთაშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა და დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი”.

_ გვეშველა! _ გაიფიქრებდა ქართველი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ყურს მოჰკრავდა: დღეს სტრასბურგმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, იგი აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი, და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ის საყრდენი, რომელზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება!”

_ გვეშველა! _ გაიფიქრებდა ქართველი, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეფასებას მოისმენდა: დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. დავა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეს საერთო გამარჯვებაა!”

_ გვეშველა! _ გაიფიქრებდა ქართველი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას მოისმენდა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა!”

_ გვეშველა! _ გაიფიქრებდა ქართველი, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებას მოისმენდა: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის საქმეზე არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთსაქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში!”

_ გვეშველა! _ გაიფიქრებდა ქართველი, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებას მოისმენდა: “ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილისა და მისი მოსკოველი პატრონების მცდელობებისა, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანტად, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ. ჩვენ წინ დიდი ბრძოლები გვაქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს დამთავრდება საქართველოს დეოკუპაციით და გამთლიანებით!”

_ უჰ, _ ამოისუნთქავდა დამშვიდებული ქართველი, _ რა არის სამშობლოს სიყვარული, ამ მთავარმა საკითხმა ხომ გააერთიანა აქამდე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ძალები!

როგორც იქნა, გაიხარა სრულიად საქართველომ _ ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ძალმომრეობაც გამოავლინა და მათი არაადამიანური ბუნებაც გააშიშვლა, _ ზეიმობს ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მუდამ ჩაწიხლული და დამარცხებული საქართველო, მაგრამ… მოიცადეთ, ეს რა არის, “ევრონიუსია”? რაო, რას ამბობსევრონიუსი”? კარგად დაუგდეთ ყური:

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო საქართველოს მიერ რუსეთისთვის წაყენებული მთელი რიგი ბრალდებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოვლენებზე 2008 წლის აგვისტოში. გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთი არ არის პასუხისმგებელი რუსი სამხედროების მიერ სამშვიდობო კონტინგენტზე და ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობაზე ქართული არმიის თავდასხმის მოგერიების მსვლელობისას 2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე მომხდარ ინციდენტზე” (პატივცემულო მკითხველო, ყურადღება მიაქციე ევროსასამართლოს სიტყვებს “სამშვიდობო კონტინგენტზე და ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობაზე ქართული არმიის თავდასხმა…”! ამ ფრაზით ახლა უკვე საერთაშორისო სასამართლო პირდაპირ ადანაშაულებს საქართველოს სამშვიდობი კონტინგენტსა და მძინარე ცხინვალზე სამხედრო თავდასხმაში! რედ.)…

რაო, რას ამბობენ, რუსეთი არ არის პასუხისმგებელიო? სხვათა შორის, ქართველ ჟურნალისტებს ამის გამო ხმაში ბზარი უკვე გაუჩნდათ. მაგალითად, ტელეკომპანია “მთავარი” სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მეორე დღესვე ცხარე ცრემლით ტიროდა: საქართველოს ისტორიული გამარჯვება სამართალმცოდნეებში კითხვებს იწვევს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. საერთო შეფასებით, კრემლს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ომის შემდგომ, არამედ ომის ხუთი დღის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვისაც”.

რუსეთი ომის დაწყებასა და ომის მსვლელობაზე თუ არ არის პასუხისმგებელი, აბა, რაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას, ომის შემდეგ ვიღაც რომ შეურაცხყო და ვიღაცის უფლებები დაარღვიაო? რუსეთმა ეს თუ გააკეთა, არ უნდა ექნა. წესიერი და დემოკრატიული სახელმწიფო თუ ხარ, ადამიანის უფლებები, ომის შემდეგ კი არა, ომის დროსაც არ უნდა დაარღვიო. ამ საკითხზე შემიძლია თავს ხუმრობის უფლებაც კი მივცე: სახელმწიფოს მხრიდან ომში წესიერი ქცევის ნიმუში თუ გნებავთ, აშშ აგერ არ არის?! მსოფლიოში რეგიონი არ დარჩენილა, ამერიკელებს რომ არ ეომოთ, მაგრამ ადამიანის უფლებები არსად დაურღვევიათ:

* არც იაპონიაში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მერე, სადაც მძინარე ქალაქებს _ ჰიროსიმასა და ნაგასაკს ატომური ბომბები დააყარეს;

* არც იუგოსლავიაში, მეოცე საუკუნის დასასრულს, ქვა ქვაზე რომ არ დატოვეს;

* არც ერაყში, სადაც, მართალია, მასობრივი განადგურების იარაღი ვერ იპოვეს, მაგრამ პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მაინც ჩამოახრჩვეს;

* არც ლიბიაში, რომელიც აყვავებული სახელმწიფო იყო, მაგრამ პრეზიდენტ მუამარ კადაფის ლინჩის წესით გაუსწორდნენ.

მართლაც საოცარი დემოკრატია აქვთ ამერიკელებს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში ომობენ, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ, “ფერად რევოლუციებსახორციელებენ, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ყველაფერ ამას ისე აკეთებენ, რომ ადამიანის უფლებებს არსად არღვევენ. ტაში და აპლოდისმენტები, სხვა რა გვეთქმის მსოფლიოს წინაშე მათი ფანტასტიკური თავხედობისა და უტიფრობის პასუხად?!

ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოვაყოლე. სადღეისოდ, ყველა დასავლური ორგანიზაცია, სტრასბურგის სასამართლოთი დაწყებული და ნობელის პრემიის კომიტეტით დამთავრებული, უკიდურესად და სამარცხვინოდ პოლიტიზებულია. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც სუბიექტური და მიკერძოებულია. იგი დასავლეთში გაბატონებული ანტირუსული ისტერიკის ნაყოფი და გამოძახილია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებაშიც ვერ მოხერხდა ჭეშმარიტების იმ დოზით დამახინჯება, რომ თეთრი შავად წარმოჩენილიყო და შავი _ თეთრად.

ევროპულმა სასამართლომ თუ ის დაადგინა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და ამ ომის პირველ ხუთდღიან მონაკვეთში რუსეთი საქართველოს თავდასხმას იგერიებდა, მაშინ ეს რა ქარიშხალი ტრიალებს ჩვენს ტელეეკრანებსა და პოლიტიკურ წრეებში? რა უხარიათ? რას ზეიმობენ? ეს იმ ზეიმის ექოა, ალბათ, 2008 წლის აგვისტოს ომში მარცხის შემდეგ სააკაშვილმა “გამარჯვების” აღსანიშნავად რომ გააჩაღა რუსთაველის პროსპექტზე.თავისუფლებამოპოვებულმაქართველებმა გამარჯვებისა და დამარცხების ახალი, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელიფილოსოფიაშევქმენით, რომლის მიხედვითაც არ აქვს მნიშვნელობა, გაიმარჯვებ თუ დამარცხდები, მთავარია, რომ საკუთარ ხალხს დამარცხება გამარჯვებად მიასაღო. ამფილოსოფიისმიხედვით, 2008 წელსაც გავიმარჯვეთ და ახლაც გავიმარჯვეთ, მაგრამ ამისტორიულ გამარჯვებებსერთი რამ აყენებს ჩრდილს _ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგულია. თუმცა, არ მგონია, ეს ამბავი ან ნაცებს ადარდებდეთ, ან _ ქოცებს. მათი ბედნიერებისთვის საკმარისია, ხალხი მოატყუონ, საზოგადოებას პოლიტიკური ილუზია შეუქმნან, რომ მუდამ მართალი და გამარჯვებული სახელმწიფო ვართ, რათა ხალხმა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენოს, დანარჩენი წყალსაც წაუღია. მესმის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის გადმოყრილი ამგვარი საკენკით იკვებებიან, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხომ იცის (უნდა იცოდეს!), რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩვენთვის გადმოგდებული ფარატინა ქაღალდი უშველის, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების ყაყანი და ვერც დასავლეთის სახელმწიფოების მესვეურთა მიერ გადმოღვრილი ნიანგის ცრემლები. ეს საქმე მთლიანად რუსეთის ხელშია. რუსეთი უკვე შემოვიდა ამიერკავკასიაში და ჩვენს მომავალ ბედზე მას თუ არ დაველაპარაკებით, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად თურქეთთან მოგვიწევს ლაპარაკი, რომლის ინტერესები აჭარის რეგიონს უკვე გამოსცდა და, აგერ, გურიაში შემოიჭრა, ანუ სულ უფრო ღრმად შემოდის საქართველოში.

საქართველო მსხვერპლიაო, _ გაიძახიან და მართლებიც არიან, ოღონდ მისამართია არეული. საქართველო დასავლეთის მიერ აქ დაკანონებული უსამართლობის მსხვერპლია, ჩვენს რეგიონში აშშ-ის სრულიად არალეგიტიმური ამბიციების მსხვერპლი. მიმძიმს ჩემი ხალხისთვის ამის კადრება, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა: საქართველო, პირველ რიგში, საკუთარი უგუნური გადაწყვეტილებების მსხვერპლია!

ეპოქალური მესაფლავე

2021 წლის 23 იანვარს რუსეთის რიგ ქალაქებში გაიმართა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მიტინგი. გერმანიიდან რამდენიმე დღის წინათ დაბრუნებული ნავალნი, როგორც ცნობილია, აეროპორტშივე დააკავეს. ნავალნი, რომელიც ვითომ “ნოვიჩოკით” (საბრძოლო მომწამლავი ნივთიერება) იყო მოწამლული, სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა. ნავალნის დაპატიმრებიდან მეორე დღესვეიუთუბზეაიტვირთა მის მიერ მომზადებული ფილმისასახლე პუტინისთვის”. ამ ფილმშივე ჩანს, რომ ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ კი არ იმყოფებოდა, ფილმს ამზადებდა. რაც მთავარია, ამ მასალიდან ისიც ჩანს, რომ იგი, ნავალნის მიერ კი არა, დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ არის მომზადებული. დასავლეთის კვალი 23 იანვრის მიტინგების ორგანიზებაშიც აშკარაა. 22 იანვარს აშშ-ის საელჩომ რუსეთში გამოაქვეყნა იმ ქალაქების სია, რომლებშიც მიტინგები უნდა გამართულიყო და ამ სიას მიტინგებზე მისასვლელი დეტალური მარშრუტებიც მოაყოლა. ეს ვითომ რუსეთში მყოფი აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოების მოტივით გაკეთდა, მაგრამ სინამდვილეში იგი მიტინგზე მისვლის მოწოდება იყო. დასავლეთმა უკადრებელი იკადრა. პანდემიის ვითარებაში მათ სოციალური ქსელების მეშვეობით, რომლებიც მთლიანად აშშის სპეცსამსახურების ხელშია, ორგანიზება მოახდინეს რუსეთში მცხოვრები მცირეწლოვნებისა იმ მიზნით, რომ მიტინგზე მათი მაქსიმალური რაოდენობა მიეყვანათ. დაგეგმილი ჰქონდათ პროვოკაციები, რომ მერე ეყვირათ, _ რუსეთში ადამიანების უფლებები ფეხქვეშ ითელებაო. როგორ არ უნდა რცხვენოდეს დასავლეთს, როდესაც ისინი ადამიანის უფლებების დაცვისკენ სხვებს მოუწოდებენ მას შემდეგ, რაც მათ სახელმწიფოებში ხდება?!

საერთაშორისო კაპიტალიზმი, რომელიც მსოფლიოში ყველა უბედურების სათავეა, როგორც ჩანს, სირცხვილის ატროფიასაც იწვევს. აქამდე თუ არ დაკვირვებიხართ, დააკვირდით დასავლეთის პოლიტიკოსების ქცევებს, საუბარს, ლოგიკას, ორმაგ სტანდარტებს, ყოვლისმკადრებლობას და მიხვდებით, რომ მათ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არ აქვთ, საერთოდ არ დაჰყოლიათ დედის მუცლიდან.

რუსეთში გამართულ მიტინგებზე რომ ვსაუბრობ, მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ მამოძრავებს რუსული პოლიტიკის გამოსარჩლებისა. კაპიტალისტური რუსეთიც დასავლური კაპიტალიზმის ნაწილადაა ქცეული. ბიბლიის ენით რომ ვთქვათ, რუსეთმა გასინჯა აკრძალული ნაყოფი ხე ცნობადისა (კაპიტალიზმისა) და ამის გამო, წესისამებრ, ისჯება. დასავლეთთან რუსეთის დღევანდელი კონფლიქტი სულაც არ მომდინარეობს იდეოლოგიური საფუძვლებიდან. კაპიტალისტური ამერიკა კაპიტალისტურ რუსეთს ებრძვის, რათა დაასუსტოს იგი, როგორც ყველაზე ძლიერი კონკურენტი. რუსეთში ჯერჯერობით სხვა არაფერი ხდება, მაგრამ შორს არ არის ის დღე, როდესაც რუსულ კაპიტალიზმსაც აუცილებლად მიადგება მისი ეპოქალური მესაფლავე. ეს არ იქნება დასავლეთის სპეცსამსახურებში გამოჩეკილი ვინმე ნავალნი ან დასავლეთისმეხუთე კოლონისსხვა რომელიმე წარმომადგენელი. ეს რუსი ხალხის მტკიცე ნება იქნება, დაკანონებული ბოროტების წინააღმდეგ საერთაშორისო პროტესტითა და მსოფლიო ამბოხით გაჯერებული.

ყოველმხრივ ჩიხში შესული მსოფლიოსთვის სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს!

ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა ბატონო ვალერი! როგორც ყოველთვის სრულ სიმართლეს ბრძანებთ. რა ამბავი ატეხეს ამ სტრასბურგის სასამართლოში გაჟღერებული ერთი-ორი წინადადების გამო?! საქმის მოგებას ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ შედეგებით და არა სხვისი მითითება-‘აღიარებით’. სტრასბურგში ’33 კილოგრამიანი ჩანთით თუ ჩემოდნით’ [როგორც იწონებენ თავს] ქაღალდების აქეთ-იქით ტარებას სჯობს საქმე აკეთონ. ძალიან კარგად იციან ვისაც უნდა დაელაპარაკონ. სირცხვილია ბოლოსდაბილოს თავის [ვგულისხმობ მათ, ვინც ატეხა ეს ხმაური და თან შექების მოლოდინშია!!!] და ქვეყნის ასე გამასხარავება. მადლობა თქვენ, ბატონო ვალერი, თქვენი დაუღალავი შრომისთვის – ამ საკითხის ასეთი ზუსტი და ამომწურავი ანალიზისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here