ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის ერთობლივი ვალუტის შემოღებისა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს არც ბელარუსული რუბლი და არც რუსული რუბლი. ეს უნდა იყოს “ნეიტრალური” ვალუტა.
“ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ამ შეთანხმების არც ერთ პუნქტზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ ერთობლივი ვალუტის შემოღების, მაგრამ ეს უნდა იყოს ნეიტრალური ვალუტა _ არც ბელარუსული რუბლი და არც რუსული რუბლი”, _ განაცხადა ლუკაშენკომ.