Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: ქართველი ხალხი ივანიშვილის რუსულ ორიენტაციაში თუ დარწმუნდება, ბიძინა არჩევნებს მოიგებს...

ვალერი კვარაცხელია: ქართველი ხალხი ივანიშვილის რუსულ ორიენტაციაში თუ დარწმუნდება, ბიძინა არჩევნებს მოიგებს კი არა, ეროვნულ გმირად იქცევა, მაგრამ არა მგონია, იგი ამ მასშტაბის ისტორიული პიროვნება აღმოჩნდეს

7879
ვალერი კვარაცხელია

5 თებერვალს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მრავალპარტიაგამოცვლილმა, მრავალჯერ აზრშეცვლილმა, ამჟამად ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვა და განაცხადა: “ასე დავასრულებთ ჩვენ ყველა ავტორიტარულ და კომუნისტურ მმართველობას ქვეყანაში. რაც დღესქართული ოცნებისწარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება, საბჭოთა კავშირის პოლიტიკაა”.

მკითხველს გვინდა შევახსენოთ, 2012 წლის 1 დეკემბერს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავის სახლში უმასპინძლა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” დამფუძნებელ ჯორჯ სოროსს. მიმდინარე წლის 7 იანვარს კი დიდი შეხვედრა მოუწყო აშშ-ის ახალდანიშნულ ელჩ კელი დეგნანს. პარალალურად, 7 იანვარსვე, პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი ამერიკაში “აფრინა” იმ სენატორებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოს მთავრობას მმართველობას უწუნებდნენ და წერილს წერილზე გზავნიდნენ.

რატომ ჰგონიათ .. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს, რომ ბიძინა ივანიშვილისაბჭოთა გადმონაშთიადა ქვეყანაში კომუნისტური მმართველობაა? რა დაწვა ერთერთმა ლეიბორისტმა საბჭოთა საქართველოს დროშის დაწვით? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი, “ნეიტრალური საქართველოსთავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია გვესაუბრება.

_ ბატონო ვალერი, .. გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთმა წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა რამდენიმე დღის წინათ დემონსტრაციულად დაწვა საბჭოთა საქართველოს დროშა. რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ის 70 წელიწადი, როცა საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, ანუ რა დაწვა ამ დროშის სახით ლეიბორისტმა ლაშა ჩხარტიშვილმა?

_ არ ვიცი, ვინ არის და რას წარმოადგენს ბატონი ჩხარტიშვილი, ამიტომ ნება მომეცით, კომენტარი ფაქტზე გავაკეთო და არა ამ პიროვნებაზე.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ სისტემას, რადგან ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას უფრო მაღლა აყენებდნენ, ვიდრე სოციალური სამართლიანობის იდეას. მათ ვერ გაიგეს და არ ესმოდათ სოციალიზმის პრინციპული განსხვავება ისტორიაში არსებული ყველა დანარჩენი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემებისგან. მათი ამ ფილოსოფიურ-სოციოლოგიური სიბეცის გამო, ისე გამოდიოდა, რომ ისინი ებრძოდნენ ისტორიულ პროგრესს, ნახტომს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შედეგად განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ისინი დასაფასებელი პიროვნებები არიან იმის გამო, რომ, რასაც აკეთებდნენ, სამშობლოს სიყვარულით აკეთებდნენ.

მიტმასნილი მედროვე-მამაძაღლები მაშინაც იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ადამიანებს ასე არ ვახარისხებთ, რადგან ჩვენი მიზანია, გავმიჯნოთ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მართლა მებრძოლები _ მაშინდელი, რეალურ დროში რეალურად მებრძოლები და დღევანდელი ფსევდომებრძოლები, არარეალურ დროში პოსტფაქტუმ მებრძოლები, ანუ წარსულთან მებრძოლები.

მაშინდელ მებრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბრძოლას ქვეყნისთვის უბედურების გარდა არაფერი მოუტანია, მაინც ნამდვილ მებრძოლებად აღვიქვამთ და ერთგვარი დიდების შარავანდედითაც ვმოსავთ. ამ ახალ “მებრძოლებში” კი, რამდენიც უნდა ვეძებოთ, დიდებას კი არა, უბრალოდ, დადებით შტრიხს ვერ იპოვით, რადგან ერთია, როცა ნამდვილი რევოლუციური აღტყინების ხმა და ყიჟინა მოგაქვს, მეორეა, როცა წარსულისთვის მხოლოდ ექო ხარ და გამოძახილი, თანამედროვეობისთვის კი გულისამრევი და სამარცხვინო პერსონაჟი.

_ მაინც რას ნიშნავდა ახლა, ამ სიტუაციაში საბჭოთა საქართველოს დროშის დაწვა, რის თქმა უნდოდათ ამით?

_ ისინი ხედავენ, რომ საქართველოს საქმე სულ უფრო უკან მიდის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მაგრამ უვიცობის გამო არ შეუძლიათ ახსნა ეპოქისა, რომელშიც ცხოვრობენ. მათ არ შეუძლიათ აღიარება იმისა, რომ ივანიშვილის ფაქტორი, რომელსაც ისინი ებრძვიან, სოციალიზმის ნგრევის შედეგად წარმოშობილია. სოციალიზმი მილიარდერებსა და ღატაკებს არ წარმოშობს, ის მისი თითოეული წევრის ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისთვის თანაბარ, სამართლიან, ჰარმონიულ პირობებს ქმნის. მათ, ალბათ, იმის თქმა უნდათ, რომ ყველა უბედურება, რომლებიც დღეს საქართველოში ტრიალებს, საბჭოეთისკენ ივანიშვილის სწრაფვითაა გამოწვეული. გესმით, რა აბსურდამდე შეუძლია მისვლა უვიცობას?

ჯერ ერთი _ ოლიგარქია და მილიარდერობა, როგორც უკვე ვთქვი, სოციალიზმის ანტიპოდური მოვლენაა; მეორეც _ ყველა პრობლემა, რომლებიც დღეს ანადგურებს საქართველოს, სოციალისტურ საქართველოში თავიდან ბოლომდე გადაჭრილი იყო.

საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში არ არსებობდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, არ არსებობდა მოსახლეობის სოციალური დაუცველობისა და უმუშევრობის პრობლემა, არ არსებობდა ჯანდაცვისა და განათლების მიღების პრობლემა, არ არსებობდა მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციისა და დემოგრაფიული განადგურების პრობლემა. აი, ის დროშა იყო ყოველივე ამის გარანტი, რომელსაც ეს ვიგინდარები დღემდე ებრძვიან და წვავენ.

საბჭოთა საქართველოს დროშის დაწვა იმ სისტემის პირობებში აღზრდილი მეცნიერებისა და ხელოვნების კორიფეთა ბიოგრაფიისა და ცხოვრების გზის დაწვას ნიშნავს, იმ პერიოდის არნახული შრომითი მიღწევების დაწვას, ბოლოს და ბოლოს, იმ გმირთა ისტორიის დაწვას, რომლებმაც, სწორედ იმ წითელი დროშის ქვეშ დარაზმულებმა, საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად შეძლეს ფაშიზმისგან მსოფლიოს ხსნა.

_ რატომ ფიქრობს .. გაერთიანებული ოპოზიცია _ ლიბერალები, რომ ბიძინა ივანიშვილისაბჭოთა გადმონაშთიადა რუსეთის დავალებას ასრულებს? საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივი მასპინძელია ჩვენი ქვეყნისმთავარი იდეოლოგის” _ ჯორჯ სოროსის, ის მასპინძელია ამერიკის ყველა ელჩის, რომელსაცპარტნიორიქვეყანა საქართველოში გზავნის

_ ასე არ ფიქრობენ, მაგრამ ჰგონიათ, რომ ადამიანის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსის დისკრედიტაციის ორი გზა არსებობს: პრორუსული განწყობილებებისა და კომუნისტური განწყობილებების დაბრალება. ორივეს ერთად დაბრალება კი, ის ხერხი ჰგონიათ, რომელიც ნებისმიერ მძიმეწონიან პოლიტიკოსს ხერხემალში გადატეხავს.

ადამიანთა დისკრედიტაციისთვის ეს ისეთი მომგებიანი და უნივერსალური გზა ჰგონიათ, რომ არც ლოგიკას დაგიდევენ, არც ფაქტობრივ მდგომარეობას. სოციალიზმის ნანგრევებზე აღმოცენებულ მილიარდერს რომ სოციალისტობას დასწამებ, რა ლოგიკაზე შეიძლება საუბარი?! აბსოლუტური თავხედი უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი აზრის საზოგადოებაში გაჟღერება გაბედოს.

გახსოვთ, ზოგიერთი სააკაშვილს რუსეთის კაცად რომ მოიხსენიებდა. არადა, ხომ ყველა ხვდებით, რომ სააკაშვილი რუსოფობიით შეპყრობილი ტიპია, მისი შინაგანი კონსტიტუციით პირწავარდნილი ფაშისტია, მაგრამ ვიღაცას ჰგონია, რომ ამის თქმა ისე არ დააზიანებს მის იმიჯს, როგორც იმის დაბრალება, რომ იგი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია. ასეთია ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში დამკვიდრებული შაბლონები.

_ რამდენიმე დღის წინათ ვიხილეთ ისიც, როგორ მორჩილად ეახლნენ პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი იმ სენატორებს, რომლებმაც მთავრობის მისამართით საყვედურების წერილები გამოგზავნესყველამ კარგად იცის, რომ ეს ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაწვეს საბჭოთა საქართველოს დროშა. რატომ ფიქრობენის ლიბერალები” “ამ ლიბერალებზე”, რომ რუსეთის დაკვეთას ასრულებენ? გავითვალისწინოთ ისიც, რომ ივანიშვილი რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებისთანავე წამოვიდა

_ დღეს რუსეთი კაპიტალისტური ქვეყანაა და გასაკვირი არ იქნებოდა, რომელიმე მილიარდერი, რომელიც რუსეთში არ ცხოვრობს, რუსეთზე თუ იქნებოდა ორიენტირებული, მაგრამ ასე არ ხდება. რუსეთში მცხოვრებ მილიარდერებსაც კი კაპიტალი ამერიკაში გააქვთ. ამერიკაა მათი მექა და მედინა, ამერიკაა მათი აღთქმული მიწა. ასე რომ, ივანიშვილის პრორუსობაც პოლიტიკური აბსურდის იმავე სერიიდანაა, რომელი აბსურდის სერიიდანაც სააკაშვილის პრორუსობა ან შევარდნაძის პრორუსობა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ყველა პირველი პირი პროამერიკელი იყო. ასე რომ, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში დატრიალებული ყველა უბედურება ამერიკიდან მოდის. რაც შეეხება იმას, რატომ აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს რუსულ ორიენტაციას, უკვე გითხარით, რომ ამერიკისმეხუთე კოლონასეს მიაჩნია პოლიტიკოსების დისკრედიტაციის ყველაზე ეფექტიან გზად.

დარწმუნებით გეტყვით: ქართველი ხალხი ივანიშვილის რუსულ ორინტაციაში თუ დარწმუნდება, ბიძინა არჩევნებს მოიგებს კი არა, ეროვნულ გმირად იქცევა, მაგრამ არა მგონია, იგი ამ მასშტაბის ისტორიული პიროვნება აღმოჩნდეს.

ივანიშვილს ახლოს არ ვიცნობ. ის კი, რასაც შორიდან ვუყურებ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას მაძლევს: ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა დიდ ქონებასა და უზარმაზარ კაპიტალზე ტრიალებს. შეუძლებელია, მას ისეთი პოლიტიკური იდეა აწუხებდეს, რომელიც კაპიტალისადმი მის მიჯაჭვულობას გადაწონის. ნეტავი, ვცდებოდე. ბოდიშსაც მოვუხდი და მხარშიც ამოვუდგები, მაგრამ, სამწუხაროდ, არაა ბიძინა ის კაცი, რომლის გვერდითაც მე უნდა ვიდგე. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ის ადამიანია და ის პოლიტიკოსი, რომლის გვერდითაც ძმები ბერძენიშვილები, ცოლქმარი უსუფაშვილხიდაშელი, მეორე ცოლქმარი აქუბარდიაჯანგირაშვილი, პრეზიდენტყოფილი მარგველაშვილი და მათი მსგავსი შარლატანები უნდა იდგნენ.

გადამრევს ქართველი ხალხი! რას მკითხაობთ ამდენს, შეხედეთ მის გარემოცვას, შეხედეთ, რა წრეში ტრიალებს, ნაცებს შეხედეთ, “ქოცებსშეხედეთ და მიხვდებით, ვინც არის და რა პოლიტიკური ორიენტაციისაც არის ივანიშვილი.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

3 COMMENTS

  1. მართალს ბრძანებთ ბატონო ვალერი მაგრამ ვინაა გამგონი,ჩვენი ხალხი სსრკ ს დაშლის შემდეგ მიჯადოებულ წრეზე ბრუნავს და ამ ხნის განმავლობაში ერთი მოწვევის პარლამენტიც კი ვერ დავაკომპლექტთ სამშობლოს მოყვარული პატრიოტებით,რაზეა ლაპარაკი ალბათ ამას ვერც მომავალში მივაღწევთ რადგან გათითოკაცებულ საშოვარზე გადაგებულ ერად ჩამოვყალიბდით,ესაა სულ.

  2. ალექსანდე ჭავჭავაძე ახალი რედაქტირებით:არ სდევს ჟამთასვლას, იგივეა მარად და მარად!

    არ სდევს ჟამთასვლას, იგივეა მარად და მარად!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here