Home სხვადასხვა Facebook ფრაზები „რაღაც დიდი გარიგების პასუხია ზურა ჟვანიას საქმეზე ეს სიჩუმე”

„რაღაც დიდი გარიგების პასუხია ზურა ჟვანიას საქმეზე ეს სიჩუმე”

1769

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„13 წელი გავიდა ზურას მკვლელობიდან!
დანაშაული არ გახსნილა… არც საქმე დახურულა…
არც რეჟიმი გასამართლებულა… არც სამართლიანობა აღდგენილა…
ბავშვები უკვე დიდები არიან. ჩვენ ვბერდებით. არაფერს გვეკითხებიან და რომც გვკითხონ, პასუხი არ გვაქვს!
პასუხი არც პროკურატურას გაუცია ჩემს ჩვენებაში დასმულ კითხვებზე… და არც იმ კითხვებზე, რომლებიც თავად დაუგროვდათ. ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაც დიდი გარიგების პასუხია ეს სიჩუმე…….
ხვალ 12 საათზე საფლავზე გავალთ…
…….. და რა მერე…?!“, – წერს ხათუნა ხოფერია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here