Home ახალი ამბები საქართველო “დედა ენა” დაცული იქნება ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად ისწავლიან აღნიშნული...

“დედა ენა” დაცული იქნება ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად ისწავლიან აღნიშნული წიგნით

დედა ენა

პარლამენტის წევრებმაზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, “დედა ენისსწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ “დედა ენა”, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, დაცული იქნას ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეებმა შეუფერხებლად ისწავლონ აღნიშნული წიგნით.

“დედა ენა”, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ასევე არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის _ “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” _ ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.

საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მოითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც კონვენციის შესაბამისად, გულისხმობს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით. აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება, რაც იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” სასწავლო პროცესში ჩართვის ვალდებულებას გულისხმობს.

2 COMMENTS

  1. ყურადღება მიაქციეთ უცხოური ტექსტებიდან ქართულად ნათარგმნი მასალის გამართულობას!

    არაფერს ვამბობ, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაზე” ჩიქორთულით დაწერილი საინფორმაციო მასალის ავკარგიანობაზე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here