Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ დალევს “ბორჯომს” აშშ-სა და ევროპაში?

ვინ დალევს “ბორჯომს” აშშ-სა და ევროპაში?

154
ვინ დალევს “ბორჯომს” აშშ-სა და ევროპაში?

საქართველო განაგრძობს ექსპერტების დაინტერესებასიდუმალითავისებურებებით, რომლებსაც ქვეყანა ავლენს ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში. ამ კრიზისს დასავლეთში სხვადასხვანაირად აღწერენ: როგორც რეფორმისტული კურსის ჩაფლავებას, როგორცქართული დემოკრატიის მატარებლისგადავარდნას ევროპული რელსებიდან”. და მიუთითებენ, რომქაოსმა, რომელშიც იძირება საქართველო, ძალიან სახიფათო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნისთვის”.

კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას საქართველო ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარებით ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ყველაფერი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო ხმების 40,53%-ზე 8%-ით მეტი მოაგროვა. ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და ამით შეეცადნენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პარალიზებას; ამასთანავე, მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და საარჩევნო სისტემისა და სასამართლოს სფეროს რეფორმირება. ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება.

ვინ დალევს “ბორჯომს” აშშ-სა და ევროპაში?

ახლა კონკრეტული ფაქტები. საშუამავლო ძალისხმევის პირველი ტურის ჩაფლავების შემდეგ თბილისს კვლავ ეწვია შვედი დიპლომატი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. ბრიუსელში გამართული კონსულტაციების შემდეგ მან დაპირისპირებულ მხარეებს კომპრომისულ პირობებზე აგებული ახალი დოკუმენტი წარუდგინა. დანიელსონის დასახმარებლად გადაისროლეს კიდევ ერთი დესანტი _ “აღმოსავლური პარტნიორობის” უცხოეთში მოქმედების სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშლის კაბინეტის წევრი და მისი მრჩეველი მაგდალენა გრონო და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, მაგრამ ევროპული დიპლომატიის “ვარსკვლავებმა” ვერ შეძლეს მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის კრიზისიდან გამოსასვლელი ხიდის აგება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი დევიდ კრამერი და საქართველოში აშშ-ის ექს-ელჩი იან კელი ამერიკულ გამოცემა The Bulwark-ში გამოქვენებულ წერილში წერდნენ: მხოლოდ აშშ, როგორც საქართველოზე ყველაზე მეტი დადებითი გავლენის მქონე ქვეყანას, შეუძლია გამოიყენოს თავისი გავლენა და მიუთითოს შესაძლო სანქციებზე დამნაშავეთა მიმართ”. მათი აზრით, საქართველოში მთავარი შუამავლის როლი “ამერიკის კონგრესის წევრებმა უნდა მოირგონ.

კრამერი და კელი წერდნენ, რომ კრიზისი საქართველოში ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს”. “დიახ!” _ უპასუხა ოპოზიციამ, რომლის ზოგიერთ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” კულისებსმიღმა ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. “არა!” _ უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროს მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტმა. მისი თქმით, “2012 წელს ქვეყნის სათავეშიქართული ოცნებისმოსვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უარი არ უთქვამს თავის მოვალეობების შესრულებასა და სწრაფვაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და განაგრძობს დასავლური კურსით მსვლელობას”.

ვინ დალევს “ბორჯომს” აშშ-სა და ევროპაში?

კენტის მტკიცებით, უნდა განისაზღვროს, რომელი პოლიტიკური ძალა უფრო ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისადმი, რომლებიც საკვანძო იქნება იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”. ეს კი, როგორც ოდესაში იტყვიან, სულ სხვა მუსიკაა, უფრო ზუსტად, როგორც ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები, 1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს უცხოეთის საკითხების კომისიის თავმჯდომარე მედეა თუშმალიშვილი წერს, ეს წარმოადგენს მთავარ ქართულ პარადოქსს”. მისი აზრით, “ოპოზიციური პარტიების დამარცხების მთავარი მიზეზი არის ის, რომ მას არ ჰქონდა და არ აქვს ქვეყნის განვითარების ალტერნატიული სამოქმედო პროგრამა და სერიოზული არგუმენტირებული პროგრამის ნაცვლად ქართულ მასმედიაში ყოველდღიურად ვკითხულობთ და გვესმის ხშირად დაუსაბუთებელი, არაკვალიფიციური ბრალდებები”.

აი, კიდევ ერთი ციტატა: საკამათო არ არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ დასავლური ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოსგან, დემოკრატიული იდეალები, რომლებიც წარმოადგენს დასავლური სამყაროს ძირითად პოსტულატებს, ჩვენთვის ჯერ კიდევ რთულად მისაღწევი ფასეულობებია”.

დავუშვათ, ოპოზიციამ მიაღწია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ მას ამჯერადაც არ ექნება გამარჯვების შანსი, დემოკრატიულ სამყაროში მიღებული წესით კი, აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა დააკომპლექტოს არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ.

რა მოხდება შემდეგ და როგორ მოგვარდება საქართველოსთვის მტკივნეული პრობლემები? თუმცა პრობლემა ამჟამად სხვა მხრიდან წარმოჩნდა.

რატომ გაახსენდათ აშშ-ში მაინცდამაინც ახლა, რომ “საქართველოში დემოკრატია არც არასდროს ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ბოლო 30 წლის განმავლობაში”, და რატომ მიმართეს დიპლომატიური ქარაგმებს ამ საბაბით და არა “რუსული საფრთხიდან” გამომდინარე? ეს ერთი. და მეორე _ რა არის იმის მიზეზი, რომ ვაშინგტონი არც ისე გაუმჭვირვალედ მიანიშნებს “თავისი პოლიტიკის ლიმიტზე” საქართველოს მიმართ?

ყველაზე გაბედული ვერსია, რომელიც გამოითქვა, არის პრობლემები თვითონ ვაშინგტონის კავკასიურ პოლიტიკაში. შესაძლოა, ამერიკაში ვიღაცას არ სურდა, ევროპელი დიპლომატების მისია საქართველოში წარმატებით დასრულებულიყო და ევროკავშირს ხელს უშლიდა, თუმცა ადრე ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ამერიკელებს განზრახული ჰქონდათ, მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის და შეერყიათქართული ოცნებისპოზიციები.

P.S. ბრიუსელის ახალ შეთავაზებაზე უარი თქვა ოპოზიციამ და, როგორც ჩანს, არც აპირებდა ხელისუფლებასთან რამეზე შეთანხმებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და .. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. ეს კიქართულ ოცნებასკაპიტულაციასა დანაციონალური მოძრაობისთვისხელისუფლების გადაბარებას ნიშნავს.

Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here