Home ახალი ამბები საქართველო იქნებ ნება იბოძოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს ელჩმა, თუ სხვა აქტუალური წერილივით ბოლომდე...

იქნებ ნება იბოძოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს ელჩმა, თუ სხვა აქტუალური წერილივით ბოლომდე არ წაიკითხავს და აბსურდს უწოდებს მოსამართლის განცხადებას?! – ზურაბ ქადაგიძე

79

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება,  რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. 

„ეს რამე ახალი ვერსიაა საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში?! ანუ ელჩი იბარებს სუვერენული სახელმწიფოს მოსამართლის განაჩენს და რევიზიას ცდილობს? დიპლომატიური სკანდალიც არ ჰქვია ამას, ასე ღიად ერეოდე სხვა ქვეყნის შიდა სამართლებრივ საკითხებში პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. იქნებ ნება იბოძოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს ელჩმა, თუ სხვა აქტუალური წერილივით ბოლომდე არ წაიკითხავს და აბსურდს უწოდებს მოსამართლის განცხადებას?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუკზე.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო განხილვის შედეგის გამო ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება.

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here