Home ახალი ამბები მსოფლიო ზნეობრივი საფუძვლების ტოტალური დეგრადაციის ფაქტები დასავლეთში

ზნეობრივი საფუძვლების ტოტალური დეგრადაციის ფაქტები დასავლეთში

224

აი დასავლეთში ზნეობრივი საფუძვლების ტოტალური დეგრადაციისა და ამ ცივილიზაციის ქრისტიანობიდან სატანიზმზე გადასვლის კიდევ ერთი ფაქტი: ესპანეთში ზოოფილია დააკანონეს. რა თქმა უნდა, ეს არ ჯდება არც ერთ ჩარჩოში. ეს ზნეობრივი საფუძვლების ფეხქვეშ გათელვაა, მაგრამ ცოტაა ევროპის დექრისტიანიზაციის მაგალითები? შეგახსენებთ მსგავსი ფაქტების ჩამონათვალს მხოლოდ გასული თვის განმავლობაში, _ წერს ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი იური ბარანჩიკი თავის ტელეგრამ-არხზე.

27 იანვარი. ჩრდილოეთ დაკოტაში (აშშ) დასამტკიცებლად შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, თუ ბავშვი თავს ცხოველად მიიჩნევს და სკოლაში ცხოველის ფორმით მიდის, მაშინ მისთვის სწავლა აუცილებელი არ არის. ასეთი ბავშვებისთვის იქნება ცალკე კლასები სწავლების გარეშე.

9 თებერვალი. ინგლისის ეკლესიამ ქორწინების შემდეგ ტაძრებში ერთი და იმავე სქესის წყვილების კურთხევის ნება დართო.

11 თებერვალი. საშუალო სკოლის მოსწავლე მეცადინეობას ჩამოაშორეს და დაპატიმრეს იმის გამო, რომ მხოლოდ ორი სქესი დაასახელა. მოსწავლე გარიცხეს კანადის კათოლიკური სკოლიდან იმის გამო, რომ არ უარყო ბიბლიური ჭეშმარიტებები, ხოლო, როცა კლასში დაბრუნდა და არ მოინანია, დააპატიმრეს.

12 თებერვალი. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა სახელწოდებით “სატანისტური ტაძარი” (The Satanic Temple, TST), რომელიც ცნობილია საპროტესტო აქციებით რელიგიური სიმბოლოების წინააღმდეგ, ნიუ-მექსიკოში აბორტის უფასო კლინიკის გახსნის შესახებ განაცხადა. იქ სპეციალისტები აბორტის გამომწვევ წამლებს გამოწერენ.

15 თებერვალი. ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოპერა „პიკის ქალის“ პრემიერა გაიმართა. სცენაზე სრულიად შიშველი მომღერალი ავიდა და არიები ასე შეასრულა.

ქრისტიანული ცივილიზაცია არასოდეს ყოფილა ისეთ ვითარებაში, როცა იძულებულია, იარსებოს დაუფარავ, თითქმის ოფიციალურად აღიარებულ სატანიზმთან, რომელიც ასევე იძენს იმპულსს, იპყრობს ახალ ტერიტორიებსა და სულებს, ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი კი უკვე დაუფარავად მონაწილეობს სატანიზმის შემოტევებში.   არ შეიძლება ამასთან შეგუება, რადგან ისინი ჩვენს ტერიტორიასაც არ დაანებებენ თავს. მშვიდობიანი თანაცხოვრება გამორიცხულია. პირიქით, იქნება ომი განადგურებაზე,  ამიტომ დროა, გამოვაცხადოთ ჯვაროსნული ლაშქრობა დასავლეთში რწმენისა და ადამიანის ღვთაებრივი ბუნების დასაცავად!

მომზადა ლუკა მაისურაძემ

https://ru.telegram-politics.com/catalog/channels/clubpravda/3379

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here