Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: ასე გაიქცევიან სხვებიც და წაიღებენ მილიონებს, ჩვენ კი დაგვრჩება თურქებზე...

ვაჟა ოთარაშვილი: ასე გაიქცევიან სხვებიც და წაიღებენ მილიონებს, ჩვენ კი დაგვრჩება თურქებზე გაყიდული, დაკაბალებული საქართველო

547
ვაჟა ოთარაშვილი

5 მარტს ხელისუფლების წარმომადგენლები ახალდანიშნული პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, დავალებით (რომელმაც 28 თებერვალს ქუთაისში გამართული ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო მრავალათასიანი მანიფესტაციის შემდეგ პროექტის გარშემო არსებულ ყველა შეკითხვაზე დეტალური განმარტებების პირობა დადო), ცაგერში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორც თვითონ თქვეს, “საინფორმაციოშეხვედრა გამართეს. შეხვედრა კითხვაპასუხის რეჟიმში რამდენიმე საათს გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ მინისტრებმა მედიასთან ისაუბრეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შიშს ახალი ჰესის მშენებლობის შედეგად კლიმატური პირობების ცვლილების ან დასახლებების დატბორვის საფრთხის გამო აპოკალიფსური სურათი უწოდა, რომელიც, თურმე, ფანტაზიის ნაყოფია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კი ყურადღება ჰესის კასკადის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა და დასძინა, რომ მოსახლეობამ მიიღო ამომწურავი პასუხები ყველა შეკითხვაზე, რომლებიც მათ აინტერესებდათ.

ცნობისთვის: რიონის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას, უკვე ოთხ თვეზე მეტია, კარვები აქვს გაშლილი და ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათი უკმაყოფილების მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ (ჯერ წინამ და შემდეგ მოქმედმაც) თურქულ კომპანია “ენკასთან” გააფორმა კაბალური ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მას რიონის ხეობა ასი წლით გადაეცა. (კომპანია, ფაქტობრივად, ერდოღანის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციაა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად ატარებს არასაჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს). ხელისუფლება და მისი პროპაგანდის საშუალებები კი ყველანაირად ცდილობენ, მოსახლეობის პროტესტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს უკმაყოფილებას მხოლოდ გეოლოგიური საფრთხეების შიში იწვევს…

რატომ არის ნამოხვანჰესის პროექტი საზოგადოებისთვის მიუღებელი და რა საფრთხეებს შეიცავს თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოსთვის _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, ნამოხვანჰესის გარშემო ატეხილი ხმაური მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინათ ქუთაისში მრავალათასიანი მიტინგიც გაიმართახელისუფლება ამ თემას ცოტა სხვანაირად წარმოაჩენს _ ცდილობს, ყველაფერი ისე დაგვანახვოს, თითქოს უკმაყოფილება გამოწვეულია მხოლოდ შიშით დასახლებებისთვის საფრთხის შემცველი გეოლოგიური პროცესებისა და ქუთაისის დატბორვის საფრთხის გამო. რით არის ჩვენთვის მიუღებელი თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება?

_ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი “მეოცნებე” ხელისუფლება, ისევე, როგორც ნაციონალური რეჟიმის ხელისუფლება, არის სამშობლოს, ქართველობის მოღალატე და გამყიდველი ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ატარებდა მტრულ პოლიტიკას. გამომდინარე აქედან, ორივე მათგანი _ “ნაცებიც” და “ქოცებიც” _ გასაყრელი და დასაჭერი არიან, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ნამოხვანჰესის ამბავი თავის დროზე სწორედ სააკაშვილის ფაშისტურმა ხელისუფლებამ დაიწყო და ამჟამინდელმა წარმატებით განაგრძო. გაგახსენებთ სააკაშვილის “მგზნებარე” გამოსვლას, თუ არ ვცდები, 2009 წელს, როდესაც ნამოხვანჰესზე ვრცლად ისაუბრა და მისი სიმძლავრე ენგურჰესის სიმძლავრეს შეადარა. პირველმა საააშვილმა დაიწყო ყბედობა გიგანტურ ჰესებზე და ამტკიცებდა, რომ ქვეყანას ამ პროექტების განხორციელების შემდეგ ექნებოდა ენეგროდამოუკიდებლობა. ეს არის მტკნარი სიცრუე და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მისი განცხადებები არანაირ მეცნიერულ დასკვნებს არ ეფუძნებოდა და მეორე: შეუძლებელია, ვისაუბროთ ენერგო დამოუკიდებლობაზე, როცა უცხო სახელმწიფოსთან აფორმებ შენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად წამგებიან, მონურ ხელშეკრულებას და მთელ ხეობას სიმბოლურ ფასად აძლევ მას საუკუნოვანი იჯარით. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, გიორგი გახარიამ, სანამ გადადგებოდა, ხელი მოაწერა წარმოუდგენლად მოღალატეობრივ დოკუმენტს, რითაც, არ მომერიდება ამის თქმის, საქართველოს ისტორიულ მტერს საბოლოოდ დაუმტკიცა 576 ჰექტარი მიწის ფართობი 121 ლარად. მე ვთვლი, რომ ეს არის ფარული კორუფციული გარიგების ნიშნების მქონე ხელშეკრულება და ეს საქმე გამოსაძიებელია სხვათა შორის, აქვე მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო ქალბატონ თურნავასა და ბატონ დავითაშვილის ჩასვლას იმერეთში, სადაც მათ ვითომ შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხალხს “ამომწურავი” ინფორმაცია მიაწოდეს ნამოხვანჰესის კასკადზე. ეს იყო ჩვეულბრივი მასკარადი, რომელსაც ესწრებოდა მათი პარტიული აქტივი და მათ მიერვე დასმულ შეკითხვებს სცემდნენ პასუხს. თუმცა, მადლობა ღმერთს, იქ იყვნენ მართლა გულანთებული მამულიშვილებიც, რომლებმაც პირში მიახალეს სიმართლე.

_ ამ შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას ფანტაზიის ნაყოფი უწოდაშიშებსიმის თაობაზე, რომ ახალმა ჰესმა შეიძლება დასახლებებს საფრთხე შეუქმნას.

_ თურნავა არის უვიცი მინისტრი. რა ფანტაზიის ნაყოფი… დამიჯდეს ნებისმიერ ეთერში და გამცეს იმ შეკითხვებზე პასუხები, რომლებსაც დავუსვამ. სხვათა შორის, ჩემი პირველი დისერტაცია მიწისზედა წყლების კონტროლის ავტომატიზებულ სისტემებს ეხებოდა და ზეპირად ვიცი ეკოსისტემის თავისებურებები… ოდიუმ ჰეიტრედის წიგნი მაინც წაიკითხონ, დასავლელი მეცნიერის, რომელიც ამტკიცებს, რომ დღევანდელი მსოფლიო უსერიოზულესი ეკოკატასტროფის საფრთხის წინაშეა.

რაც შეეხება ხელისუფლების ისევ იმ “არგუმენტს”, რომ თურმე გიგანტური ჰესები არის გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ, რომელ ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობენ, როცა დღეს საქართველო პრაქტიკულად თავის ვერც ერთ ბუნებრივ სიმდიდრეს ვერ აკონტროლებს. გნებავთ, წყალი ავიღოთ, გნებავთ _ ელექტროენერგია და სხვა, ყველაფერი უცხოელებს მიჰყიდეს. სასოფლოსამეურნეო მიწა აღარ დარჩა ქვეყანაში, რომელიც სადავო არ გამხდარიყო ან ინდოელებთან, ან ჩინელებთან და არაბებთან. ეს ხელისუფლება ფიქრობს დამოუკიდებლობაზე?! იმაზე, რომ საქართველო რამე მიმართულებით სხვაზე არ იყოს დამოუკიდებელი?!

_ ფარული კორუფციული გარიგების ნიშნები ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელია ამ საქმის გამოძიება?

_ დღევანდელ ვითარებაში რა გითხრათ, მაგრამ, თუ ოდესმე ეროვნული ხელისუფლება გვეღირსება, ყველა, ვინც რამე ფორმით მონაწილეობა მიიღო მოღალატეობრივ გარიგებაში, აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ისინი უნდა გასამართლდნენ ღალატის მუხლით. ახლა ორიოდე სიტყვა ეკონომიკის მინისტრზეც ვთქვათ, რომელიც ამ დღეებში ძალიან თამამ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. უსინდისოდ იტყუება ქალბატონი თურნავა, როცა მოსახლეობას ჰპირდება, რომ ნამოხვანჰესი არის პროექტი, რომელიც მათ დაასაქმებს. ეს მტკნარი სიცრუეააჩვენონ ხალხს ხელშეკრულება, სხვათა შორის, 200 გვერდზე მეტია და გააცნონ, რა არის მასში ჩადებულიგაგიჟდებითრაც შეეხება, თავის მხრივ, თურქეთის ინტერესებს, ნეოოსმალური იდეის მქონე დღევანდელი თურქეთი არა მხოლოდ რიონის ხეობას ყიდულობს ამ ხელშეკრულებით, ის მთელ დასავლეთ საქართველოში იქმნის პლაცდარმს შემდგომი ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიისთვის. შესაბამისად, ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიქნებით, მაგრამ ჩვენს შვილებს, ჩვენს შვილიშვილებს მოუწევთ კაბალურ პირობებში ყოფნა იმ თურქი ფაშების შთამომავლებთან, რომელთა წინაპრები ჩვენს მიწაწყალს სისხლით რწყავდნენ

_ საზოგადოება ერთიანია ამ საკითხის გარშემო?

_ 28 თებერვალს ქუთაისში გამართულმა მრავალათასიანმა აქციამ, რომელიც თავიდან ბოლომდე საზოგადოებრივი პროტესტი იყო და არავითარი პოლიტიკური ორგანიზება მას არ ჰქონია, აჩვენა, რომ ქართველი ერი, სრულიად საქართველო ამ საკითხში ერთსულოვანია. აი, ეს არის ზუსტად ის ფაქტი, რომელიც ყველას გვარწმუნებს, რომ ქართველი ხალხი თავის მიწა-წყალს არ დათმობს. სხვათა შორის, ქუთაისის აქცია არც ერთმა ტელევიზიამ მიზანმიმართულად არ გააშუქა. ერთადერთი გამოაცხადეს, ათობით ადამიანი გამოვიდაო… არადა, ათიათასობით ადამიანი იყო და მომავალში კიდევ უფრო მეტი გამოვა. ისე, “ლიბერალური” მედიასაშუალებებისგან, ალბათ, არც უნდა გაგვკვირვებოდა ის უსირცხვილობა, რომელიც იკადრეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაქვს პრეტენზია. შეიძლება, ტელევიზია, რომელიც ხალხის ჯიბიდან ფინანსდება, ასე უსირცხვილოდ არად აგდებდეს ამხელა საზოგადოებრივ პროტესტს?!

_ გამოსავალი რა შეიძლება იყოს ამ ვითარებიდან?

_ გამოსავალი, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია: თუ არ გვინდა, რომ მოღალატე სააკაშვილისა და მერე უკვე “ქოცების” მიერ გაყიდული რიონის ხეობის სახით შუაგულ საქართველოში გაჩნდეს თურქული ანკლავი, დიდი და პატარა უნდა გამოვიდეს გარეთ საკუთარი პოზიციის გამოსახატავად; სრულიად საქართველო უნდა დადგეს ფეხზე და არ უნდა გაჩერდეს, სანამ ამ საუკუნის ღალატს არ დაესმევა წერტილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვართ კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ის, რაც ხდება, არის ქვეყნის ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაკარგვის საფრთხე.

რაც შეეხება ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც, ეს დღეებია, “გვამშვიდებენ”, _ ნუ გეშინიათ, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერაა ეს საკითხი შესწავლილი და საფრთხე არ არსებობსო, გახარია იყო პრემიერი, მოაწერა ხელი ამ მოღალატეობრივ ხელშეკრულებას, დღეს აღარაა; სააკაშვილი იყო თავის დროზე, საერთოდ გაქცეულია… აი, ასე გაიქცევიან სხვებიც და წაიღებენ მილიონებს, ჩვენ კი დაგვრჩება თურქებზე გაყიდული, დაკაბალებული საქართველო, რომელსაც დამოკლეს მახვილივით ექნება ზედ დაკიდებული ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვისაა აუცილებელი ერისა და ბერის ფეხზე დადგომა. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოკლედ ვთქვა რიონის ხეობის მცხოვრებლებზე, რომლებიც, ამდენი ხანია, ღამეებს კარვებში ათევენ და გმირულად იცავენ თავიანთ მიწა-წყალს. ერთ-ერთ მათგანს, ქალბატონ მაკა სულაძეს, ჰესის მშენებელი თურქული კომპანია სთავაზობდა სოლიდურ თანხას, რათა დაეთმო მამაპაპისეული მიწა და თურქებისთვის მიეყიდა. მან უარი თქვა ამ მზაკვრულ შეთავაზებაზე და დღემდე მედგრად დგას რიონის ხეობის მცველებს შორის… აი, სანამ ასეთი მანდილოსნები არსებობენ ამ ქვეყანაში, ჩვენ გადაშენება არ გვიწერია. ასეთ პატრიოტ ადამიანებზე დგას დღემდე საქართველო. ღმერთი იყოს ასეთი გულანთებული მამულიშვილების მფარველი!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here